მწარმოებელი: US PHARMACIA, აშშ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტაციდური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც., ბოთლში 50 ც.
1 ტაბ.
ალუმინის ჰიდროქსიდი ............ 200 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი .......... 200 მგ
სიმეთიკონი ............................. 25 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ანეიტრალებს კუჭის წვენის მჟავიანობას, იცავს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს, მისი დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, ამცირებს აბდომინალურ დისკომფორტს მეტეორიზმის დროს.
ჩვენებები:
- პრეპარატი ამცირებს კუჭის წვენის ჭარბი მჟავიანობის სიმპტომებს, როგორიცაა: დისპეფსია და გულძმარვა;
- მას იყენებენ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების;
- გასტროეზოფაგული ან დუოდენოგასტრალური რეფლუქსის;
- გასტროენტერიტის;
- საყლაპავის თიაქარის დროს;
- პროფილაქტიკური მიზნით პრეპარატი გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, აგრეთვე
- სტრესული წყლულის პროფილაქტიკის მიზნით;
- შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება მეტეორიზმის შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1-3 ტაბ. საკვების მიღებებს შორის შუალედებში. ძილის წინ და სიმპტომების გამწვავებისას (მაქსიმალურად 8 ტაბ. დღეში).
ტაბლეტის დაღეჭა შესაძლებელია.
გვერდითი მოვლენები;
- გვერდითი მოვლენები იშვიათია ფაღარათის ან ყაბზობის სახით.
- თირკმელების ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია ჰიპერმაგნიემიის განვითარება ან ალუმინის აბსორბციის გაზრდა.
- არ არის სასურველი მისი შემდეგ პრეპარატებთან კომბინაცია: ანტიობიოტიკები, იზონიაზიდი, კეტოკონაზოლი, ნიტროფურანტოინი, პროპრანოლოლი, ატენოლოლოლი, კაპტოპრილი. ან სხვა კარდიოვასკულური პრეპარატები, სალიცილატები, რანიტიდინი, რკინის ან ფოსფორის შემცველი საშუალებები, ნატრიუმის პოლისტირენ სულფონატი.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
* თირკმელების მძიმე ხასიათის უკმარისობა, დიალიზი;
* ალცჰაიმერის დაავადება;
*, ფენილკეტონურია;
* სკელეტური სისტემის დაავადება;
* ბავშვებში 6 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია:
უსაფრთხოა თერაპიული დოზის ფარგლებში.
განსაკუთრებული მითითებები:
* თირკმელების დაავადების დროს საჭიროა ექიმის მხრივ მონიტორინგი. მისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია პრეპარატის მიღება 2 კვირაზე მეტი ხნით.
* ციტრუსების და მათი წვენის მიღება ხელს უწყობს ალუმინის შეწოვას.
ჭარბი დოზირება:
იშვიათად შესაძლებელია ღებინება და გულისრევა.
პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას თირკმელების უკმარისობის დროს შესაძლებელია ალუმინის კუმულაციის რისკის გაზრდა (განსაკუთრებით ძვლებში და ცნს-ში).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- დაუშვებელია ტეტრაციკლინის და ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან მისი კომბინირება.
- პრეპარატის მიღებამდე, ან მის შემდეგ 1-2 საათის განმავლობაში სხვა პერორალური პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლის, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.