მწარმოებელი: WYETH-LEDERLE, აშშ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მულტივიტამინები.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 100 ც.
1 ტაბ.
რეტინოლი ..................... | 1500 სე |
ტოკოფეროლი ............... | 30 სე |
ქოლეკალციფეროლი ........ | 400 სე |
ასკორბინის მჟავა ............. | 100 მგ |
თიამინი ........................ | 3 მგ |
რიბოფლავინი ................. | 3.4 მგ |
პანთოტენის მჟავა ............. | 10 მგ |
პირიდოქსინი ................ | 10 მგ |
ციანოკობალამინი ............. | 12 მკგ |
ფოლის მჟავა................... | 1 მგ |
ნიკოტინამიდი ................ | 20 მგ |
ბიოტინი ........................ | 30 მკგ |
იოდი ........................... | 150 მკგ |
რკინა ........................... | 60 მგ |
კალციუმი ...................... | 250 მგ |
მაგნიუმი ....................... | 25 მგ |
თუთია .......................... | 25 მგ |
ქრომი .......................... | 25 მკგ |
მოლიბდენი .................... | 25 მკგ |
სპილენძი ...................... | 2 მგ |
მანგანუმი ...................... | 5 მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების კომლექსის არსებობით. ვიტამინი ორსულებში ტოქსიკოზის დროს ამცირებს გულისრევისა და ღებინების სინდრომს.
ფოლის მჟავა ამცირებს ბავშვებში თანდაყოლილ სიმახინჯეებს;
თუთია და სპილენძი აუცილებელია ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისა და ქსოვილების რეგენერაციისათვის. ისინი შედიან აგრეთვე ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატის შემადგენლობაში ინსულინის ჩათვლით;
კალციუმისა და მაგნიუმის შემცველობა აუმჯობესებს რკინის აბსორბციას. ლაქტაციის პერიოდში;
პრეპარატი აკმაყოფილებს დედისა და ბავშვის მომატებულ მოთხოვნილებებს ვიტამინებისა და მინერალებისადმი.
ფარმაკოკინეტიკა:
ფარმაკოკინეტიკური კვლევები პრეპარატ მატერნაზე არ არის ჩატარებული.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება:
- ორსულებში რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიების პროფილაქტიკისათვის;
- ორსულებში (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში) ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობისას;
- ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკისათვის;
- პრეპარატი ინიშნება აგრეთვე დაგეგმილი ორსულობის წინა პერიოდში, რათა ორგანიზმი უზრუნველყოფილი იქნას ვიტამინებითა და მინერალებით.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად დღეში 1 ტაბლეტის ოდენობით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დოზის შეცვლა ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ძირითადი მითითებანი: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პერნიციოზული ანემიით შეპყრობილ პაციენტებში.
ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე.