კანის დაცვა მხოლოდ ზაფხულში არ არის საჭირო. ულტრაიისფერი სხივები კანზე მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს. სწორედ ამიტომ, მზისგან დამცავი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება კანის მოვლის ერთ-ერთ მთავარ ეტაპად ითვლება. როგორც დერმატოლოგები აღნიშნავენ, რეგულარული დაცვა პიგმენტაციის, ნაადრევი დაბერებისა და კანის გაღიზიანების რისკს  ამცირებს.

ბევრი ადამიანი SPF-ს მხოლოდ სანაპიროსთან ან ცხელ ამინდთან აკავშირებს. სინამდვილეში, მზის სხივები ღრუბლიან ამინდშიც აღწევს კანამდე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მათზე ოფისის ფანჯარა ან მანქანის მინა ვერ აკავებს. ამიტომ კანი ყოველდღიურ დაცვას საჭიროებს. მაშინაც კი, როდესაც გარეთ დიდი დროით არ იმყოფებით. 

რატომ არის მზისგან დამცავი აუცილებელი ყოველდღიურ რუტინაში?

კანი ყოველდღიურად ხვდება მზის სხივების, მტვრისა და გარემოს დაბინძურების ზემოქმედების ქვეშ. ეს ფაქტორები დროთა განმავლობაში ცვლის კანის სტრუქტურას. ხშირად პირველი ნიშნებია სიმშრალე, ტონის არათანაბრობა და ელასტიკურობის დაკარგვა.

სწორად შერჩეული მზისგან დამცავი პროდუქტი კანს ზედმეტი დატვირთვისგან იცავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოყენება მათთვის, ვინც ბევრ დროს ატარებს ქალაქში ან კომპიუტერთან მუშაობს. ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარებაც მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, ამიტომ ყოველდღიური დაცვა ბევრად მეტ მნიშვნელობას იძენს.

აღსანიშნავია, რომ კანის ტიპიც მნიშვნელოვანია. ცხიმიანი კანისთვის მსუბუქი ტექსტურა უფრო მოსახერხებელია. მშრალი კანის შემთხვევაში კი დამატენიანებელი ფორმულები უკეთ მოქმედებს. ბევრი მომხმარებელი მხოლოდ SPF მაჩვენებელს აქცევს ყურადღებას, თუმცა პროდუქტის ტექსტურა და შემადგენლობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

როგორ უნდა შეარჩიოთ სწორი პროდუქტი?

დღეს ბაზარზე სხვადასხვა ფორმულის პროდუქტი გვხვდება. არსებობს ფლუიდი, კრემი, გელი და სტიკიც. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭირდება თქვენს კანს.

ყოველდღიური გამოყენებისთვის ხშირად SPF 30 ან SPF 50 რეკომენდებულია. მაღალი SPF განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულში ან მაშინ, როდესაც დიდ დროს ატარებთ გარეთ. ასევე სასურველია, ფორმულა შეიცავდეს დამატენიანებელ ინგრედიენტებს.

ბევრი მომხმარებელი ირჩევს ისეთ პროდუქტს, რომელიც მაკიაჟთანაც თავსებადია. მსუბუქი ტექსტურა დღის განმავლობაში უფრო კომფორტულია და კანზე სიმძიმის შეგრძნებას არ ტოვებს.

რატომ არ უნდა გამოტოვოთ მზისგან დამცავი ზამთარშიც კი?

ზამთარში ბევრი ადამიანი SPF-ის გამოყენებას წყვეტს. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ულტრაიისფერი სხივები ცივ სეზონზეც მოქმედებს კანზე. თოვლი კი მათ დამატებით ირეკლავს. შედეგად, კანი მაინც იღებს იმ ზემოქმედებას, რომელიც დროთა განმავლობაში მის მდგომარეობაზე აისახება.

ამიტომ მზისგან დამცავი კრემი მხოლოდ ზაფხულის პროდუქტი არ არის. მისი გამოყენება საჭიროა ყოველდღიურად, სეზონის მიუხედავად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SPF იმ ადამიანებისთვის, ვისაც მგრძნობიარე კანი ან პიგმენტაციისკენ მიდრეკილება აქვს.

ყოველდღიური მოვლა, რომელიც შედეგს დროთა განმავლობაში აჩვენებს

კანის მდგომარეობა ერთ დღეში არ იცვლება. შედეგი ნელ-ნელაა თვალსაჩინო. სწორედ ამიტომ, ყოველდღიური ჩვევები კანზე ძალიან მოქმედებს.

ბევრისთვის დილის რუტინა უკვე წარმოუდგენელია SPF-ის გარეშე. სწორად შერჩეული მზისგან დამცავი კრემი კანს იცავს და უფრო თანაბარ იერს უნარჩუნებს. სწორედ ამიტომაა საჭირო მისი რეგულარულად გამოყენება. 

როდესაც SPF ყოველდღიური მოვლის ნაწილად იქცევა, კანი ნაკლებად განიცდის გარემოს ზემოქმედებას. ესაა მიზეზი რატომაც მზისგან დამცავი პროდუქტები თანამედროვე კანის მოვლის რუტინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი SPF არის რეკომენდებული ყოველდღიური გამოყენებისთვის?

ყოველდღიური გამოყენებისთვის SPF 30 და SPF 50 ყველაზე ხშირად რეკომენდებული ვარიანტებია. კრემი თქვენი კანის ტიპისა და საჭიროებების მიხედვით უნდა აარჩიოთ.

შეიძლება თუ არა SPF-ის გამოყენება მაკიაჟის ქვეშ?

დიახ. ბევრი თანამედროვე ფორმულა მსუბუქია და მაკიაჟთან თავსებადად არის შექმნილი. 

რამდენჯერ უნდა განვაახლოთ SPF დღის განმავლობაში?

თუ დიდ დროს ატარებთ გარეთ, მზისგან დამცავი კრემი სასურველია ყოველ ორ ან სამ საათში ერთხელ წაისვათ. ეს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაგიცავთ. 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია