ფარმაკოლოგიური თვისებები
მეგესტროლი წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პროგესტენს, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პრეპარატის ანტილუთეინურ ეფექტთან და სტეროიდული ჰორმონების რეცეპტორებზე მის ზემოქმედებასთან.
ჩვენებები
- პალიატიური მკურნალობის სახით გამოიყენება სარძევე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული კიბოს მოგვიანებით სტადიაში და მისი მარეციდივირებელი ფორმების დროს ქალებში მენოპაუზის პერიოდში.
- ენდომეტრიუმის მარეციდივირებელი და/ან მეტასტაზური კიბოს დროს დამატებით და/ან პალიატიური მკურნალობის სახით.
დოზირების რეჟიმი
სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს ინიშნება 160 მგ დღეში (40 მგ 4-ჯერ დღეში). ენდომეტრიუმის კარცინომის დროს - 40-320 მგ 4-ჯერ დღეში.
ეფექტური მკურნალობის საკმარის პერიოდად ითვლება პრეპარატით უწყვეტი მკურნალობა არანაკლებ 2 თვის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
სხეულის წონაში მომატება, იშვიათად - თრომბოფლებიტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ალოპეცია, გულისრევა და ღებინება, შეშუპებები, საშვილოსნოდან პროფუზული სისხლდენები, ქოშინი, სიმსივნის ადგილას ჰიპერემია, ჰიპერგლიკემია, გამონაყარი.
უკუჩვენებები
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება ქირურგიული, ქიმიოთერაპიული ან სხივური მკურნალობის ნაცვლად, აგრეთვე ორსულობის ტესტის დასადგენად ნებადართული არ არის.