საერთაშორისო დასახელება:
LISINOPRIL
მწარმოებელი: WOERWAG PHARMA GmbH & Co. KG
მოქმედი ნივთიერება: ლიზინოპრილი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
III თაობის აგფ-ის ინჰიბიტორი. ჰიპოტენზიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14, 20, 28, 30, 50 და100 ც.
1 ტაბ.
ლიზინოპრილი ............. 5 მგ
1 ტაბ.
ლიზინოპრილი ................10 მგ.
1 ტაბ.
ლიზინოპრილი................20 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი - ჰიპოტენზიური საშუალება.
თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტსა და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას.
ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა პრე- და პოსტდატვირთვა, იზრდება გულის წუთმოცულობა შეკუმშვათა სიხშირის შეუცვლელად, მცირდება არტერიული წნევა.
ფარმაკოკინეტიკა:
ლიზინოპრილის მოქმედების ხანგრძლივობას განსაზღრავს მისი დოზა და საშუალოდ 24 სთ-ზე მეტს შეადგენს. პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას, ელიმინაცია ხდება თირკმელების საშუალებით.
ჩვენებები:
- არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულარული);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
მიღების წესი და დოზირება:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი - 20 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმალური დღიური დოზა - 40 მგ.
ლიზიგამათი მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა და წყალ-მარილოვანი წონასწორობის აღდგენა. პრეპარატის სრული თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ.
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ლიზიგამათი თერაპია იწყება მცირე დოზით და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5-20 მგ/დღეში. გულის უკმარისობის დროს შესაძლებელია ლიზიგამას და დიურეტიკის ან/და საგულე გლიკოზიდების კომბინაცია.
თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის - საწყისი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დგინდება არტერიული წნევის მაჩვენებლებით (თირკმლის ფუნქციის სისხლის პლაზმაში კალიუმის და ნატრიუმის კონტროლით).
ლიზიგამა ინიშნება დღეში ერთხელ დილით ჭამამდე ან ჭამის შემდეგ, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
გვერდითი მოვლენები:
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებნება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის შემცირება ერთეულ შემთხევაში ედს-ის მატება;
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალიემია, კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მატება (განსაკუთრებით თირკმლების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულარული ჰიპერტენზის ფონზე);
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება.
უკუჩვენებები:
* ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი;
* თირკმლის არტერიების ან აორტის რკალის სტენოზი;
* თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
* ბავშვთა ასაკი;
* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატისადმი.
განსაკუთრებული მითითებები:
* ლიზიგამათი მკურნალობის დაწყებამდე, მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სითხისა და მარილების დანაკარგის კომპენსირება.
* პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე, ასაკოვანი და სალურეტიკებითა და ანტიდეპრესიული საშუალებით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში.
* ლიზიგამათი მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.
ჭარბი დოზირება:
არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა - წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას სიმპტომური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ლიზიგამათი და კალიუმის შემნახველი დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში), ამიტომ, აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.
ლიზიგამას და დიურეტიკების ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ადიტიური (ერთმანეთის გამაძლიერებელი) ჰიპოტენზიური ეფექტი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ ლიზიგამას ჰიპოტენზიურ ეფექტს. ლიზიგამამ შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში - შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.
შენახვის პირობები: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.