საერთაშორისო დასახელება:
SIMETHICONE
მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი
მოქმედი ნივთიერება: სიმეთიკონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:
ფლაკონში 30 მლ, საწვეთურით.
1 მლ.
სიმეთიკონი ................... 66.6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ბენზოატი, მეთილპარაბენზოატი, პროპილპარაბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ვანილი, ჟოლოს ესენცია.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტსილი ამცირებს გასტროინტესტინალური ტრაქტში არსებული აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას.. ამის შედეგად გამონთავისუფლებული აირები შთაინთქმება ნაწლავის კედლის მიერ ან გამოიყოფა პერისტალტიკის საშუალებით.
ფარმაკოკინეტიკა:
მეტსილი ფარმაკოლოგიურად ინერტულია, არ შედის ქიმიურ რეაქციაში, არ შეიწოვება ორგანიზმში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
ჩვენებები:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვება: აეროფაგიის, მეტეორიზმის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ახალშობილები და 2-წლამდე ასაკის ბვაშვები: 8 წვეთი 4-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ ან ძილის წინ. მიღების გასაადვილებლად შეიძლება დოზის შერევა წყალთან ან სხვა შესაბამის სითხეებთან. გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის კარგად შენჯღრევა.
გვერდითი მოვლენები:
მეტსილის წვეთების ორალური მიღებისას არ აღინიშნება რაიმე სახის გვერდითი მოვლენები.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ;
* ნაწლავთა გაუვალობა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.