ლიდოკაინი-ლიქვო ეპინეფრინით 2%

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ლიდოკაინი-ლიქვო ეპინეფრინით
სინონიმები: ლიგნოკაინი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, ქსილოკაინი, ლიდოკარტი.

პრეპარატის ფორმა:
საინექციო ხსნარი 2% და 1%

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ და 10 მგ/მლ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ლიმონმჟავა;
კონსერვანტი – ბენზალკონიუმის ქლორიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლიდოკაინი წარმოადგენს აცეტანილიდის წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო და ანტიარითმული მოქმედება. იგი იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულს და გამტარებლობითს. ლორწოვანი გარსიდან საკმაოდ სწრაფად შეიწოვება და შეიძლება გამოიწვიოს სისტემური მოქმედება. პრეპარატის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედებას განაპირობებს ნეირონული მემბრანების სტაბილიზაცია, აგრეთვე ნატრიუმის იონების მიმართ მისი გამტარებლობის დაქვეითება, რაც ხელს უშლის მოქმედების პოტენციალის წარმოშობასა და იმპულსების გამტარებლობას.
 ლიდოკაინი სწრაფად ჰიდროლიზდება ქსოვილების მცირედ ტუტოვან არეში და ხანმოკლე ლატენტუროვანი პერიოდის შემდეგ მოქმედებს 60-90 წუთის განმავლობაში. ქსოვილოვანი აციდოზის დროს პრეპარატის საანესთეზიო აქტივობა მცირდება. პრეპარატი  ლორწოვანი გარსიდან  შეიწოვება სწრაფად და შეიძლება გამოიწვიოს სისტემური მოქმედება.
ეპინეფრინი წარმოადგენს ადრენომიმეტურ, სისხლძარღვების შემავიწროვებელ და ლიდოკაინის ეფექტის გამახანგრძლივებელ საშუალებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოქმნის ფარმაკოლოგიურად აქტიურ ორ მეტაბოლიტს.
იგი ელიმინირდება შარდში მეტაბოლიტების სახით და აღწევს პლაცენტურ ბარიერში.
  
ჩვენებები:
ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარებლობითი, აგრეთვე ადგილობრივი ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში, მეან-გინეკოლოგიაში, ქირურგიაში, დერმატოლოგიაში. პერიფერიული ნერვებისა და ნერვული კვანძების ბლოკადისათვის.
მეანობაში: ეპიზიოტომიის წინ და ნაკერების დადების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პრეპარატის გამოყენების ჩვენებაზე, კლინიკურ სიტუაციასა და სამკურნალო ფორმაზე. ადგილობრივი ანესთეზიის დროს ლიდოკაინ-ეპინეფრინის მაქსიმალური დოზა შეადგენს 500 მგ.

გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მოუსვენრობა. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ბრადიკარდია, გულის გამტარებლობის შენელება, არტერიული ჰიპოტენზია.
         
წინააღმდეგჩვენებები:
პრეპარატის და ამიდების ჯგუფის სხვა საანესთეზიო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ფსიქომოტორული აგზნება, ტრემორი, კრუნჩხვები, კოლაფსი, ცნს-ის დათრგუნვა.
მკურნალობა:
ვენაში ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების შეყვანა, ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანკვილიზატორების დანიშვნა. აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტს ასუნთქებენ ჟანგბადს, ატარებენ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას, მიმართავენ აგრეთვე რეანიმაციურ სხვა ღონისძიებებს. სისხლმიმოქცევის აღსადგენად შესაძლებელია გამოვიყენოდ ვაზოპრესორები.

განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, სინუსური ბრადიკარდია, შოკი, ჰიპოვოლემია.
ანესთეზიის გამოსაწვევად ლიდოკაინის დიდ დოზებში შეყვანამდე 1 საათით ადრე უნიშნავენ ბარბიტურატებს. ლიდოკაინის ფონზე არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას ინტრავენურად შეჰყავთ სიმპატომიმეტური საშუალებები; ბრადიკარდიის დროს უნიშნავენ 0,5-1 მგ ატროპინს ინტრავენურად.
ლიდოკაინის ხსნარი, რომელიც შეიცავს ეპინეფრინს არ შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ანტიარითმული საშუალება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებების შემთხვევაში. ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ლიდოკაინის და საძილე ან სედატიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება.
ინტრავენურად ჰექსენალის და თიოპენტალ ნატრიუმის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა.
მაო-ს ინჰიბიტორების ზემოქმედებით სავარაუდოა ლიდოკაინის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედების გაძლიერება.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლესაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 8-25° C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაიცემა რეცეპტით.

გამოშვების ფორმა:
ლიდოკაინი-ლიქვო ეპინეფრინით 2% მინის 20 მლ ფლაკონებში.
ლიდოკაინი-ლიქვო ეპინეფრინით 1% მინის 20 მლ ფლაკონებში.

მწარმოებელი ფირმა:
ლიქვორ-ფარმაცევტიკალი
სომხეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია