ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან თეთრი მოკრემისფრო ელფერის მქონე, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები; 
შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
6-ბრომ-5-ჰიდროქსი-1-მეთილ-4-დიმეთილამინომეთილ-
2-ფენილთიომეთილინდოლ-3-კარბონმჟავას ეთილის ეთერის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 50 მგ ან 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი – Opadry II 85 F თეთრი.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 50 მგ ან 100 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის. ათქ-კოდი: J05AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
ლემუდორი წარმოადგენს ანტივირუსულ საშუალებას. იგი სპეციფიკურად თრგუნავს გრიპის A და B ვირუსებს, А (H1N1) pdm09 და А (H5N1) მაღალპათოგენური ქვეტიპების ჩათვლით. ანტივირუსული მოქმედების მექანიზმის მიხედვით მიეკუთვნება შერწყმის ინჰიბიტორებს, ურთიერთქმედებს ვირუსის ჰემაგლუტინინთან და აფერხებს ვირუსის ლიპიდური გარსის და უჯრედული მემბრანის შერწყმას. 
თერაპიული ეფექტურობა გრიპის დროს ვლინდება დაავადების ხანგრძლივობის, მიმდინარეობის სიმძიმის და ძირითადი სიმპტომების შემცირებაში, ასევე გრიპთან დაკავშირებული გართულებების განვითარების სიხშირის კლებაში. ლემუდორი განეკუთვნება ნაკლებად ტოქსიკურ პრეპარატთა რიცხვს. რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას არ ახდენს უარყოფით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა: 
პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 50 მგ დოზით მიღების შემდეგ 1.2 სთ-ში, 100 მგ დოზით მიღების შემდეგ – 1.5 სთ-ში. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 17-21 სთ-ს. პრეპარატის დაახლოებით 40% გამოიყოფა უცვლელი სახით: ფეკალიებთან (38.9%) და შარდთან (0.12%) ერთად. პირველი დღე-ღამის განმავლობაში გამოიყოფა მიღებული დოზის 90%.

ჩვენება
A და B გრიპის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
ლემუდორი გამოიყენება მოზრდილებში. პრეპარატი მიიღება პერორალურად, საკვების მიღების წინ. ერთჯერადი დოზა შეადგენს 200 მგ-ს.
პროფილაქტიკისთვის:
• გრიპით დაავადებულთან უშუალო კონტაქტის დროს: 200 მგ დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში. 
• გრიპის ეპიდემიის დროს: 200 მგ კვირაში ორჯერ 3 კვირის განმავლობაში.
გრიპის მკურნალობისთვის: 200 მგ 4-ჯერ დღეში (ყოველ 6 სთ-ში ერთხელ) 5 დღის განმავლობაში. 
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 800 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის კანის გაწითლება, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრისციება, ანგიონევროზული შეშუპება.
ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის გულძმარვა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიულ არეში, ღებინება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; ბავშვთა ასაკი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების დროს უარყოფითი ეფექტები არ გამოვლენილა.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფმა მიიღო პრეპარატის ძალიან დიდი დოზა (სადღეღამისო დოზაზე მეტი), აუცილებელია ექიმთან მიმართვა. მკურნალობა სიმპტომურია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არასაკმარისად არის შესწავლილი.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ავლენს ცენტრალურ ნეიროტროპულ აქტივობას და შეიძლება გამოყენებული იქნას პირებში სხვადასხვა პროფესიით, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და მოძრაობის კოორდინაციას (მძღოლები, ოპერატორები და ა.შ.). 
პედიატრიაში გამოყენება: არ გამოიყენება ბავშვებში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის სიჩქარეზე, მისი გამოყენება შეიძლება რეკომენდებული დოზებით ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: 
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია