ლ ე ვ ო მ ი ც ე ტ ი ნ ი

ზოგადი  დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: Chloramphenicolum;
2,2-დიქლორო-N-[(1R,2R)-2-ჰიდროქსი-1- ჰიდროქსიმეთილ-2-(4-ნიტ-
როფენილ)ეთილ] აცეტამიდი;

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:

თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის ტაბლეტები;

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს 0,25 გ ან 0,5 გ ლევომიცეტინს;
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი ან სტეარინის მჟავა.

წამლის ფორმა:
ტაბლეტი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ლევომიცეტინის ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლევომიცეტინი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს. იგი ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების (ჩირქოვანი ინფექციების, მუცლის ტიფის, დიზინტერიის, მენინგოკოკური ინფექციების გამომწვევები, ჰემოფილური ბაქტერიების, ბრუცელების და სხვა), რიკეტსიების, ქლამიდიების, სპიროქეტების, ზოგიერთ მსხვილ ვირუსების მიმართ. პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიების იმ შტამებზე, რომლებიც მდგრადია პენიცილინის, სტრეპტომიცინის, სულფანილამიდების მიმართ. პრეპარატი სუსტ აქტივობას იჩენს მჟავაში მდგრადი ბაქტერიების, ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის, კლოსტრიდიებისა და უმარტივესების მიმართ. ლევომიცეტინი მიკროორგანიზმების უჯრედში არღვევს ცილების სინთეზს.  თერაპიულ კონცენტრაციებში იგი ხასიათდება ბაქტერიოსტატული ეფექტით. მიკროორგანიზმების მდგრადობა პრეპარატის მიმართ ვითარდება შედარებით ნელა და როგორც წესი არ ვლინდება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ.
 
ფარმაკოკინეტიკა:
ლევომიცეტინი კარგად და სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 2-3 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი თერაპიული კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნებულია მიღებიდან 4-5 სთ-ის განმავლობაში. ლევომიცეტინი კარგად აღწევს ორგანიზმის სითხეებში, ორგანოებსა და ქსოვილებში, აგრეთვე ჰემატოენცეფალურ ბარიერში, ზურგის ტვინის სითხეში (სისხლში მისი კონცენტრაციის 50%-მდე). პრეპარატი გაივლის პლაცენტას და ექსკრეტირდება დედის რძეში. ლევომიცეტინი თერაპიულ დოზებში პერორალურად მიღების შემდეგ აღინიშნება მინისებრი სხეულში, რქოვანაში, ფერად გარსში, თვალის წყლიან არეში (პრეპარატი თვალის ბროლში არ აღწევს). ლევომიცეტინი ძირითადად გამოიყოფა შარდით (ძირითადად არააქტიური მეტაბოლიტების სახით), ნაწილობრივ – ნაღველითა და ფეკალიებით. ლევომიცეტინი ნაწლავში ჰიდროლიზდება ნაწლავური ბაქტერიების მოქმედებით და წარმოქმნის არააქტიურ მეტაბოლიტებს.
ჩვენება:
ლევომიცეტინი-კმპ გამოიყენება იმ ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ლევომიცეტინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, კერძოდ, მუცლის ტიფის, პარატიფის, სალმონელოზის გენერალიზებული ფორმების, დიზინტერიის, ბრუცელოზის, ტულარემიის, პარტახტიანი ტიფის და სხვა რიკეტსიოზების, ტრაქომის და ა. შ.
სხვა ეტიოლოგიის ინფექციური პროცესების დროს, რომლებიც გამოწვეულია ლევომიცეტინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, პრეპარატები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებები არაეფექტურია ან მათი გამოყენება შეუძლებელია.

მიღების წესი და დოზირება:
ლევომიცეტინი-კმპ მიიღება პეროლარულად ჭამამდე 30 წთ-ით ადრე (გულისრევის და ღებინების შემთხვევაში – ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ).
მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება 0,25-0,5 გ 3-4-ჯერ დღეში; სადღეღამისო დოზა შეადგენს – 2 გ-ს. შედარებით მძიმე შემთხვევების დროს (მუცლის ტიფი, პერიტონიტი და სხვა) პრეპარატი მიიღება დღეღამეში 4 გ-ის ოდენობით (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის) სისხლის, ღვიძლისა და თირკმელების   მდგომარეობის მკაცრი კონტროლის შემდეგ. სადღეღამისო დოზა ინიშნება 3-4 მიღებაზე.
პრეპარატის ერთჯერადი დოზა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 10-15 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით; 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში 0,15-0,2 გ, 8 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – 0,2-0,3 გ; მიღების სიხშირე – 3-4-ჯერ დღეღამეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი კარგად გადაიტანება და სისხლმბადი სისტემის მხრივ არ აღინიშნება ცვლილებები, მაშინ შესაძლებელია მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 2 კვირამდე.
 
გვერდითი მოვლენები:
ლევომიცეტინ-კმპ-ს გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, რეტიკულოციტოპენია, სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირება, ადრეული ერითროციტული ფორმების ციტოპლაზმური ვაკუოლიზაცია. ეს მოვლენები, როგორც წესი, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება. იშვიათად შესაძლებელია აპლასტიური ანემიის განვითარება. პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას მოსალოდნელია სისხლმბადი სისტემის მხრივ მძიმე სახის გართულებები. პრეპარატის მაღალი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქომოტორული დარღვევები, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, მხედველობის და სმენის სიმახვილის დაქვეითება, დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი), პირის ღრუს, ხახას, სასქესო ორგანოების, ანუსის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, აგრეთვე ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, რომლებიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება. პრეპარატის მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან ჩვილი ბავშვები. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში იშვიათად შესაძლებელია კარდიოვასკულური კოლაფსის (გრეი-სინდრომი) განვითარება.
ლევომიცეტინის გამოყენებისას მოსალოდნელია ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვა, დისბაქტერიოზისა და მეორადი სოკოვანი ინფექციის განვითარება.

უკუჩვენება:
ჰემოპოეზის დათრგუნვა, პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები), ორსულობის პერიოდი, ახალშობილები. პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის და პროფილაქტიკის მიზნით.
დაუშვებელია ლევომიცეტინის გამოყენება მსუბუქად მიმდინარე ინფექციების დროს და პედიატრიულ პრაქტიკაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის ერთდროული დანიშვნა იმ პრეპარატებთან, რომლებიც თრგუნავენ ჰემოპოეზის (სულფანილამიდები, პირაზოლონის წარმოებულები, ციტოსტატიური საშუალებები), სხივური თერაპიის დროს. ლევომიცეტინისა და დიფენინის, ნეოდიკუმარინისა და სხვა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, აგრეთვე ბუტამიდის, ბარბიტურატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული მათი მეტაბოლიზმის შესაძლო ცვლილების გამო.

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატით მკურნალობისას აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის შემოწმება. ლევომიცეტინ-კმპ-თი  მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ  დანიშვნულებით და ექიმის კონტროლის ქვეშ.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

გაცემა:
რეცეპტით.

შეფუთვა:
N10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია