მადოპარი
MADOPAR

გენერიული დასახელება: Levodopa+benserazide

შემადგენლობა:

1 კაფსულა მადოპარი `125` (ვარდისფერი-ცისფერი) შეიცავს:
ლევოდოპა 100მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 25მგ;
1 კაფსულა მადოპარი `250` (ყავისფერი-ცისფერი) შეიცავს:
ლევოდოპა 200მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 50მგ;
სწრაფად მოქმედი (დისპერგირებადი) ტაბლეტი მადოპარი `125` (თეთრი) შეიცავს:
ლევოდოპა 100მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 25მგ;
1 ტაბლეტი მადოპარი `250` (ვარდისფერი) შეიცავს:
ლევოდოპას 200მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 50მგ;
1 კაფსულა მადოპარი ჰდს (ჰიდროდინამიკურად დაბალანსირებული სისტემა) (მწვანე-ცისფერი) შეიცავს:
ლევოდოპა 100მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 25მგ;
შემავსებელი: საღებავი (გამოშვების ფორმის მიხედვით _ ინდიგოტინი (E 132), ტიტანის ორჟანგი (E 171), ან რკინის ჟანგი (E 172).
დაუშვებელია მადოპარის კაფსულების ჰდს გამოყენების წინ გახსნა, რადგანაც აქტიური ნივთიერების უწყვეტი კონტროლირებული გამოთავისუფლების ეფექტი იკარგება.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება
ფორმა:
კაფსულები, ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოფამინი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ნეირომედიატორს, არასაკმარისი რაოდენობით წარმოიქმნება პარკინსონის დაავადებით შეპყრობილი ავადმყოფების ბაზალურ განგლიებში. ჩანაცვლებითი თერაპია წარმოებს ლევოდოპას დანიშვნით, რომელიც წარმოადგენს დოფამინის მეტაბოლურ წინამორბედს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პერორალური მიღებისას ლევოდოპა განიცდის სწრაფ დეკარბოქსილირებას დოფამინად, როგორც ცერებრულ, ასევე ექსტრაცერებრულ ქსოვილებში. ამის შედეგად მიღებული ლევოდოპას უმეტესი ნაწილი ვერ აღწევს ბაზალურ განგლიებს, ხოლო პერიფერიული დოფამინი იწვევს გვერდით მოვლენებს, რომელთა თავიდან ასაცილებლად სასურველია ლევოდოპას ექსტრაცერებრული დეკარბოქსილირება, რაც შესაძლებელია ლევოდოპას და ბენსერაზიდის, პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის, ერთდროული შეყვანით. მადოპარი წარმოადგენს ამ ნივთიერებების კომბინაციას შეფარდებით 4:1, მისი ოპტიმალურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევით და სამკურნალო პრაქტიკით და გააჩნია ისეთივე ეფექტურობა, როგორც ლევოდოპას დიდ დოზებს. მადოპარის სწრაფად მოქმედი (დისპერგირებული) ტაბლეტები ნაჩვენებია დისფაგიით შეპყრობილ ავადმყოფებში და იმ პირებში, რომელთაც ესაჭიროებათ პრეპარატის მოქმედების სწრაფი დაწყება. მაგალითად, ავადმყოფებში აკინეზიით დილის და შუადღის საათებში ან "პაციენტებში შენელებული ჩართვის" ფენომენით და "დოზის დამთავრების ფენომენით". ჰიდროდინამიკურად დაბალანსირებული სისტემის კაფსულები _ განსაკუთრებული სამკურნალო ფორმაა, რომელიც იძლევა კუჭში აქტიური ნივთიერების შენელებულ გამოთავისუფლებას, სადაც კაფსულა რჩება 3-დან 6 საათამდე. ეს უკანასკნელი წარმოადგენს პრეპარატის რეზერვუარს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
გამოშვების ჩვეულებრივი ფორმა. ლევოდოპა და ბენსერაზიდი შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზემო ნაწილებში. მადოპარის ჩვეულებრივი მიღების შემდეგ ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტრაცია სიხლის პლაზმაში აღინიშნება 1 საათის შემდეგ. ლევოდოპას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 98%, რომელიც მერყეობს 74%-დან 112%- მდე. ჩვეულებრივ მადოპარის კაფსულები და ტაბლეტები ბიოექვივალენტურია. ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტარცია პლაზმაში და ლევოდოპას შეწოვის ხარისსი იზრდება დოზის პროპორციალურად (50მგ-დან 200მგ-მდე).
საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს და ხარისხს. მადოპარის დანიშვნა ჭამის შემდეგ ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 30%-ით და იგი მიიღწევა მოგვიანებით. შეწოვის ხარისხი მცირდება 15%-ით. გამოშვების დისპერგირებული ფორმა. ჯანმრთელ მოხალისეებში და პარკინსონის დაავადების მქონე პირებში სწრაფად მოქმედი მადოპარის და ჩვეულებრივი მადოპარის ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ემთხვევა ერთმანეთს. დისპერგირებული ტაბლეტების შეწოვის პარამეტრები ჩვეულებრივი სამკურნალო ფორმებისაგან განსხვავებით ერთნაირია სხვადასხვა ავადმყოფებში. გამოშვების ფორმა აქტიური ნივთიერების კონტოლირებადი გამოთავისუფლებით. ჰდს მადოპარს გააჩნია განსხვავებული ფარმაკოკინეტიკური თვისებები ჩვეულებრივ და დისპერგირებულ ფორმებთან შედარებით. აქტიური ნივთიერება კუჭში თავისუფლდება ნელა. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 20-30%-ითნაკლებია, ვიდრე  ჩვეულებრივი სამკურნალო ფორმების, და აღინიშნება მიღებიდან 3 საათის შემდეგ. კონცენტრაციის დინამიკა პლაზმაში ხასიათდება ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდით ჩვეულებრივი ფორმებისაგან განსხვავებით, რაც მოწმობს აქტიური ნივთიერების კონტროლირებად გამოთავისუფლებას. ჰდს მადოპარის ბიოშეღწევადობა შეადგენს 50-70% და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ასევე საკვების მიღება არ მოქმედებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციაზე, რომელიც აღინიშნება მიიღწევა მადოპარი ჰდს-ს მიღებიდან 5 საათის შემდეგ.
განაწილება
ლევოდოპა გაივლის ჰეპატოენცეფალურ ბარიერს ნაჯერი ტრანსპორტული სისტემის მეშვეობით. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენს 57 ლიტრს. ფართი "კონცენტრაცია-დრო"
ლევოდოპას მრუდის ქვეშ შეადგენს ზურგის ტვინის სითხეში პლაზმის შემცველობის 12%-ს. ბენსერაზიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი გროვდება ძირითადად თირკმელებში, ფილტვებში, წვრილ ნაწლავებში და ღვიძლში.
მეტაბოლიზმი
ლევოდოპა განიცდის მეტაბოლიზმს უპირატესად დეკარბოქსილირების და ო-მე თილირების და ნაკლებად ტრანსამინირებით და ჟანგვით.
არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზა გარდაქმნის ლევოდოპას დოფამინად. ამ ცვლის საბოლოო პროდუქტია ჰომოვანილინის და დიჰიდროქსიფენილძმარმჟავები.
კატექოლ-ო-მეთილ-ტრანსფერაზა იწვევს ლევოდოპას მეთილირებას 3-ო-მეთილდოპას წარმოქმნით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15-17 საათს, და ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მადოპარის თერაპიულ დოზებს, ადგილი აქვს მის დაგროვებას. ლევოდოპას პერიფერიული დეკარბოქსილირების შემცირება, თუ იგი ინიშნება ბენსერაზიდთან ერთად ხასიათდება 3- ო-მეთილდოპას უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაციებით და კატექოლამინების (დოპამინი, ნორადრენალინი) და ფენოკარბოქსილური მჟავების (ჰომოვანილინის მჟავა, დიჰიდროფენილძმრარმჟავა) უფრო დაბალი კონცენტრაციებით. ნაწლავების ლორწოვანში და ღვიძლში ბენსერაზიდი განიცდის ჰიდროქსილირებას სამი-ჰიდროქსიბენზილჰიდრაზინის წარმოქმნით. ეს მეტაბოლიტი წარმოადგენს არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზას ძლიერ ინჰიბიტორს.
ელიმინიცია.
დეკარბოქსილაზას პერიფერიული ინჰიბირების ფონზე ლევოდოპას ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5 საათს.ხანდაზმულ პაციენტებში  (65-78 წელი) პარკინსონის დაავადებით ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება (დაახლოვებით 25%-ით). ლევოდოპას პლაზმის კლირენსი შეადგენს 430მლ/წუთში. ბენსერაზიდი განიცდის სრულ ელიმინაციას მეტაბოლიზმის გზით. მეტაბოლიტები ელიმინირდება ძირითადად, შარდით (64%) და ნაკლებად განავალით (24%).

ჩვენება:

პარკინსონიზმი. სწრაფად მოქმედი მადოპარი _ სპეციალური სამკურნალო ფორმაა ავდმყოფებისათვის დისფაგიით და იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მოქმედების ადრეული დასაწყისი, ანუ ავდმყოფებში აკინეზიით დილის საათებში და დღის მეორე ნახევარში, ასევე ავადმყოფებში "დაგვიანების" და "გათიშვის" ფენომენით. მადოპარი ჰდს ნაჩვენებია ავადმყოფებში ლევოდოპას მოქმედების ნებისმიერი ცვალებადობის ტიპით (კერძოდ, "დოზის პიკის დისკინეზია" და "დოზის დამთავრების ფენომენი", მაგალითად, უმოძრაობა ღამით).

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
არ შეიძლება მადოპარის დანიშვნა მაო-ს არასელექტიურ ინჰიბიტორებთან. რაც შეეხება მაო-B-ს სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად, სელეგილინს და მაო-A სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად, მოკლობედს, ისინი წინააღმდეგნაჩვენები არ არის. მაო-A-ს და მაო-B-ს ინჰიბიტორების კომბინირება ექვივალენტურია მაო-ს არასელექტიური დათრგუნვისა, ამიტომ ასეთი კომბინაციის დანიშვნა ერთდროულად მადოპართან მიუღებელია. მადოპარი არ ინიშნება ავადმყოფებში ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა
სისტემის ფუნქციის დარღვევით, ფსიქიური დაავადებების დროს ფსიქოზური კომპონენტით და დახურულკუთხოვანი გლაუკომით. პრეპარატი არ ინიშნება ავადმყოფებში 25 წლამდე (უნდა იყოს დასრულებული ძვლოვანი ჩონჩხის განვითარება). მადოპარი არ ინიშნება ორსულებში ან ქალებში რეპროდუქციულ ასაკში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სანდო მეთოდებს. თუ მადოპარის მიღების ფონზე განვითარდა ორსულობა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

დოზირება და მიღების წესი:
მადოპარით მკურნალობა იწყება თანდათანობით, ინდივიდუალურად შერჩეული დოზებით. მადოპარის კაფსულებს იღებენ მთლიანად, დაუღეჭავად. ხოლო ტაბლეტები დაქუცმქცდება ყლაპვის გაადვილებისათვის.
მადოპარის სწრაფად მოქმედი ტაბლეტები იხსნება 25-50მლ წყალში. ტაბლეტები იხსნება სრულად რამდენიმე წუთში რძისფერი ხსნარის წარმოქმნით. რადგანაც სწრაფად წარმოიქმნება ნალექი, მიღების წინ აუცილებელია ხსნარის მორევა. სწრაფად ხსნადი მადოპარის მიღება ხდება არაუგვიანეს 30 წუთისა გახსნის შემდეგ. მადოპარი ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
დოზირების სტანდარტული რეჟიმი
საწყისი მკურნალობა
პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიაზე მადოპარით მკურნალობა იწყება 50მგ ლევოდოპა+12,5მგ ბენსერაზიდი 3-4 ჯერ დღეში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა თანდათანობით იზრდება ავადმყოფის რეაქციის მიხედვით.
ოპტიმალური ეფექტი აღინიშნება როგორც წესი მაშინ, როდესაც დღეღამური დოზა შეადგენს 300-800მგ ლევოდოპა +75-200მგ ბენსერაზიდი, რომელიც ინიშნება 3 ან მეტ მიღებაზე.
ოპტიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა 4-6 კვირა. დღეღამური დოზის შემდგომი გაზრდა წარმოებს 1 თვის ინტერვალით.
შემანარჩუნებელი თერაპია
მადოპარის საშუალო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 125მგ-ს 3-6 ჯერ დღეში. მიღების ჯერადობა (არანაკლებ 3- სა) და მათი განაწილება დღის განმავლობაში უნდა იძლეოდეს მაქსიმალურ ეფექტს. ეფექტის ოპტიმიზაციისათვის შესაძლებელია ჩვეულებრივი მადოპარის შეცვლა დისპერგირებულ ან ჰდს მადოპარზე.
დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევაში
ავადმყოფებმა, რომლებიც იღებენ პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს, შეიძლება მიიღონ მადოპარიც. მხოლოდ მადოპარით მკურნალობის გაგრძელებისას და მისი თერაპიული ეფექტის გამოვლენისას შეიძლება გახდეს საჭირო სხვა პრეპარატების დოზის შემცირება ან მათი მოხსნის აუცილებლობა.
თუ ავადმყოფს დღის განმავლობაში აღენიშნება პრეპარატის მოქმედების მერყეობა "ჩართვა-გამორთვა" ფენომენის სახით, რეკომენდებულია პრეპარატის მცირე დოზების ხშირი მიღება, ან უპირატესად _ მადოპარი ჰდს-ს დანიშვნა. ეს პრეპარატი ინიშნება მეორე დღიდან, დილიდან. პრეპარატის დოზა და მიღების სქემა რჩება იგივე, რაც ჩვეულებრივი მადოპარის დანიშვნის დროს.
2-3 დღის შემდეგ პრეპარატის დოზა იზრდება 50%-ით. აუცილებელია ავადმყოფების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. მადოპარი ჰდს მოქმედებს მოგვიანებით. კლინიკური ეფექტი აღინიშნება უფრო სწრაფად, თუ დაინიშნება მადოპარი ჰდს-ი ჩვეულებრივ კაფსულებთან ერთად ან სწრაფად მოქმედ ტაბლეტებთან. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა პირველი დილის დოზის დროს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე შემდგომი დოზები. მადოპარი ჰდს-ს ინდივიდუალური დოზის შერჩევა ხდება თანდათანობით, ხოლო ინტერვალი შეცვლილ დოზებს შორის შეადგენს 2-3 დღეს. ავადმყოფებში ღამის სიმპტომატიკით დადებითი ეფექტი აღინიშნება მადოპარი ჰდს-ს საღამოს დოზის გაზრდით 250მგ-მდე ძილის წინ.
მადოპარი ჰდს-ს გამოხატული ეფექტის დროს (დისკინეზია) მიზანშეწონილია ინტერვალის გაზრდა დოზებს შორის, ვიდრე შემცირდეს ერთჯერადი დოზა. თუ მადოპარი ჰდს-ი არაეფექტურია დღეღამური დოზით, რომელიც შეესაბამება ლევოდოპას 1500მგ-ს, რეკომენდებულია მკურნალობა გაგრძელდეს ჩვეულებრივი ან სწრაფად მოქმედი მადოპარით.

გვერდითი მოვლენები:

ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოს შეგრძნების დაკარგვის და ცვლილების შემთხვევები. ეს გვერდითი მოვლენები ვითარდება პრეპარატის მიღების საწყის სტადიაზე, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პრეპარატი დაინიშნება ჭამის დროს ან საკვების ან წყლის საკმარი რაოდენობის დაყოლებით, ასევე დოზის თანდათანობითი გაზრდით. იშვიათად _ კანის რეაქციები გამონაყარის და ქავილის სახით. ხანდახან _ არითმია ან ორტოსტატური ჰიპოტონია. ორტოსტატური დარღვევები მცირდება დოზის შემცირების შემდეგ. არსებობს მონაცემები ჰემოლიზური ანემიის, ტრანზიტორული ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის ცალკეულ შემთხვევების შესახებ. ამიტომ, ლევოდოპას ხანგრძლივი თერაპიის დროს აუცილებელია პერიოდულად შემოწმდეს სისხლის ფორმულა და ღვიძლის და თირკმელების ფუნქცია.
მკურნალობის გვიან სტადიაზე ჩნდება უნებლიე მოძრაობები (მაგალითად, ქორეის ან ათეტოზის ტიპის). მათიმოხსნა ან შემცირება ხდება  პრეპარატის დოზის შემცირებით. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მისი თერაპიული ეფექტურობა ვარირებს. ეს გამოიხატება "გაშეშების" ეპიზოდებით, ეფექტის შემცირებით დოზის მოქმედების პერიოდის ბოლო დროს და "ჩართვა-გამორთვის" ფენომენის შემცირებით. ამ მოვლენების მოხსნა და შემცირება ხდება პრეპარატის დოზის დაქვეითებით ან პატარა დოზების უფრო ხშირი დანიშვნით. შემდგომში შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად. ხანდაზმულ ავადმყოფებში აღინიშნება აჟიტირება, მღელვარება, უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდვა, დროებითი დეზორიენტაცია. მადოპარით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს დეპრესია, თუმცა იგი შეიძლება იყოს ძირითადი დაავადების გამოვლინება.
ხანდახან შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და ტუტე ფოსფატაზას ტრანზიტორული მომატება. მადოპარის მიღების ფონზე აღინიშნება სისხლში შარდოვანას მომატება. შეიძლება შეიცვალოს შარდის ფერი, ჩვეულებრივ წითელ ფერამდე, რომელიც მუქდება მისი დგომის დროს.

გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:

ავადმყოფებში მომატებული მგრძნობელობით შესაძლებელია შესაბამისი რეაქციების განვითარება. ავადმყოფებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით რეკომენდებულია თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი, რადგანაც თეორიულად ლევოდოპა ზრდის თვალის შიდა წნევას.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ღვიძლის და სისხლის ფორმულის შემოწმება. დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში საჭიროა შაქრის დონის შემოწმება სისხლში, რომლის ცვლილებების მიხედვით იცვლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზები. მადოპარის მიღება წყდება ქირურგიულ ჩარევამდე 12-48 საათით ადრე, ვინაიდან მადოპარი ჰალოტანით ნარკოზის დროს იწვევს არტერიული წნევის ცვალებადობას და არითმიას. ოპერაციის შემდეგ ხდება მკურნალობის აღდგენა საწყის დონემდე.
მადოპარის მკვეთრი მოხსნა დაუშვებელია. ამან შეიძლება გამოიწვიოს "ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი" (ტემპერატურის მომატება, კუნთების რიგიდობა, ასევე შესაძლებელია ფსიქიური ცვლილებები და კრეატინფოსფოკინაზას მომატება სისხლის შრატში), რაც შეიძლება  სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის. მისი განვითარებისას ავადმყოფი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (აუცილებლობის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია) და უტარდება სათანადო სიმპტომატური მკურნალობა, რაც გულისხმობს მადოპარის განმეორებით დანიშვნას ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისი შეფასების შემდეგ. ავადმყოფები იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ მოსალოდნელი ფსიქიური რეაქციების განვითარების გამო.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მადოპარი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულებში და ქალებში რეპროდუქციის პერიოდში, რომლებიც არ იტარებენ კონტრაცეპციის ადექვატურ ზომებს. ცნობილი არ არის გადადის თუ არა ბენსერაზიდი დედის რძეში, ამიტომ მადოპარით მკურნალბის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან არ შეიძლება გამოირიცხოს ბავშვის ჩონჩხის არასწორი განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ფარმაკოკინეტური ურთიერთქმედება
ანტიქოლინერგული პრეპარატის სამი-ჰექსიფენიდილის მადოპართან ერთდროული დანიშვნისას მცირდება ლევოდოპას შეწოვის სიჩქარე და არა ხარისხი. მისი ერთდროული დანიშვნა მადოპარ ჰდს-თან არ მოქმედებს ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკაზე. ანტაციდების ერთდროული დანიშვნა მადოპარ ჰდს-თან ამცირებს ლევოდოპას შეწოვის ხარისხს 32%-ით. რკინის სულფატი ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 30-50%-ით, ეს ცვლილებები ზოგიერთ ავადმყოფებში კლინიკურად მნიშვნელოვანია. მეტოკლოპრამიდი ზრდის ლევოდოპას შეწოვის სიჩქარეს. ლევოდოპა არ ამყარებს ფარმაკოკინეტურ ურთიერთქმედებას ბრომკრიპტინთან, ამანტადინთან, სელეგილინთან და დომპერიდონთან.
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
ნეიროლეფსიური საშუალებები, ოპიატები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, რომლებიც შეიცავენ რეზერპინს, თრგუნავენ მადოპარის მოქმედებას.
თუ მადოპარი ენიშნება ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ მაო-ს შეუქცევად ინჰიბიტორებს, მათი მიღების შეწყვეტიდან მადოპარის მიღების დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 2 კვირა. ხოლო მაო-B-ს სელექტიური ინჰიბიტორები (მაგალითად, ლაზაბემიდი, სელეჟილინი), და მაო-A-ს სელექტიური ინჰიბიტორები (მაგალითად, მოკლობემიდი) შეიძლება დაინიშნოს მადოპარის მკურნალობის ფონზე. ამ დროს ხდება ლევოდოპას დოზის კორექტირება ავადმყოფის ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად. მაო-A-ს და მაო- B-ს ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნა ექვივალენტურია მაო-ს არასელექტიური ინჰიბიტორის დანიშვნისა, ამიტომ ასეთი კომბინაცია არ ინიშნება მადოპართან ერთდროულად.
მადოპარი არ ინიშნება ერთდროულად სიმპატომიმეტურ საშუალებებთან (მაგალითად, ადრენალინი, ნორადრენალინი, იზოპროტერენოლი ან ამფეტამინი, რომლებიც იწვევენ სიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულირებას), რადგანაც ლევოდოპა იწვევს მათი მოქმედების პოტენცირებას. თუ მათი ერთდროული დანიშვნა აუცილებელია, უნდა განხორციელდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მონიტორინგი, ხოლო აუცილებლობისას _ სიმპატომიმეტურების დოზის შემცირება.
შესაძლებელია პრეპარატის კომბინირება პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან (მაგალითად, ანტიქოლინერგული საშუალებები, ამანტადინი, დოფამინის აგონისტები), რაც აძლიერებს როგორც სასურველ, ასვე არასასურველ ეფექტებს. შესაძლებელია მადოპარის ან სხვა პრეპარატის დოზის შემცირება. როდესაც მკურნალობას უმატებენ კატექოლ-ო-მეთილტრანსფერაზას ინჰიბიტორს, შეიძლება შემცირდეს მადოპარის დოზა. თუ მკურნალობა დაწყებულია მადოპარით, ანტიქოლინერგული პრეპარატები მკვეთრად არ იხსნება, ვინაიდან ლევოდოპა არ მოქმედებს დაუყოვნებლივ.
ლევოდოპამ შეიძლება იმოქმედოს კატექოლამინების, კრეატინინის, შარდოვანას და გლუკოზის ლაბორატორიული მონაცემების შედეგებზე.
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მადოპარს, კუმბსის სინჯმა შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები. პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ ცილით მდიდარ საკვებთან ერთად შეიძლება დაარღვიოს ლევოდოპას შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: უნებლიე მოძრაობები, ცნობიერების დაბინდვა, უძილობა, იშვიათად _ გულისრევა, ღებინება, ან არითმიები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია დაუყოვნებლივ ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, დაკვირვება სუნთქვის და გულის ფუნქციაზე. შესაძლებელია დაინიშნოს სუნთქვითი ანალეპტიკები და/ან ანტიარითმული პრეპარატები, ან შესაბამის შემთხვევაში ნეიროლეფსიური საშუალებები.

შენახვის ვადა:

3 წელი _ (კაფსულები 125მგ; 250მგ; მადოპარი ჰდს; სწრაფად მოქმედი დისპერგირებული ტაბლეტები 125მგ);
4 წელი _ (ტაბლეტები 250მგ)

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 25ºC.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შეფუთვა:

მადოპარი კაფსულები `125` 30, 100;
მადიპარი კაფსულები `250` 30, 100;
სწრაფად მოქმედი (დისპერგირებული)
ტაბლეტები `125` 30, 100;
მადოპარი ტაბლეტები`250` 100;
მადოპარი კაფსულები ჰდს `125` 30, 100.

მწარმოებელი და მისი მისამართი:

ROCHE
F. HOFFMANN-LA ROCHE LTD,
BASEL, SWITZERLAND

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია