მწარმოებელი: DARNITSA
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
პაკეტი N1
გრანულები პერორალური მიღებისათვის:
პაკეტი 1 ც.
1 პაკ.
გლუკოზა ........................ 17.5 გ
პაკეტი N2
გრანულები პერორალური მიღებისათვის:
პაკეტი 1 ც.
1 პაკ.
ამინოძმარმჟავა (გლიცინი) ......... 7 გ
ნატრიუმის ფორმიატი ............ 3.5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
მედიქრონალ-დარნიცა წარმოადგენს ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალო პათოგენეტიკურ საშუალებას. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ალკოჰოლის ცვლაზე გავლენით, კერძოდ ძმრის ალდეჰიდის შეკვრით – ეთანოლის დამჟავების პროდუქტი. პეპარატი აძლიერებს კატექოლამინების, განსაკუთრებით ნორადრენალინის სინთეზს, რაც აუმჯობესებს მედიაციის პროცესებს, სტიმულირებს ლიმბიკო-რეტიკულარულ კომპლექსს, ზრდის თავის ტვინის ფუნქციონალურ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა: აღწერილი არ არის.
ჩვენებები:
მედიქრონალ-დარნიცა რეკომენდებულია მწვავე ალკოჰოლური და აბსტინენტური მდგომარეობების მოსახსნელად და ფიზიკური დამოკიდებულების ასარიდებლად ქრონიკული ალკოჰოლიზმისას. ასევე გამოიყენება ალკოჰოლიზმის მეორადი პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
მედიქრონალ-დარნიცას უნიშნავენ უფროსებს შინაგანად ჭამის შემდეგ, ორივე პაკეტის (N1 და N2) შიგთავსის წინასწარ 1/2-3/4 თბილი წყლით ჭიქაში გაზავებით. ერთჯერადი დოზა შეადგენს 28.5 გ (ორივე პაკეტის კომპონენტების საერთო მასა).
მწვავე ალკოჰოლური და აბსტინენტური მდგომარეობების მოსახსნელად პრეპარატს იყენებენ პირველ დღეს 1-2-ჯერ დღეში დოზით 28.5 გ, შემდეგი 2-3 დღე – 28.5 გ ერთხელ დღეში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის მკურნალობისას და ალკოჰოლიზმის მეორადი პროფილაქტიკის საჭიროებისას პრეპარატს ნიშნავენ ყოველდღიურად თითო შეფუთვა (28.5 გ) 7 დღის განმავლობაში, სულ 3 კურსი მათ შორის შუალედური სამდღიანი შესვენებებით..
გვერდითი მოქმედება:
მედიქრონალ-დარნიცა კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს კანის ქავილი, რომლის გამოვლინებისას პრეპარატის დოზას ამცირებენ.
უკუჩვენებები:
* შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მედიქრონალ-დარნიცას ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის დოზის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ.
კლინიკური მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყნების უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.