შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს:

თევზის ქონი: 50% DHA, 70% Omega 3-მჟავები    250 მგ.

ვიტამინი C(L-ascorbic acid) 37.5 მგ.

ვიტამინი A (Retinyl palmitate) 0.5 მგ.

ვიტამინი D 3 (Cholecalciferol)  0.003 მგ.

მოქმედების მექანიზმი:

თევზის ქონი: DHA და Omega 3 - თავის ტვინის და მხედველობის სწორი განვითარება და ფუნქციონირება: Omega–3-ის ნაკლებობა იწვევს ნეირონის ზომის მნიშვნელოვან შემცირებას ჰიპოკამპში, ჰიპოთალამუსსა და ქერქში. თავის ტვინის ეს სტრუქტურები ჩართულია სივრცული და სერიული დასწავლის პროცესში. Omega–3-ის ნაკლებობა მნიშვნელოვნად ამცირებს თვის ტვინში გლუკოზის ტრანსპორტს და უტილიზაციას, კატექოლამინების, ხოლო ჰიპოკამპში, ციკლური ამფ-ის კონცენტრაციას, პოსპოლიპიდების სინთეზის შემცირებას როგორც თავის ტვინში, ისე ჰიპოთალამუსში. ყველა ეს ცვლილება უარყოფითად აისახება  დასწავლის პროცესზე.სწავლა და მეხსიერება - ინფორმაციის მიღების და დამუშავების სიჩქარე გარკვეულწილად დამოკიდებულია DHA-ს კონცენტრაციაზე თავის ტვინში. იგი მონაწილეობს როგორც სწავლის, ისე დამახსოვრების პროცესში. განვითარებად ჰიპოკამპში ხელს უწყობს ნეირონების და სინაფსების ჩამოყალიბებას. DHA-ს მიღებისას სპონტანური სინაფსური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც შედეგია მომატებული გლუტამატერგული აქტივობის. DHA მონაწილეობს ნეირონების მიელინიზაციაში და ზრდის სინაფსებში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს. მხედველობა - DHA მონაწილეობს ფოტორეცეპტორის მომწიფებაში და ბადურის ჩამოყალიბებაში. აუმჯობესებს მხედველობის ფუნქციას და ზრდის კონცენტრაციის უნარს. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა სინთეზიც ბავშვის ორგანიზმს არ შეუძლია,  აუცილებელი კომპონენტებია თავის ტვინის განვითარებისთის და ფუნქციონეირებისათვის. ვიტამინი C: აუცილებელი ვიტამინია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. ჩართულია ნეირვული უჯრედების განვითარებაში და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიზიოლოგიურ პროცესებში.ვიტამინი A : შეუცვლელია მხედველობისთვის, კანისა და ლორწოვანი გარსების დაცვითი ფუნქციების უზრუნველყოფისთვის. გააჩნია: ანტიოქსიდაციური მოქმედება - თავისუფალი რადიკალების განეიტრალების თვისება. ზრდა და განვითარება - აუცილებელია ბავშვებში ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის. იმუნური სისტემა და ეპითელური საფარის შენარჩუნება - მონაწილეობს მუცინის და კერატინის ექსპრესიაში; ლიმფოპოეზში; ანტისხეულების წარმოქმნაში; ნეიტროფილების, ბუნებრივი კილერი უჯრედების, მაკროფაგების და T-ლიმფოციტების  ფუნქციობაში. აქტიურ როლს თამაშობს ლორწოვანი გარსების მთლიანობის და ფუნქციონირების შენარჩუნებაში. მხედველობა - რეტინელდეჰიდის ფორმაში როდოფსინის აუცილებელი კომპონენტია და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მხედველობის ფუნქციაში წარმოქმნის რა ბადურას სინათლის მიმართ მგრძნობიარე კომპონენტს. მის ნაკლებობას თავდაპირველად მოყვება გარდამავალი სიბრმავე ფოტორეცეპტორის შემდგომი შუქცევადი დეგენერაციით. როგორც რეტინოლის მჟავა უზრუნველყოფს კონიუნქტივის, რქოვანას და თვალის სხვა სტრუქტურების უჯრედების დიფერენციაციას. ნაკლებობა იწვევს ქსეროპთალმიას („მშრალი თვალი“) და რქოვანას დაწყლულებას. ინფექციები - ამცირებს ინფექციური პროცესების სიმწვავეს, განსაკუთრებით წითელას და დიარეის. წითელას დროს ვიტამინი A-ს კონცენტრაცია ეცემა >30%-ით ამ ვიტამინის დეფიციტის არმქონე პაციენტებშიც. მიმდინარე პროცესს საფუძვლად უდევს ტრანსტირეტინის და რეტინოლის დამაკავშირებელი პროტეინის სინთეზის დარღვევა და რეტინოლის მჟავის რეცეპტორების ექსპრესიის შემცირება. მცირდება წითელასთან ასოცირებული მეორადი ინფექციის განვითარების.

ვიტამინი D ბავშვებში ვიტამინ D-ს ნაკლებობა იწვევს რაქიტს ასევე ძვლის მინერალიზაციის დარღვევას გამოწვეულს კალციუმის და ფოსფორის არასაკმარისი კონცენტრაციით სისხლში.

ჩვენება: მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვებში დასწავლის, მეხსიერების, კონცენტრაციის და ინფორმაციის აღქმის უნარს; ასტიმულირებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარება - აქტივობას; ხელს უწყობს თავის ტვინის და მხედველობითი აპარატის სწორ განვითარების; აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას; არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას; აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფატების შეწოვას; ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას; ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას; ავლენს ზოგადგამაჯანსაღებელ და დაცვითი მოქმედებას; რეკომენდებულია ინტენსიური ზრდის პერიოდში. 

გვერდითი მოვლენები: არ ახასიათებს. ტოქსიკურობა: არაა ტოქსიკური. უკუჩვენება: არ გააჩნია.

ურთიერთქმედებასხვასაშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება: 3 წლიდან ბავშვებში და მოზარდებში 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ.მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს. კურსი მეორდება ექვს თვიანი ინტერვალით ან ექიმთან შეთანხმებით.

შეფუთვა: ჟელატინის კაფსულა №30, ფორთოხლის არომატით თევზის სუნის გარეშე. არ შეიცავს საღებავებს და კონსერვანტებს. საკვები დანამატი.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*С ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია