საინიექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს: 
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს _ 20 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი

ლიდოკაინი ძლიერი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულსა და გამტარს. იგი ბლოკავს ნატრიუმის იონების შეღწევას მიოკარდიუმის უჯრედებში და ამგვარად თრგუნავს იმპულსის წარმომქმნელი ექტოპიური კერების ავტომატიზმს. ამავე დროს გულის გამტარობითი ფუნქცია არ ითრგუნება. ისევე როგორც სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ლიდოკაინი ხელს უწყობს კალიუმის იონების გამოსვლას მიოკარდიუმის უჯრედებიდან და აჩქარებს უჯრედული მემბრანის რეპოლარიზაციის პროცესს, ამოკლებს მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობასა და რეფრაქტერული პერიოდის ეფექტიანობას.

პრეპარატი გამოიყენება ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი, ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიისათვის ქირურგიაში, მეან-გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
ანტიარითმიული საშუალების სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლებისა და ტაქიარითმიის დროს, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში; პარკუჭების ფიბრილაციის დროს.

ადგილობრივი გამტარი ანესთეზიისათვის შეჰყავთ 5_10 მლ 2% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი. მაქსიმალური დოზაა 10 მლ, რომლის განმეორებითი შეყვანა არ შეიძლება 24 სთ-ის განმავლობაში. 
ადგილობრივი ანესთეზიის დროს შესაძლებელია ლიდოკაინის კომბინირება ადრენალინთან: 10 მლ ლიდოკაინის ხსნარს ეხ ტემპორე უმატებენ ადრენალინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარის 1 წვეთს, მაგრამ არა უმეტეს 5 წვეთისა ხსნარის მთელს რაოდენობაზე. 
ადგილობრივი ანესთეზიის დროს საჭიროა პრეპარატის სისხლძარღვში შეყვანისაგან თავის არიდება.
ანტიარითმიული საშუალების სახით ლიდოკაინი შეჰყავთ ვენაში ან კუნთში.
ლიდოკაინი ვენაში შეჰყავთ ჯერ ნაკადურად 50_100 მგ 3_4 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ წვეთოვნად – საშუალოდ 2 მგ/წთ. ინფუზიის ხანგრზლივობა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობასა და პრეპარატის გამოყენების შედეგებზე. ინფუზიისათვის ლიდოკაინის ხსნარი იხსნება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. დღე-ღამეში შესაყვანი ხსნარის საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1200 მლ-ს. პრეპარატი ასევე შეჰყავთ ჯერ ვენაში ნაკადურად _ 80 მგ და ამავდროულად კუნთში _ 400 მგ. შემდეგ ყოველ 3 სთ-ში კუნთში შეჰყავთ 200_400 მგ. 
ბავშვებში ლიდოკაინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება. ბავშვებში ნაკადურად ვენაში შეჰყავთ 1 მგ/კგ სხეულის მასაზე, სიჩქარეა 25_50 მგ/წთ. 5 წთ-ის შემდეგ შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა (შეჯამებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მგ/კგ-ს). შემდეგ გადადიან ინტრავენურ ინფუზიაზე სიჩქარით 30 მკგ/კგ/წთ. ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4 მგ/კგ.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილიანობა, ყურებში შუილი, ენის დაბუჟება (სტომატოლოგიაში გამოყენებისას), იშვიათად – ეიფორია, დოზის გადაჭარბებისას – დეზორიენტაცია, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა.

მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ, გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, კარდიოგენური შოკი, ადამს-სტოქსის სინდრომი, ვოლფ-პარკინსონ-უაითის სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს

სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობისას, არტერიული ჰიპოტონიის, თირკმლების მძიმე დაავადებების დროს.

სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, თავბრუხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, არტერიული წნევის დაქვეითება, ტრემორი, ტონიკურ-კლონური კრუნჩხვები, კომა, კოლაფსი, AV ბლოკადა, ცნს-ის დათრგუნვა, სუნქვის გაჩერება.
მკურნალობა: ლიდოკაინის შეყვანის შეწყვეტა, ფილტვების ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია, ანტიეპილეფსიური საშუალებების, ვაზოკონსტრიქტორების (ნორადრენალინი, მეზატონი), ბრადიკარდიის დროს _ ქოლინოლიზური საშუალებების (ატროპინი) დანიშვნა. დიალიზი არაეფექტურია.

ლიდოკაინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ლიდოკაინის მოქმედების ეფექტის გაძლიერება. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს. 
ლიდოკაინისა და ნოვოკაინამიდის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის აგზნება, ჰალუცინაციები. 
ინტრავენურად ჰექსენალის ან ნატრიუმის თიოპენტალის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს. 
ციმეტიდინი ზრდის ლიდოკაინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერებას.

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15–25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

რეცეპტით

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია