ლარიფან სუპო1.5 მგ / LARIFAN SUPO 1.5 mg

შემადგენლობა: 

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (დსღNA) - 1,5მგ/სუპოზიტორია 

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.  

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 

იმუნომოდულატორი 

ათქ კოდი: L03AX 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

LARIFAN SUPO  1.5 მგ”-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი - ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ. 

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც, ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. 

ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. 

LARIFAN SUPO 1.5 მგ” ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი ლოკალური და სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, ამავდროულად ეწინააღმდეგება სხვადახვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას სწორ ნაწლავში.  

წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს “LARIFAN SUPO  1.5 მგ”-ს აქტიური ნივთიერება პრევენციულად მოქმედებს ვირუსული ინფექციების მიმართ და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული), განვითარებას.  

ჩვენება: 

● “LARIFAN SUPO  1.5 მგ” რეკომენდებულია დისკომფორტისას, რომელიც გამოწვეულია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული გაღიზიანებითა და მასში არსებული მტკივნეული ბზარებით. ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და აადვილებს კუჭის მოქმედებას. 

● პროფილაქტიკურად მოქმედებს ვირუსული ინფექციების პროდრომისას. სუპოზიტორების გამოყენება ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პირველივე სიმპტომებისას აჩერებს დაავადების შემდგომ განვითარებას. 

● აძლიერებს იმუნიტეტს. 

უკუჩვენება:  

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი. 

გვერდითი მოვლენები: 

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება: 

ექიმის დანიშნულებით. 

მიღების წესი და დოზირება: 

დისკომფორტის შეგრძნებისას სწორი ნაწლავის არეში და ჰემოროიდული პროცესებისგან გამოწვეული ჩივილებისას, შევიყვანოთ სწორ ნაწლავში 1 სუპოზიტორი საღამოობით 5_6 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და დავასტაბილუროთ მიღებული დადებითი ეფექტი, რეკომენდებულია სუპოზიტორების გამოყენების გაგრძელება კვირაში 1 სუპოზიტორის ოდენობით 3_5 კვირის განმავლობაში. 

ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში და დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე გამოვიყენოთ თითო სუპოზიტორი დღეში, ორი დღე მიყოლებით.  საერთო იმუნომოდულაციური ეფექტის მისაღწევად მიიღება თითო სუპოზიტორი კვირაში, 5 კვირის განმავლობაში. კლინიკური შედეგის მიხედვით ასეთი კურსები შესაძლებელია გავიმეოროთ ყოველი 4 კვირის შემდეგ.  

დოზის გადაჭარბება:  

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა. 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: 

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: 

5 სუპოზიტორი (1,5 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

ვარგისიანობის ვადა: 

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ. 

შენახვის პირობები:  

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია