ლიპოფერ ფორტე

LIPOFER FORTE

 

ტაბლეტები

შემადგენლობა:

ერთი ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

პანკრეატინს UშP

(შეიცავს ამილაზას აქტივობის 15 000 USP ერთეულს

ლიპაზას აქტივობის 4 000 USP ერთეულს

პროტეაზას აქტივობის 15 000 USP ერთეულს)

ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატს BPC  54 ............................. 65 მგ-ს,

შაქრიან გარსს, რომელიც შეიცავს ესენციურ კარმინაციულ ზეთებს.

კლინიკური ფარმაკოლოგია:

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები ყველაზე ხშირად გამოწვეულია არასწორი დიეტით და გადაჭარბებული კვებით. დისკომფორტი, მეტეორიზმი და აბდომინალური კოლიკა შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ორგანიზმის საკუთარი პანკრეასული ფერმენტები ვერ უმკლავდება მიღებული საჭმლის დიდ რაოდენობას. ასეთ შემთხვევებში ლიპოფერ ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები ბუნებრივი გზით აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს და, აქედან გამომდინარე, ამცირებენ გადაუმუშავებელი საკვების რაოდენობას, სადაც დუღილის და ლპობის პროცესები მიმდინარეობს.

ლიპოფერ ფორტე აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, რადგან შეიცავს დაბალანსებულ ფორმულას, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ ფაქტორებს. იგი შეიცავს ფერმენტ ამილაზას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სახამებლის გადამუშავებაში, ლიპაზას, რომელიც ჩართულია ლიპიდების გადამუშავებაში, და პროტეაზას, რომელიც საჭიროა ცილების გადასამუშავებლად.

ცხიმებზე ლიპაზას მოქმედებით წარმოქმნილი მცირე მოლეკულები შეიწოვება, თუ ისინი იხსნება წყალში. წყალში იხსნება გლიცეროლი, მაგრამ არ იხსნება ცხიმები და ცხიმოვანი მჟავები. ეს პრობლემა გადაიჭრება ნაღვლის მარილებით, კერძოდ, ლიპოფერ ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატით.

ნაღვლის მარილი უერთდება უხსნად გლიცერიდებსა და ცხიმოვან მჟავებს, ახდენს ცხიმების ემულგირებას, რითაც იქმნება ფერმენტების მოქმედებისთვის უკეთესი პირობები, რაც ეხმარება ორგანიზმს ლიპიდების ადეკვატურ და სრულ მონელებაში. ისინი ასევე აძლიერებენ ლიპაზას მოქმედებას.

ნაღვლის მარილები ასევე ხელს უწყობენ რკინის, კალციუმის და ცხიმში ხსნადი ვიტამინების, მათ შორის, A,D,E და K ვიტამინების, შეწოვას. ეს ზრდის წვრილი და მსხვილი ნაწლავების პერისტალტიკას, რის გამოც მას საფაღარათო ეფექტიც აქვს.

აქედან გამომდინარე, ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების მონელების პროცესის უზრუნველყოფის გარდა, ლიპოფერ ფორტეს აქვს საფაღარათო ეფექტი და იგი აუმჯობესებს ცხიმების და ცხიმში ხსნადი ვიტამინების აბსორბციას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური ფერმენტების ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ადამიანებში  არ არის შესწავლილი. წვრილ ნაწლავში ფერმენტების ნაწილი შეიწოვება ენტეროპანკრეასული ცირკულაციით.

ჩვენებები:

ლიპოფერ ფორტე გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტული უკმარისობის მკურნალობის მიზნით ქრონიკული პანკრეატიტის, მუკოვისციდოზის დროს, პანკრეატექტომიის შემდეგ, პანკრეასის კარცინომის დროს.

ნაწლავების, კუჭის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები, რომლებიც ვითარდება ამ ორგანოების რეზექციის ან დასხივების შემდეგ და რომლებსაც თან ახლავს მეტეორიზმი, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა.

•   გასტრექტომიის შემდგომი პერიოდი;

•   კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, როგორიცაა ნაწლავური ინფექციები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

•   საჭმლის მონელების დარღვევებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქება, მათ შორის, შებერილობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, მუცლის დაჭიმვა, დიარეა, რომელიც ასოცირებულია საჭმლის მონელების დარღვევებთან.

გარდა ამისა, ლიპოფერ ფორტე გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ულტრაბგერითი ან რადიოგრაფიული, რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ.

დოზირება და გამოყენების წესი:

დოზირება ინდივიდუალურია და განისაზღვრება სტეატორეის და დიეტაში ცხიმის შემცველობით. თერაპია უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი დოზით, შემდგომში დოზა თანდათანობით უნდა გაიზარდოს, სანამ არ იქნება მიღწეული სტეატორეის სათანადო კონტროლი.

უნდა მოხდეს ყოველი ტაბლეტის გაწუწვნა რამდენიმე წამის განმავლობაში და შემდეგ გადაყლაპვა. ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს.

ჩვილები (12 თვემდე):

ცხიმის მოხმარების სქემა:

2000 - 4000 USP ლიპაზას ერთეული 120 მლ ბავშვის კვებაში ან დედის რძესთან ერთად.

ეს უზრუნველყოფს 450-900 ლიპაზას 1 გ ათვისებულ ცხიმზე (გადათვლილია 4.5 გ ცხიმზე 120 მლ ჩვილის სტანდარტულ კვებაზე ძროხის რძის გამოყენებით).  ჩვილებში უფრო მაღალი დოზები გამოიყენება, რადგან ბავშვები საშუალოდ სხეულის 1 კგ მასაზე დღეში 5 გ ცხიმს აითვისებენ, მოზრდილები სხეულის 1 კგ მასაზე დღეში მხოლოდ 2 გ ცხიმს აითვისებენ.

ბავშვები (12 თვეზე მეტი) და მოზრდილები:

წონაზე დაფუძნებული სქემა:

>4 წელი: საწყისი დოზაა 400 USP ლიპაზას ერთეული/კგ საკვებზე, მაქსიმალური დოზაა 2500 USP ლიპაზას ერთეული/კგ საკვებზე.

თუ მალაბსორბციის კონტროლისთვის საჭიროა მეტი რაოდენობა, ვიდრე 2500 ლიპაზას ერთეული/კგ/საკვებზე (4000 ერთეული ლიპაზა 1 გ ცხიმზე დღეში), საჭიროა შემდგომი გამოკვლევის ჩატარება, რომ გამოირიცხოს მალაბსორბციის სხვა მიზეზები.

დოზები, რომლებიც აღემატება ლიპაზას 2500 ერთეული/კგ/საკვებზე, გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  ფეკალურ მასებში ცხიმის სამდღიანი განსაზღვრის მიხედვით დადასტურებულია სათანადო ეფექტი.

მსხვილი ნაწლავის სტრიქტურები, განსაკუთრებით ბავშვებში, უკავშირდება რეკომენდებულზე მაღალი  დოზებით გამოყენებას. პანკრეასის ფერმენტების შესავსებად პრეპარატის გამოყენებისას დოზა არ უნდა აღემატებოდეს ლიპაზას აქტივობის 10 000 ერთეულს 1 კგ სხეულის მასაზე. ლიპოფერ ფორტეს ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ჭამის დროს ან წახემსებისას. ლიპოფერ ფორტეს ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, (დაუღეჭავად) საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

სასურველია ისეთი საკვების შერჩევა, რომელსაც არ სჭირდება დიდ ხანს ღეჭვა და რომლის рН 7.3 ნაკლებია. ასეთი საკვებია გარგარის, ბანანის და ტკბილი კარტოფილის ბავშვის საკვები, ვაშლის პიურე, სწრაფი მომზადების პუდინგი და ჟელატინზე დამზადებული საკვები. ტაბლეტების იმ პროდუქტებთან კონტაქტის დროს, რომლის pH აღემატება 7.3-ს, შესაძლებელია ტაბლეტების ნაწლავში ხსნადი გარსის დაშლა და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტების დესტრუქცია. ტაბლეტების პირში გაჩერებისას პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა პროტეოლიზურმა ფერმენტებმა შეიძლება დააზიანოს ლორწოვანი გარსი  და გამოიწვიოს პირის ღრუში წყლულების წარმოქმნა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების კომპონენტების მიმართ. მომატებული მგრძნობელობა ღორიდან მიღებული პრეპარატების მიმართ.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, მათ შორის, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, მეტეორიზმი, დიარეა ან ყაბზობა. პერორალური დაზიანებები უკავშირდება არასწორ გამოყენებას.

ქავილი, ჭინჭრის ციება და გამონაყარი შედარებით იშვიათი მოვლენებია. მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია. მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ფიბროზული კოლონოპათიის განვითარება. საჭიროა ფოლიუმის მჟავას კონტროლი და, აუცილებლობისას, დამატებით მისი გამოყენება

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის დროს ლიპოფერ ფორტე გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, როცა პოტენციური სარგებელი ჭარბობს რისკებს.

ტერატოგენური ეფექტები: არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირება

არის მონაცემები პანკრეატინის ექსტრემალურად მაღალი დოზების გამოყენებისას ჰიპერურიკემიისა და ჰიპერურიკოზურიის განვითარებასთან კავშირზე.  მკურნალობა სიმპტომურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ალუმინის შემცველი ანტაციდების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეამციროს ლიპოფერ ფორტეს ეფექტურობა. კალციუმის კარბონატის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები ერთდროულად არ უნდა იქნას მიღებული. ამ კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გლიცინკონიუგირებული ნაღვლის მჟავების პრეციპიტატების წარმოქმნა და კალციუმის და მაგნიუმის ცხიმოვანი მჟავა საპნების ფორმირება, რაც ამცირებს ცხიმის შეწოვას და ზრდის სტეატორეას.

შენახვა

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისაგან.

ინახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა: 15 ტაბლეტიანი სტრიპი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

გლობელა ფარმა პვტ. ლტდ.

357, გ.ი.დ.ს., საჩინი,

სურატი- 394 230, გუჯარათი, ინდოეთი.

წარმოებულია ინდოეთში

ELDER PROJECTS LTD.-სთვის,

კუნსუ კომერს სენტრ, 301-302,

გორეგაონი (ვ), მუმბაი - 400090 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია