საერთაშორისო დასახელება - pancreatine
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A09AA 02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგ. ტაბ. 3500 სე.: 20 ც

1 ტაბლეტი შეიცავს პანკრეატინს მინიმალური ენზიმური აქტივობით:
ლიპაზა 3 500 ერთ. ევრ. ფარმ.
ამილაზა 4 200 ერთ. ევრ. ფარმ.
პროთეაზა 250 ერთ. ევრ. ფარმ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობის კომპენსირებას.
პანკრეატინის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტები ლიპაზა, ამილაზა და პროტეაზა აადვილებს ცხიმების, ნახშირწლებისა და ცილების გადამუშავებას, რაც ხელს უწყობს მათ სრულ შეწოვას წვრილ ნაწლავში.

ჩვენებები

კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტორული ფუნქციის უკმარისობის (ქრონიკული პანკრეატიტი, მუკოვისციდოზი და სხვ.).
კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებით-დისტროფიული დაავადებების დროს. ამ ორგანოების რეზექციის ან დასხივების შემდგომი მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს საჭმლის მონელების დარღვევები, მეტეორიზმი, დიარეა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციით არასწორი კვების შემთხვევაში.
მომზადება მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის.

მიღების წესები და დოზები

დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად საჭმლის მონელების დარღვევის დონის მიხედვით.
მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი ჭამის წინ, დაუღეჭავად და წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში დამატებით 1-4 ტაბლეტი მიიღება ჭამის დროს. ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს რამოდენიმე დღიდან (საჭმლის მონელების პროცესის დარღვევისას არასწორი დიეტის შედეგად) რამოდენიმე თვემდე ან წლამდე (მუდმივი ჩანაცვლებითი თერაპიის საჭიროების შემთხვევაში).

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივად დიდი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერურიკოზურიის განვითარება, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

განსაკუთრებული მითითებები

პანკრეატინის უსაფრთხოება ორსულობის დროს საკმარისად შესწავლილი არ არის. გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პანკრეატინისა და რკინის პრეპარატების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია რკინის პრეპარატების შეწოვის დაქვეითება. ერთდროულმა გამოყენებამ ანტაციდურ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმის კარბონატს და/ან მაგნიუმის ჰიდროქსიდს, შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატინის ეფექტურობის შემცირება.

შენახვის პირობები და ვადები

მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია