შემადგენლობა:
1მლ სუსპენზია შეიცავს შემდეგი ბაქტერიების ანტიგენურ ექსტრაქტს: Streptococcus pneumoniae 3 63,2 A.U. ტიპის; Streptococcus pyrogenes A 126,2 A.U. ჯგუფის; Staphylococcus aureus 79,6 A.U; Haemophilus influenzae b 50,2 A.U. ტიპის; Klebsiella pneumoniae 39,8 A.U.
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ქლორჰექსიდინის დიაცეტატი, თიმეროსალი, გაწმენდილი წყალი.
გამოშვების ფორმა:
Per os მისაღები წვეთები, 18 მლ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბაქტერიული ლიზატი.
ჩვენებები:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (რინიტი, რინოფარინგიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი).
უკუჩვენებები:
* შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ხმარებისას უკუჩვენებები არ არის ცნობილი.
მიღების წესი:
აუცილებელია წვეთები პირში დაყოვნდეს გარკვეული დროით, სასურველია ენიშ ქვეშ, გადაყლაპვის გარეშე, რათა საშუალება მიეცეს სუსპენზიას გავრცელდეს ორო–ფარინგეალური ლორწოვანის სანერწყვე სეკრეტში რათა ხელი შეეწყოს პრეპარატის აბსორბციას.
ჩვილ ბავშვებში ლანტიგენი B შეიძლება გამოყენებულ იქნას ძილის დროს წვეთების ტუჩებს შორის ჩაწვეთებით.
სასურველია, გარდა სუბლინგვალური გამოყენებისა გაფართოვდეს შეხების არეალი და ლანტიგენი B– ს ერთი –ორი წვეთი გამოიყენოთ ცხვირის თითოეულ ნესტოში ღამით ძილის წინ.
ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
მექანიზმებისა და მანქანა–დანადგარების მართვაზე გავლენა არ არის ცნობილი.
დოზირება:
3 თვიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვები: ან 15 წვეთი დილით, სასურველია ჭამამდე, ან 7 წვეთი (ნახევარი დოზა) დილით და 7 წვეთი საღამოთი ძილის წინ.
10 წელზე უფროსი ასაკი ბავშვები და მოზარდები: 15 წვეთი (ერთი დოზა) დილით, უმჯობესია ჭამამდე და 15 წვეთი (ერთი დოზა) საღამოთი ძილის წინ.
მკურნალობის ციკლი:
მკურნალობის ერთი კურსი მოითხოვს:
–მოზრდილებისთვის 2 ბოთლის და 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 ბოთლის გამოყენებას, შესაბამისი დოზირებით.
მკურნალობის კურსი 2–3 კვირა.
–გაძლიერების მიზნით – ერთი ბოთლი მოზრდილებში და ნახევარი ბოთლი 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში, შესაბამისი დოზირებით.
–ცივ სეზონზე პროფილაქტიკის მიზნით, მკურნალობის დაწყება ხდება ცივი პერიოდის დადგომასთან ერთად და მეორდება 3 ან 4 თვის შემდეგ.
ჭარბი დოზირება:
შემთხვევები დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის.
გვერდითი მოქმედება:
სიმპტომების დროებითი გაუარესება შეიძლება მოხდეს პირველი მიღების შემდეგ, რაც ჩვეულებრივ იშვიათია და უმნიშვნელო ხასითის. თუმცა პაციენტმა ექიმს უნდა აცნობს გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ.
გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. გამოყენების წინ შეანჟღრიეთ;
სუსპენზიაში ნალექის წარმოქმნა მის ეფექტურობას არ ამცირებს;
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი:
BRUSCHETTINI s.r.l. – Genoa, იტალია.