ლედიესი ერბე

ალოე, ხეჭრელა, სენა, რევანდი, კამა, ძირტკბილა, ნაღველა, ბაბუაწვერა, პიტნა

ფორმულა 1975 წლიდან.

დელიკატური პრობლემის ბუნებრივი გადაწყვეტა./ყაბზობის ბუნებრივად ლიკვიდაცია

კასკარა,ხეშავა,ალოე,სენა,რევანდი

ამცირებენ წყლის შეწოვას და ახდენენ პერესტალტიკის პროვოცირებას

კამა

ასტიმულირება გასტრო ინტესტინალურ მოტორიკას,მაღალ დოზებში გააჩნია სპაზმოლიტური მოქმედება, ხსნის შებერილობას,მეტეორიზმს,სპასტიურ ტკივილს

ძირტკბილა

მის შემადგენლობაში შემავალი საპონინები შემოგარსავენ ნაწლავის ლორწოვანს და უზრუნველყოფენ მის დაცვას, დადებით გავლენას მონელების პროცესზე და ასევე საფაღარათო,ანთების საწინააღმდეგო,ანტი-სპასტიურ,წყლულსაწინააღმდეგო მოქმედებას.                                                                                                                                                                                                                                  

ნაღველა

ის შეიცავს მწარე ნივთიერებას,რომელიც რეცეპტორებზე ზემოქმედებისას ახდენს ნერწყვის,კუჭისა და ნაწლავის წვენის სეკრეციის გაძლიერებას,საჭმლისმონელების სრულყოფილებას.

ბაბუაწვერა

მასში შემავალო აქტიური კომპონენტები ხასიათდებია ნაღვლმდენი,შარდმდენი,სპაზმოლიტური, სუსტი საფარარათო აქტივობით

ფოლორცის ბალახი

მის შემადგენლობაში შემავალი marrubinic acid-ით ის აუმჯობესებას ნაღვლდენას,კუჭნაწლავის დისფუნქციით განპირობებულ მადის დაქვეითებას და დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მონელების პროცესზე.

 

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გამოშვების ფორმა 850 მგ. N100.ტაბ  

1 ტაბლეტი შეიცავს: 

ასკარა საგრადა  (cascara sagrada )  ქერქის მიკრონიზირებული ფხვნილი 133,5  მგ.

სენას  (Cassia angustifolia)  ფოთლის მიკრონიზირებული  ფხვნილი  25 მგ.

ალოეს (Aloe ferox)  წვენის გამომშრალი მიკრონიზირებული ფხვნილი 100  მგ.

რევანდის  (rhubarb,root) ფესვის მიკრონიზირებული ფხვნილი 16,65 მგ.

ბაბუაწვერას (Taraxacumofficinale) ფესვის მიკრონიზირებული ფხვნილი 16,65 მგ.

დიდი კამას  (ცერეცოს)(Foeniculumvulgare)  ნაყოფის მიკრონიზირებული ფხვნილი 83,5 მგ.

ძირტკბილას  (Glycyrrhizaglabra) ფესვის  მიკრონიზირებული ფხვნილი  25 მგ.

ნაღველას (Gentiana lutea) ფესვის ფხვნილი 25 მგ.

პიტნის (Menthapiperita L.) ფოთლების ეთერზეთებს 0,8 მგ.

ხეშავა Rhamnus alpines, 16,65 მგ

ფოლორცის ბალახის ყვავილი (horehound,top) 16,65                                                                                                                                       

დამხმარე ნივთიერება;კალციუმის ფოსფატი,ჰიდროქსი პროპილეცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ანტი აგლომერანტები:მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსველები: ჰიდროქსიპროპილმეტილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა,სტეარინის მჟავა. ნატურალური საღებავები: დიოქსიდ ტიტანი,რიბოფლავინი,სპილენძის კომპლექსი.

ფარმაკოლოგი ურიმოქმედება:

მცენარეული, კომბინირებული საფაღართო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები : სენას, ალოეს, ხეჭრელას, რევანდის შემადგენლობაში მყოფი ანტრაქინონები (Sennosides) შეწოვისა და დაშლის გარეშე აღწევს წვრილ და მსხვილ ნაწლავებამდე, სადაც ტუტე გარემოში,  ნაწლავების  წვენის  და ბაქტერიული ფერმენტების ზემოქმედებით იშლებიან ( განსაკუთრებით მაღალ კონცენტრაციამდე მსხვილ ნაწლავებში) აგლიკონებამდე, რომელთა მიმართაც ბევრად უფრო მგრძნობიარეა მსხვილი ნაწლავის რეცეპტორები, ვიდრე წვრილი ნაწლავის ინტერორეცეპტორები, Na + / K + ტუმბოზე ზემოქმნედების გზით ფერხდება წყლისა და ელექტროლიტების შეწოვა, შდეგად ვიღებთ განავლის  კონსტიტენციის გათხელებას  და მოცულობის გაზრდას, რაც იწვევს ნაწლავების ტრანზიტის გაძლიერებას, შედეგად  სფაღარათო ეფექტს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის გარეშე. ძირტკბილას  ფესვის შემადგენლობასი შემავალი გლიცირიზინი ტრიტერპენული ალკალოიდი განსაზღვრავს  მის დადებით გავლენას მონელების პროცესზე და ასევე საფაღარათო,ანთების საწინააღმდეგო,ანტი-სპასტიურ,წყლულსაწინააღმდეგო მოქმედებას. ბაბუაწვერას შემადგენლობაშ შემავალი აქტიური კომპონენტები ხასიათდებიან სპაზმოლიტური და საფაღარათო მოქმედებით დიდი კამას(ცერეცოს) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი, ძირტკბილას ფესვის ფხვნილი დამატებითი კომპონენტებია,  რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ საჭმლის მონელებისა და მეტეორიზმის ლიკვიდაციის  პროცესზე. პიტნის ფოთლების ეთერზეთების მოქმედებით უმჯობესდება მონელების პროცესი,კუპირდება მეტეორიზმი, იზრდება ნაწლავების ტონუსი.

ჩვენებები: - აქვს საფაღარათო  ეფექტი ,გამოიყენება მხსვილი ნაწლავის ტონუსის აღსადგენად, ხელს უწყობს საფაღარათო საშუალებების მიმართ შეჩვევის დაძლევას ხანდაზმულ ასაკში.,აწესრიგებს კუჭის მოქმედებას ატონიური და სპასტიური შეკრულობისას, ბუასილისას, სწორი ნაწლავის ნახეთქებისას,ზრდის ღვიძლის ტონუსს ჰეპატიტების, სანაღვლე ბუშტის კენჭების დროს.

პრეპარატი განკუთვნილია:

  • - ყაბზობის ლიკვიდაციისთვის.
  • - მეტეორიზმის დროს
  • - ღვიძლისა და ბილეარული სისტემის დისფუნქციისდროს
  • - რენტგენოლოგიურ გამოკვლევის წინ, მოსამზადებლ ეტაპზე.

დოზირების რეჟმი: მკურნალობა დაწყებული უნდა იქნეს იმ მინიმალური ეფექტური დოზით , რომელზეც ნორმალიზდება ნაწლავების ფუნქციონირება. რეკომენდებულია 1 დან 2 ტაბლეტამდე დღეში. უმჯობესია მიღებულ იქნეს საღამოთი,ძილის წინ

გვერდითი მოვლენები:  ანტრაქინონები ნაწილობრივ გამოიყოფა შარდით, ხოლო მეძუძურებში - რძით და შეიძლება გამოვლინდეს მათი ფერის შეცვლა: მჟავე PH -ის დროს ყვითელი,ხოლო ტუტე PH -ის  დროს მოწითალო. თუმც ამ სიმპტომს არ აქვს არსებითი კლინიკური მნიშვნელობა. ჭარბი დოზირებისას  აღინიშნება სპასტიური მუცლის ტკივილი, ხოლო ხანგრძლივი მიღების დროს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის ცვლილება.

უკუჩვენება:

  • - მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
  • - ნაწლავური გაუვალობა
  • - ჩაჭედილი თიაქარი
  • - მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთება
  • - სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან
  • - მეტრორაგია
  • - სპასტიური გაუვალობა
  • - ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა
  • - ასაკი 12 წლამდე
  • - ფეხმძიმობა
  • - ლაქტაცია

განსაკუთრებული მითითება: სიფრთხილით ინიშნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს. ანტრაგლიკოზიდები ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება ჩალაგდეს ნაწლავების მაკროფაგში და გამოიწვიოს კუნთოვანი შრის ატროფია და პერისტალტიკის მეორადი დარღვევის მიზეზი გახდეს. ამიტომ ამ ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენება არაა რეკომენდებული.  თირკმლის თანმხლები დაავადების დროს შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, რაც  გათვალისწინებული უნდა იქნეს  პრეპარატის დანიშვნისას ხანდაზმულებში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:  შეიძლება შეასუსტოს პერორელურად მისაღებ პრეპარატების შეწოვა და გააძლიეროს ელექტროლიტების დარღვევა იმ პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებისას , რომლებიც გაავლენას ახდნენე ელექტროლიტურ ცვლაზე.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას, ( ძლიერი დიარეა  წყალ-მარილოვანი დისბალანსით), პრეპარატი უნდა მოიხსნას და ჩატარდეს შეასაბამისი სიმპტომატური მკურნალოაბა.

შენახვის პირობები: 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელმშრალ  და გრილ ადგილას.

გაიცემა რეცეპტის გარეშე: წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.

მწარმოებელიESI s.p.a., იტალია

პარტნიორი საქართვლოში: შ.პ.ს Prime line

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია