მეთსიკონი

გამოიყენება პერორალურად

  • აქტიური ნივთიერება: 1 მლ (25 წვეთის ექვივალენტი) პერორალურად მისაღები სუსპენზია მოიცავს 69,19 მგ სემეთიკონს.
  • დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა 50 cps, ტრინატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ციკლომატი, პოლისორბატი 80, სორბიტოლის მონოსტერეატი 60, ნატრიუმის საქარინი, ჟოლოს არომატი, ვანილის არომატი, გამოხდილი წყალი.

 

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,
  • პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდირებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

 

ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რა არის მეთსიკონიდა რისთვის გამოიყენება ის?
2. რა უნდა იცოდეთ მეთსიკონის გამოყენებამდე?
3. მეთსიკონის გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. მეთსიკონის შენახვის პირობები

 

1. ა არის მეთსიკონი და რისთვის გამოიყენება ის?

მეთსიკონი- მოთეთრო, ოდნავ ბლანტი სუსპენზია. ყავისფერი მინის ფლაკონი ინახება მინის ბოთლში. 30 მლ-იანი ბოთლები წარმოდგენილია საწვეთურთან ერთად.

მეთსიკონი არის სუსპენზია პერორალური გამოყენებისათვის. იგი უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების მოწესრიგებას. მეთსიკონის აქტიური ინგრედიენტი არის სიმეთიკონი, რომელსაც შეუძლია მოხსნას გაზების და აირების დაგროვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

მეთსიკონი:

  • გაზებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ისეთი ჩივილების მოხსნა, როგორიცაა ზედმეტი ნაყროვანების შეგრძნება . მაგალითად:  მეტეორიზმი,
  • მუცლის არეში რადიოლოგიური გამოკვლევების წინასწარი მომზადებისას, მაგალითად: რენტგენი, ექოსკოპია და გასტროდუოდენოსკოპია.
  • ასევე გამოიყენება ოპერაციის შემდგომ გაზების მომატებისას.

2. რა უნდა იცოდეთ მეთსიკონის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ მეთსიკონი:

  • თუ ხართ ალერგიული  მეთსიკონის ან სიმეთიკონის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა არის დაზიანებული და დაბინძურებული. 

გამოიჩინეთ სიფრთხილე მეთსიკონის მიღებამდე

  • თუ თქვენ გაწუხებთ მუცლის ტკივილი რასაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია ადგილი.
  • გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან რათა დააზუსტოთ თქვენი ჩივილების წყარო და განსაზღვროთ თუ რა სახის დაავადება გაქვთ და სჭირდება თუ არა მკურნალობა.

გთხოვთ გაიარეთ კონსულტაცია თქვენ ექიმთან თუ ეს გაფრთხილებები თქვენს მდგომარეობას შეესაბამება, თუნდაც წარსულში ჰქონდა ადგილი.

საკვებთან და სასმელთან ერთადგამოყენება:

მეთსიკონის გამოყენება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე, ძილის შემდეგ და საჭიროების შესაბამისად.  

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს გამოიყენოთ თუ არა მეთსიკონიორსულობის პერიოდში.

თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან  ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს გამოიყენოთ თუ არა მეთსიკონილაქტაციის პერიოდში. 

მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა

მეთსიკონსარა აქვს გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვასა და გამოყენებაზე.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების  მკურნალობისთვის ლევოთიროქსინის შემცველი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს. ლევოთიროქსინის შემცველ მედიკამენტთან კომბინაციაში გამოყენებისას, მიზანშეწონილია მედიკამენტების გამოყენებას შორის მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი.

თუ ამჟამად იყენებთ რეცეპტით გამოწერილ ან ურეცეპტო მედიკამენტებს ან იყენებდით ახლახანს, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ მივიღოთ მეთსიკონი?

გამოყენების შესაბამისი დოზირების/სიხშირის ინსტრუქციები:

მედიკამენტი გამოიყენეთ ისე როგორც ეს მოცემულია პროდუქტის საინფორმაციო ბროშურაში ან ექიმის/ფარმაცევტის რეკომენდაციისამებრ. თუ არა ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არა გაქვთ დანიშნული, ნორმალური დოზა არის შემდეგი:

გამოიყენება გაზების დაგროვებასთან ასოცირებული კუჭ-ნაწლავის დარღვევების დროს.

ახალშობილები და ჩვილები, რომლებიც იკვებებიან ბოთლით:

მეთსიკონის 15 წვეთს (0.6 მლ) ვამატებთ ყოველ ბოთლს.

მეთსიკონი ადვილად ერევა სხვა სითხეებთან, როგორიცაა რძე.

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს, მეთსიკონიეძლევათ პატარა კოვზით ბუნებრივ კვებამდე.  

ბავშვები:

მეთსიკონის15 წვეთი (0.6 მლ) ეძლევათ ბავშვებს კვებასთან ერთად ან მის შემდეგ.

დამატებით, მეთსიკონის 15 წვეთი უნდა მიეცეთ ბავშვებს დაძინებამდე.

სკოლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში მუცლის შებერილობისა და ზედმეტად დანაყრების შეგრძნების მკურნალობისათვის რეკომენდირებული დოზები:

სკოლის ასაკის ბავშვები:   20 დან 30 წვეთამდე (0, 8 -1, 2 მლ)

მოზრდილები:                     30 დან 45 წვეთამდე  (1,2 – 1,8 მლ)

ეს დოზა მიღებული უნდა იქნეს ყოველ 4-6 საათში და უნდა გაიზარდოს საჭიროებისამებრ.

ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, მეთსიკონი შესაძლებელია მივიღოთ საწვეთურის გარეშე:

რადიოგრაფია

რადიოგრაფიული პროცედურების მომზადებისას, უნდა მიიღოთ  3 დან 6 ჩაის კოვზამდე (15 დან 30 მლ) მეთსიკონირადიოგრაფიის წინა საღამოს.

სონოგრაფია

სონოგრაფიული პროცედურების მოსამზადებელ ეტაპზე, რეკომენდირებულია 3 ჩაის კოვზი (15 მლ) მეთსიკონისონოგრაფიის წინა საღამოს და 3 ჩაის კოვზი (15 მლ) მეთსიკონისონოგრაფიამდე 3 საათით ადრე.

ენდოსკოპია  

1/2 ან 1 ჩაის კოვზი (2.5 დან 5 მლ) მეთსიკონიმიღებული უნდა იქნეს ენდოსკოპიამდე. გამაღიზიანებელი ქაფის ბუშტების გასაქრობად, შესაძლებელია მიწოდებული იქნეს სხვა მედიკამენტი ენდოსკოპიის აპარატის მილის საშუალებით.

მიღების წესი და მეთოდი:

მეთსიკონიმიღებული უნდა იქნეს საკვებთან ერთად ან მის შემდეგ და ძილის წინ საჭიროების შემთხვევაში.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. დაიჭირეთ თავდაყირა რათა ჩამოიცალოს. ფრთხილად დავაწვეთ ბოთლის ფსკერს. წვეთების სიჩქარე შესაძლებელია შენელდეს თუ ბოთლს დავიჭერთ დახრილ მდგომარეობაში.

სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში მედიკამენტის მიღების მეთოდი მოცემულია მაღლა.

ხანდაზმულებში:

დოზის მოდიფიკაცია არ არის საჭირო.

მიღების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლის დაავადების დროს დოზა რეგულირდება თქვენი ექიმის მიერ თირკმლის ფუნქციის მიხედვით.

თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დოზა რეგულირდება თქვენი ექიმის მიერ. მეთსიკონიარ შეიცავს ნახშირწყლებს და გამოიყენება დიაბეტიკი პაციენტების მიერ. 

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მეთსიკონსაქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:

მეთსიკონშიშემავალი აქტიური ნივთიერება სრულად შლის ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ის არ არის ქიმიურად და ბიოლოგიურად ეფექტური. ამავდროულად, ინტოქსიკაციის ალბათობაც არ არის. მეთსიკონისდიდი რაოდენობა კარგად ასატანია.

მეთსიკონისსაჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ მეთსიკონის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

გააგრძელეთ მეთსიკონისმიღება როგორც რეკომენდირებულია.

მეთსიკონის თერაპიის შეჩერების პოტენციური შედეგი:

არ შეწყვიტოთ მეთსიკონისმიღება ექიმთან შეთანხმების გარეშე.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირად (  1/10), ხშირად (  1/100 და

იშვიათად(  1/10.000 და

 არ არის ცნობილი:

  •  რეაქცია ჰიპერმგრძნობელობაზე
  • მუცლის ტკივილი
  • დიარეა
  • პირ-ღებინება

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

5. მეთსიკონის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავისივე შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC.

მედიკამენტის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

Vefa Ilac San. Tic. Ltd. Sti

Beylikduzu  OSB Mah. Mermeciler San. Sit.

2. Cadde No: 3   Beylikduzu/Istanbul / Turkey

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია