მეტიგასტი
METIGAST
სავაჭრო დასახელება
მეტიგასტი, Metigast
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
სიმეთიკონი, Simethicone
წამლის ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები.
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ემულსია ბანანის სუნით.
შემადგენლობა
მეტიგასტი 40 მგ/მლ
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, კარბომერი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, ტრინატრიუმის ციტრატი უწყლო, არომატიზატორი ,,ბანანი”, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
მეტიგასტი 100 მგ/მლ
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სიმეთიკონი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლის სტეარატი 40, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, კარბომერი, სორბინის მჟავა, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის ქლორიდი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, ტრინატრიუმის ციტრატი უწყლო, არომატიზატორი ,,ბანანი”, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის კოდი ათქ A03AX13
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, სილიკონები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სიმეთიკონი – პრეპარატის აქტიური კომპონენტი – სტაბილური ზედაპირულად აქტიური პოლიდიმეთილსილოქსანი. ის ცვლის ქიმუსსა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოში არსებული აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, შედეგად ისინი იშლებიან. გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედლიდან, აგრეთვე გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის ზემოქმედების შედეგად.
სიმეთიკონი ავლენს მხოლოდ ფიზიკურ ზემოქმედებას, არ მონაწილეობს ქიმიურ რეაქციებში და ინერტულია ფარმაკოლოგიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით.
ფარმაკოკინეტიკა
სიმეთიკონი არ შეიწოვება შიგნით მიღებისას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლის შემდეგ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
_ აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული (მაგალითად, მეტეორიზმის დროს ან პოსტოპერაციულ პერიოდში, აგრეთვე ჩვილებში) საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევების სიმპტომური მკურნალობა;
_ ნაწლავთა კოლიკა;
_ დამხმარე ნივთიერების სახით მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური კვლევებისთვის (მაგალითად, რენტგენოლოგიური კვლევა, ულტრაბგერითი კვლევა, ენდოსკოპიური კვლევა, მათ შორის, კონტრასტული საშუალებების სუსპენზიებთან დანამატის სახით ორმაგი კონტრასტირების მეთოდით გამოსახულების მისაღებად) მოსამზადებლად;
_ როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით (სარეცხი ფხვნილებით ან სხვა სარეცხი საშუალებებით) ინტოქსიკაციის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში – ძილის წინ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილებზე და დგინდება ინდივიდუალურად. საჭიროების შემთხვევაში, მეტიგასტი გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან განმეორებითი დარღვევების განვითარების და/ან მათი ხანგრძლივი ხასიათის შემთხვევაში, საჭიროა კლინიკური კვლევის ჩატარება.
გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის შიგთავსის შენჯღრევა. წვეთების დოზირების მიზნით საჭიროა ფლაკონის დაჭერა ვერტიკალურად, საწვეთურით ქვემოთ.
25 წვეთი შეესაბამება ემულსიის 1 მლ-ს.
აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები, ნაწლავთა კოლიკა
1 წლამდე ბავშვები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 25 წვეთი (1 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 5-10 წვეთი ბავშვის ყოველ კვებაზე (ემატება ბავშვის კვებას ბოთლში ან ეძლევა პატარა კოვზით კვების დროს ან შემდეგ).
1-6 წლის ბავშვები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 25 წვეთი (1 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 10 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
6-14 წლის ბავშვები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 25-50 წვეთი (1-2 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 10-20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
14 წლის ბავშვები და უფროსები: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 50 წვეთი (2 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
მეტიგასტის მიღება ასევე შესაძლებელია პოსტოპერაციულ პერიოდში.
მომზადება მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური კვლევისთვის
რენტგენოლოგიური კვლევა, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 50 წვეთი (2 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 25 წვეთი (1 მლ) 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ კვლევამდე ერთი დღით ადრე და პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 50 წვეთი (2 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 25 წვეთი (1 მლ) დილით კვლევის დღეს.
კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიებთან დანამატის სახით: პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 100-200 წვეთი (4-8 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 50-100 წვეთი (2-4 მლ) კონტრასტული ნივთიერების 1 ლიტრ სუსპენზიაზე ორმაგი კონტრასტირების მეთოდით გამოსახულების მისაღებად.
მომზადება გასტროდუოდენოსკოპიისათვის: ენდოსკოპიის ჩატარებამდე შიგნით მიიღება პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 100-200 წვეთი (4-8 მლ) ან პრეპარატ მეტიგასტის 100 მგ/მლ 50-75 წვეთი (2-3 მლ). საჭიროების შემთხვევაში, ენდოსკოპიის დროს შესაძლებელია ემულსიის რამდენიმე მილილიტრის შეყვანა ენდოსკოპის მილით აირის ბუშტუკების გასაქრობად, რომლებიც ხელს უშლიან კვლევას.
ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებით ინტოქსიკაციის დროს
ბავშვებში ინიშნება პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 2,5-10 მლ (65 წვეთიდან ფლაკონის შიგთავსის 1/3-მდე), მოზრდილებში _ პრეპარატ მეტიგასტის 40 მგ/მლ 10-20 მლ (ფლაკონის შიგთავსის 1/3-დან 2/3-მდე), მოწამვლის სიმძიმის შესაბამისად.
წინააღმდეგჩვენებები
_ ჰიპერმგრძნობელობა სიმეთიკონის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
_ ნაწლავთა გაუვალობა;
_ ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობა.
არასასურველი რეაქციები
სიმეთიკონის გამოყენებისას 40 მგ/მლ და 100 მგ/მლ კონცენტრაციით არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
მეტიგასტი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში.
მეტეორიზმის და/ან ნაწლავთა კოლიკის ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა სამედიცინო კვლევის ჩატარების მიზნით.
პრეპარატი მეტიგასტი 100 მგ/მლ შეიცავს სორბიტოლს. მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს იშვიათი მემკვიდრული პათოლოგიის, ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პირებში.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მეტიგასტი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების მომატებულ სიჩქარეს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო პრეპარატის გამოყენების თვალსაზრისით რაიმე კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პრეპარატი არ შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, მეტიგასტის გამოყენება პაციენტთა მოცემულ ჯგუფში შესაძლებელია სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში ჩვენებების და დოზირების რეჟიმის შესაბამისად.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის ცნობილი.
სიმეთიკონი არ შეიწოვება და არ განიცდის ცვლილებას ქიმიურად ან ფერმენტულად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლისას. შესაბამისად, დოზის გადაჭარბება პრაქტიკულად გამორიცხულია. დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც კი პრეპარატი გადაიტანება უსიმპტომოდ.
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები წვეთების 30 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში საწვეთურიანი საცობით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია
,,უორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი
(ბაგჯილარ ილჩესი, გიუნეშლი, ევრენ მახალესი, ჯამი იოლუ ჯად. # 50 კ. 1ბ ზემინ 4-5-6, სტამბული)
"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey
(Bağcılar İlçesi, Güneşli, Evren Mahallesi, Cami Yolu Cad. No:50 K.1B Zemin 4-5-6, İstanbul).