საერთაშორისო დასახელება:

Lansoprazole

მწარმოებელი: “UNIPHARMA”, El Obour City, Cairo, Egypt.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები.

აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები: მქრქალი ცისფერი თავსახური/თეთრი კორპუსი, ზომა #1, შეიცავს თეთრ ან მოყვითალო-მოთეთრო გრანულებს.

1 კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ლანსოპრაზოლი .........................   30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი, საქაროზა, კალციუმის კარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის კარბონატი მსუბუქი, ჰიპრომელოზა E-5, მეტაკრილის მჟავას L30D კოპოლიმერი, პროპილენგლიკოლი, ცეტილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატ-80, კოპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

წყლულის საწინააღმდეგო საშუალება.

პროტონული ტუმბოს სპეციფიკური ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლანტოროლი– წყლულის საწინააღმდეგო საშუალება, პროტონული ტუმბოს (H+-K+-ატფ-აზას) სპეციფიკური ინჰიბიტორია. ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზდება კუჭის პარიესულ უჯრედებში აქტიურ სულფონამიდურ წარმოებულებამდე, რომლებიც ახდენენ H+-K+-ატფ-აზას სულფჰიდრული ჯგუფების ინაქტივაციას. ამის შედეგად წარმოებს მარილმჟავას სინთეზის საბოლოო სტადიის ინჰიბირება, რაც განაპირობებს კუჭის ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის შემცირებას გამღიზიანებლისაგან დამოუკიდებლად.

ლანტოროლი თრგუნავს Helicobacter pylori ზრდას და ზრდის სხვა პრეპარატების ანტიჰელიკობაქტერულ აქტივობას.

შიგნით მიღებისას აბსორბცია მაღალია. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1,5-2,2 საათის შემდეგ.

ჩვენებები:

•    კუჭისა და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

•    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებასთან, სტრესული წყლულები;

•    გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს-დაავადება, სიმპტომური მკურნალობა რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს;

•    ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობა;

•    Helicobacter pylori ი-ს ერადიკაცია (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);

•    პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით;

•    ქრონიკული გასტრიტის, კუჭის მომატებული მჟავიანობით, გამწვავების სტადიაში;

•    არაწყლულოვანი დისპეფსია.

უკუჩვენებები:

•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;

•    საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ავთვისებიანი წარმონაქმნები;

•    ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე;

•    ორსულობის პირველი ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, მადის მომატება ან დაქვეითება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა.

ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ: თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე.

სხვა: ერთეულ შემთხვევებში – გრიპისმაგვარი სინდრომი, მიალგია.

გამოყენების წესი და დოზირება:

ლანტოროლი მიიღება შიგნით, დაუღეჭავად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

კუჭისა და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება: ინიშნება 30 მგ/დღეში. მკურნალობის კურსი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების შემთხვევაში შეადგენს 2-4 კვირას, ხოლო კუჭის წყლულოვანი დაავადებისას – 4-8 კვირას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, დაკავშირებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებასთან: რეკომენდებული დოზაა 30 მგ/დღეში, მკურნალობის კურსი: 4-8 კვირა. კუჭის და თორემტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების პროფილაქტიკა აასს-ების მიღებასთან დაკავშირებით მომატებული რისკის მქონე პაციენტებში: 15 მგ/დღეში 12 კვირამდე ხანგრძლივობით.

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა): ინიშნება 30 მგ/დღეში 4-8 კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს ახანგრძლივებენ კიდევ 8 კვირით.

რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომური მკურნალობა: ინიშნება 15 მგ/დღეში, მკურნალობის კურსი - 8 კვირამდე.

რეფლუქს-ეზოფაგიტის შემანარჩუნებელი თერაპია: 15 მგ/დღეში 8 კვირის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს ახანგრძლივებენ კიდევ 8 კვირით, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა.

Helicobacter pylori-ს ერადიკაცია: მიიღება 30 მგ 2-ჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.

პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობები ზოლინგერ-ელისონის       სინდრომის ჩათვლით: პრეპარატის საწყისი დოზაა 30 მგ 2-ჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში დოზა იზრდება 120 მგ-მდე დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ქრონიკული გასტრიტი კუჭის მომატებული მჟავიანობით გამწვავების სტადიაში:  ინიშნება 30 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი – 2-3 კვირა.

არაწყლულოვანი დისპეფსია: ინიშნება 15-30 მგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში, მკურნალობის   კურსი – 2-3 კვირა.

ღვიძლის უკმარისობისას და ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა იწყება განახევრებული დოზებით, თანდათან იზრდება რეკომენდებულ დოზამდე, მაგრამ არა უმეტეს 30 მგ-ისა დღე-ღამეში.

დოზის გადაჭარბება:

მონაცემები ჰიპერდოზირების შესახებ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ლანსოპრაზოლი ამცირებს (10%-ით) თეოფილინის კლირენსს.

სუკრალფატი 30%-ით ამცირებს ლანსოპრაზოლის ბიოშეღწევადობას (აუცილებელია 30-40 წუთიანი ინტერვალის დაცვა ამ პრეპარატების მიღებათა  შორის).

შესაძლებელია ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ Р450-ს ფერმენტული სისტემის მონაწილეობით.

რეკომენდებულია ანტაციდების მიღება ლანტოროლის მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 1 საათის შემდეგ, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატის შეწოვა ორგანიზმში.

პრეპარატებთან, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის გარემოს рН–ზე, ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, კეტოკონაზოლი), ლანტოროლმა შეიძლება შეცვალოს მათი აბსორბცია.

პრეპარატი შეთავსებადია ანტიპირინთან, დიაზეპამთან, იბუპროფენთან, ინდომეტაცინთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, ფენიტოინთან, პრედნიზოლონთან, პროპრანოლოლთან, ვარფარინთან.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამოირიცხოს კუჭსა და საყლაპავში ავთვისებიანი პროცესის არსებობა, რადგან პრეპარატის მიღებამ შესაძლოა შენიღბოს სიმპტომები და გადაავადოს დიაგნოზის დადგენა.

სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

პრეპარატის გამოყენება  ორსულობის II  და III ტრიმესტრში შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში მიზანშეწონილია ლაქტაციის შეწყვეტა.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატ ლანტოროლის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გამოშვების ფორმა:

10 კაფსულა  ბლისტერზე. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.

7 კაფსულა  ბლისტერზე. 2 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით (II ჯგუფი).

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია