სავაჭრო დასახელება: მიდოპტიკი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფენილეფრინი
აღწერილობა: უფერო ან მოყვითალო ელფერის გამჭვირვალე სითხე.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – 0,25 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა - 0,05 გ, ნატრიუმის მეტაბილსულფიტი - 0,004 გ, დინატრიუმის ედეტატი – 0,0005 გ, კონსერვანტი – ბენზალკონიუმის ქლორიდი - 0,001 გ, საინექციო წყალი – 10 მლ-მდე.

გამოშვების ფორმა: 2,5 % თვალის წვეთები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ალფა-ადრენომიმეტური, ვაზოკონსტრიქტორული საშუალება.
ათქ კოდი – S01FB01

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების სინთეზურ სიმპატომიმეტურ ამინს, რომელიც ასტიმულირებს ალფა-ადრენორეცეპტორებს. მოქმედებს გუგის დილატატორის ალფა-ადრენორეცეპტორებზე, რითაც იწვევს გუგის გაფართოებას და არ ახდენს გავლენას აკომოდაციაზე; მოქმედებს კონიუნქტივის არტერიოლების ალფა-ადრენორეცეპტორებზე და იწვევს არტერიოლების შევიწროვებას. რამდენადაც ფენილეფრინი უმნიშვნელო გავლენას ახდენს ცილიარულ კუნთზე, მიდრიაზი ვითარდება ციკლოპლეგიის გარეშე. მიოტიკებთან კომბინაციაში, შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის დაქვეითება ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს.
მაქსიმალური მიდრიაზის მიღწევის დროა 15-60 წუთი.
მოქმედების ხანგრძლივობა 1-3 საათი.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, შეიძლება მოხდეს ფენილეფრინის სისტემური აბსორბცია სიმპატომიმეტური ეფექტების გამოვლინებით.
პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის და მისი აქტივობა არ კორელირებს სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციასთან.

ჩვენებები
გუგის გაფართოვება ინტრაოკულარულ ქირურგიაში; დიაგნოსტიკურ კვლევებში: ოფთალმოსკოპიის, რეტინოსკოპიის, რეფრაქციის განსახორციელებლად; სინექიებით გართულებული უვეიტების მკურნალობა; სინექიების პროფილაქტიკა.

მიღების გზები და დოზირება
მიდრიაზის და ვაზოკონსტრიქციის მიღწევის მიზნით – თითო წვეთი, საჭიროებისას იმეორებენ 1 საათის შემდეგ. სინექიებით გართულებული უვეიტების მკურნალობაში და სინექიების პროფილაქტიკისთვის – თითო წვეთი, მაგრამ არაუმეტეს 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ მეორე დღეს.
ქირურგიულ ჩარევამდე - თითო წვეთი 30-60 წუთით ადრე ოპერაციამდე;
ოფთალმოსკოპიის დროს - თითო წვეთი 15-30 წუთით ადრე გამოკვლევამდე.

გვერდითი ეფექტები
ადგილობრივი რეაქციები: ალერგიული რეაქციები (წვა, თვალებში უსიამოვნო შეგრძნება, კონიუნქტივას ჰიპერემია), ტკივილი წარბქვეშა არეში, ცრემლდენა, ფოტომგრძნობელობა. 
სისტემური რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, ოფლიანობის გაძლიერება, სიფერმკრთალე, შფოთვა.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ფენილეფრინის და სულფიტების მიმართ, პარკუჭების ფიბრილაცია, ანგიოსპაზმისკენ მიდრეკილება, ტვინის სისხლის მიმოქცევის სერიოზული დარღვევები, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, გიდ-ის მძიმე ფორმები, ფეოქრომოციტომა, ჰიპერთირეოზი, გამოხატული ათეროსკლეროზი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ახალშობილობის პერიოდი (დაბალი წონის ბავშვებისთვის).
სიფრთხილით 
III-IV ფუნქციური კლასის სტენოკარდია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, იდიოპათიური ორთოსტატული არტერიული ჰიპოტენზია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ხანდაზმული ასაკი, ბავშვები 12 წლამდე.

ჭარბი დოზირება
ადგილობრივი გამოყენებისას ჩვეულებრივ არ ვლინდება სისტემური გვერდითი მოვლენები, მაგრამ ჭარბი დოზირებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება, უძილობა, აღგზნება, სიფერმკრთალე.
სპეციფიკური მკურნალობა: ჰიპერტენზიული ეფექტისას შეიძლება დაინიშნოს ალფა-ადრენობლოკერი, როგორიცაა ფენტოლამინი 5-10 მგ ი/ვ, საჭიროებისას შეიძლება განმეორება.

განსკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღების პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიში აქტივობისგან, რაც ყურადღების კონცენტრირებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს.
კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში არ შეიძლება პრეპარატის ინსტილირება ლინზების მოხსნამდე.
სისტემური აბსორბციის დასაქვეითებლად პრეპარატის ინსტილირების შემდეგ ზეწოლას ახდენს კონიუნქტივალური პარკზე 2-3 წუთით.
სიფრთხლეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას ხანდაზმულ ასაკში, რადგან სისტემური ხასიათის გვერდითი ეფექტები ვლინდება ძირითადად ამ ასაკობრივ ჯგუფში.
თვალის წვეთების განმეორებითმა გამოყენებამ ბავშვებსა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს უკუეფექტი – მიოზი და მიდრიაზული ეფექტის დაქვეითება.
საჭიროა სიფრთხილე ფენილეფრინის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც ახლა იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან იღებდნენ მათ წინა 3 კვირის განმავლობაში, რადგან ისინი აძლიერებს სიმპატომიმეტიკების ადრენერგულ ეფექტებს და ზრდის ვგერდითი ეფექტების განვითარების რისკს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

ორსულობა და ლაქტაცია
ინიშნება სიფრთხილით ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
არ არის რეკომენდებული დანიშვნა ბავშვებში ჰიპოტროფიით.

ურთიერთქმედება
პრესორული ეფექტის პოტენცირება აღინიშნება თუ პრეპარატის პარალელურად ინიშნება ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაპროტილინი, მაო-ს ინჰიბიტორები, ფურაზოლიდონის, პროკარბაზინის და სელეგილინის ჩათვლით.
მიდრიაზული და პრესორული ეფექტის პოტენცირებას, არტერიული წნევის მომატების და არითმიის რისკს იწვევს გუანადრელი ან გუანეტიდინი.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ადგილობრივ ანესთეტიკთან - ბუტაკაინთან.

შენახვის პირობები და ვადა
ინახება 8-25˚ C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა - 2 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 1 თვის განმავლობაში.

შეფუთვის ფორმა
პოლიეთილენის ფლაკონ-წვეთოვანებში – 10 მლ.
10 ფლაკონი-წვეთოვანი მუყაოს ბლოკში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია