მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი ბიოლოგიური წარმოშობის ფაღარათის საწინააღმდეგო პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ჟელატინის მყარი კაფსულები: ბლისტერზე 10 ც. შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 კაფს.
შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიას:
Lactobacillus rhamnosus Rosell-11......... 1.9 მლრდ.
Lactobacillus acidophilus Rossel-52 .......... 0.1 მლრდ.
დამხმარე ნივთიერებები:
მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლაქტობაქტერიები - Lactobacillaceae-ს ოჯახის ბაქტერიების სახეობა, რომელიც აერთიანებს გრამდადებით უმოძრაო არასპროწარმომქნელ ანაერობულ ჩხირებს, რომლებიც შლიან ნახშირწყლებს რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ შექმნილი მჟავე გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენს ბიოცენოზისა და ადამიანის ორგანიზმის სხვა ნორმალური მიკროფლორის 85-95%-ს.
ნორმალური მეტაბოლიზმის პროცესში ლაქტობაქტერიებს შეუძლია რძემჟავის წარმოქმნა, ლიზოციმის, სხვა ნივთიერებების პროდუცირება ანტიბაქტერიული აქტივობით: რეუტერინი, პლანტარიცინი, ლაქტოციდინი, ლაქტოლინი. ორგანული მჟავების, ანტიბიოტიკებისა და ბაქტერიოცინების პროდუქციის დახმარებით ლაქტობაქტერიების ბევრი შტამი ავლენს ანტაგონისტურ აქტივობას პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ კნტ-ის კოლონიზაციური რეზისტენტობის უზრუნველყოფით. ისინი ავლენენ ანტიმიკრობულ მოქმედებას ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, როგორებიცაა E. coli,H. influenzae, Campilobacter jejuni, Salmonella, Shigella, Streptococcus, Staphilococcus aureus, Helicobacter pylori მათი ზრდისა და ენტეროციტების მიმართ ადჰეზიის დათრგუნვით.
ლაქტობაქტერიები მონაწილებს ცილების, ცხიმების და რთული ნახშირწყლების დაშლაში, ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში, ასევე K და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში.
ლაქტობაქტერიებს შეუძლიათ გაააქტიურონ უჯრედების იმუნიტეტი და იმუნოგლობულინების გამომუშავება. ლაქტობაქტერიების იმუნომასტიმულირებელ თვისებას უკავშირებენ მათი უჯრედის კედელში პეპტიდოგლიკანებისა და თეიქოის მჟავების არსებობას, რომლებსაც იმუნომამოდულირებელი მოქმედება გააჩნიათ. ლაქტობაქტერიების ამ შტამების უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რეზისტენტობა კუჭის წვენისა და ნაღვლის მჟავების ზემოქმედების მიმართ, ასევეე კუჭის მჟავე გარემოში 30-წუთიანი გაჩერების შემდეგ ორივე მიკროორგანიზმის დაახლოებით 80% ცოცხალი რჩებოდა. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ბაქტერიებს გააჩნიათ ნაწლავის კედლის რეცეპტორებზე მიმაგრების და 7-15 დღის განმავლობაში ცოცხლად გადარჩენის უნარი.
ჩვენებები:
- ნაწლავის მიკროფლორის დარღვევების - დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი (მ.შ. დაკავშირებული საკვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობებთან და სხვა მიზეზებთან),
- დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში, დაკავშირებული ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან;
- გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული);
- ლაქტოზას აუტანლობა (რძის ლაქტოზას მიმართ ტოლერანტობის მომატების მიზნით);
- ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ორგანიზმის ზოგადი წინააღმდეგობის მომატების მიზნით);
- Clolstridium difficile-ს მიერ გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება:
- პრეპარატი მიიღება ჭამის დროს, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
- 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კაფსულა შეიძლება გაიხსნას და მისი შიგთავსი განზავდეს რაიმე სითხეში (წყალი, ჩაი, წვენი).
პროფილაქტიკის მიზნით ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად:
- 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეგამოშვებით,
- 3 წლიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში ერთხელ, მოზრდილებში - 1-2 კაფსულა დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 20 დღეს შეადგენს.
ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (მ.შ. გამოწვეულის Clolstridium difficile -ს ჩხირით): პრეპარატი მიიღება ანტიბიოტიკების მიღებამდე ორი საათით ადრე ან ანტიბიოტიკების მიღებიდან ორი საათის შემდეგ.
6-12 თვის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში;
1-3 წლის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ;
3-12 წლის ბავშვებში - 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში;
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში - 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკების დანიშვნის ვადით. ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეის მკურნალობისას - დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. შემდეგ შეიძლება პროფილაქტიკურ გამოყენებაზე გადასვლა.
საჭმლის მონელების დარღვევების სამკურნალოდ (დისპეფსიები):
6-12 თვის ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში ერთხელ;
1-3 წლის ბავშვებში - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში;
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში სიმპტომების გაქრობამდე;
მოზრდილებში 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების გაქრობამდე, შემდეგ შეიძლება დოზირების რეჟიმის დაცვა ნაწლავის მიკროფლორის შენარჩუნებისათვის.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი 3-ჯერ ამცირებს პირობითად პათოგენური ფლორის, განსაკუთრებით Candidas ტიპის სოკოების რაოდენობას, ხელს უშლის ამ ფლორის მიერ საშვილოსნოს წყლების და ახალშობილის კნტ-ს კოლონიზაციას. ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება დაგეგმილ საკეისრო კვეთამდე 5-6 დღით ადრე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არასასურველი ურთიერთქმედებები აღნიშნული არ არის.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.