ლარიფანი უნგო 0.05% 10გ მალამო

 

შემადგენლობა: 

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA),  5 მგ/10 გ. 

სხვა ნივთიერებები: ლანოლინი, პარაფინი, ვაზელინის ზეთი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პენტაერითრიტოლ დიოლეატე, გამოხდილი წყალი. 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 

ლოკალური მოქმედების ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი 

ათქ კოდი: D06BB 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

LARIFAN UNGO 0,05%”-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. 

ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ. 

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიციაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც, ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც, იზრდება ორგანიზმის რეზისტენტულობა სიმსივნური უჯრედების განვითარებისა და გამრავლების მიმართ, იზრდება ვაქცინაციის ეფექტურობა. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. 

ანტივირუსულ მოქმედებასთან ერთად “LARIFAN UNGO 0,05%” ახდენს დამამშვიდებელ ეფექტს სხვადასხვა წარმოშობის კანის გაღიზიანებისას, ულტრაიისფერი და მსუბუქი თერმული დამწვრობების ჩათვლით, ხელს უშლის კოჟრების წარმოშობას. 

ჩვენება: 

LARIFAN UNGO0,05%” რეკომენდებულია: 

● კანზე და ლორწოვან გარსზე ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული გამონაყარისას; 

● პაპილომა ვირუსით გამოწვეული პროლიფერაციური პროცესების დროს _ უბრალო მეჭეჭბი, ჰენეტალური მეჭეჭები, პაპილომები; 

● სურდო;  

● კანისა და ლორწოვანი გარსის მოვლისათვის, განსაკუთრებით ცხვირის არეში, რესპირატორული ინფექციების (მათ შორის გრიპის) ეპიდემიამდე და ეპიდემიისას პროფილაქტიკის მიზნით; 

● სიტუაციებში, რომლებსაც შეუძლიათ ჰერპესის ინფექციის ანთების პროვოცირება (ქარიან, ნესტიან, სიცივის პირობებში ყოფნა და მზის სხივების ზედმეტად ძლიერი ზემოქმედებისას), განსაკუთრებით იმ ადამიანთათვის, ვისაც აქვთ მიდრეკილება ჰერპესის ანთების მიმართ; 

● კანზე კოჟრების წარმოშობის შესაჩერებლად; 

● როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნებისმიერი ეტოლოგიის მქონე კანის გაღიზიანებებისას, მათ შორის თერმული დამწვრობებისას; 

● კანის ბაზალიომებისას. 

უკუჩვენება: 

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი. 

გვერდითი მოვლენები: 

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.  

მიღების წესი და დოზირება: 

ჰერპესის ინფექციის ანთებისას გამოვიყენოთ 3-ჯერ დღეში, გავაგრძელოთ მკურნალობა დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. 

რესპირატორული ინფექციების ეპიდემიისას და ეპიდემიამდე დავამუშაოთ კანი და ლორწოვანი გარსი ცხვირის არეში 1-2-ჯერ დღეში, კონტაქტურმა პირებმა 2-3-ჯერ დღეში. 

სურდოს დროს 5-6 -ჯერ დღეში. 

პაპილომა ვირუსის შემდგომი გავრცელების შეზღუდვისათვის დავიტანოთ მეჭეჭებზე 1-2-ჯერ დღეში რამოდენიმე კვირის განმავლობაში. 

ტემპერატურული ან ტრავმული ზემოქმედების შემდგომ წარმოშობილი კანის გაღიზიანების დასაცხრობად დავიტანოთ გაღიზიანების არეებში არაუმეტეს 4-ჯერ დღეში. 

კანის ბაზალიომებისას (ონკოლოგის ზედამხედველობით) 1-ჯერ დღეში. 

დოზის გადაჭარბება:  

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.  

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: 

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: 

მალამო ალუმინის ტუბში 10 გრ. 

ვარგისიანობის ვადა: 

3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ. 

შენახვის პირობები:  

ინახება არაუმეტეს +25°C ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:  

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია