ლარიფანი სუპო 4.0მგ #5 რექტ. სუპ
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) 4,0 მგ/სუპოზიტორია
სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი
ათქ კოდი: J05AX
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
„LARIFAN SUPO 4.0 მგ”-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპ.რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ.
ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც, ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც, იზრდება ორგანიზმის რეზისტენტულობა სიმსივნური უჯრედების განვითარებისა და გამრავლების მიმართ, იზრდება ვაქცინაციის ეფექტურობა. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება.
ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
„LARIFAN SUPO 4.0 მგ” ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი, როგორც ლოკალური, ასევე სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, მოქმედებს ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.
ჩვენება:
სხვადასხვა ლოკალიზაციის რეციდივირებადი ჰერპეს ინფექციის მკურნალობა;
მეორადი იმუნოდეფიციტის კორექცია. ორგანიზმის ლოკალური და სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერება;
სუპოზიტორების გამოყენება მწვავე ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პირველივე სიმპტომებისას აჩერებს დაავადების შემდგომ განვითარებას.
უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:
არ არის რეკომენდებული ჰერპეს ინფექციის მკურნალობის კურსი ორსულობის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
რეციდივირებადი ჰერპეს ინფექციის მკურნალობა ხორციელდება მკურნალობის კურსის სქემით:
თითო კურსში 5 სუპოზიტორი – 1-ელ, მე-2, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს. ასეთი ორკვირიანი კურსები მეორდება 5-ჯერ. კურსებს შორის 4 კვირიანი ინტერვალი.
გრიპის დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში, რეკომენდებულია გამოვიყენოთ თითო სუპოზიტორი დრეში, ორი დღე მიყოლებით.
საერთო იმუნომაკორეგირებელი ეფექტის მისაღწევად მიიღება თითო სუპოზიტორი კვირაში, 5 კვირის განმავლობაში.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:
თვალსაჩინო ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
5 სუპოზიტორი (4,0 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეფტოდ.