წამლის ფორმა :
ვაგინალური სუპოზიტორი
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 სუპოზიტორი .
მწარმოებელი :
KASPAR-SHABENI PHARMA
HAYYAN Aleppo Syria Ivdustria zone, Syria – Arab Republic
შემადგენლობა :
თითოეული ვაგინალური სუპოზიტორი შეიცავს :
აქტიურ ნივთიერებებს :
მეტრონიდაზოლი ------------------500 მგ
მიკონაზოლის ნიტრატი -------- 150 მგ
თვისობრივი მახასიათებლები :
მიკო პლუსი შეიცავს მიკონაზოლს და მეტრონიდაზოლს . მიკონაზოლის ნიტრატს გააჩნია ფართო სპექტრის აქტიური მოქმედება , ძირითადად ეფექტურია პათოგენური სოკოების მიმართ , როგორიცაა : ჩანდიდა ალბიცანს, ასევე მიკონაზოლის ნიტრატს ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ . მეტრონიდაზოლი წარმოადგენს ანტიპროტოზოულ საშუალებას , რომელიც ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას . იგი აქტიურია ჩარდნერელლა ვაგინალის – მიმართ , მათ შორის ანაერობული ბაქტერიების – Streptococcus და Trichomonas vaginalis– ჩათვლით .
ჩვენება :
გამოიყენება ვაგინალური კანდიდოზის და ტრიქომონადური ვაგინიტის სამკურნალოდ . ადგილობრივი ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის დროს ( ასევე არასპეციფიკური ვაგინიტისას , ანაერობული ვაგინოზისა და გარდნერელიოზური ვაგინიტის სამკურნალოდ )
გამოიყენება შერეული ვაგინალური ინფექციების,ანტიმიკრობული ვაგინოზის, ვაგინალური კანდიდოზის და ტრიქომონადური ვაგინიტის სამკურნალოდ .
უკუჩვენება :
მიკო პლუსი არ გამოიყენება თუ პაციენტეს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის ან სხვა ნებისმიერი პროდუქტის კომპონენტის მიმართ . ასევე არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში .
არ გამოიყენება პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ( პორფირიას ჩათვლით ), ასევე პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის და ჰემოპოეზას დაღვევისას , აუციელებლია საგულდაგულოდ მიღებულ იქნას შესაბამისი სიფრთხილის ზომები , რისკის თავიდან აცილების მიზნით .
დოზირება და მიღების წესი :
თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდირებული სხვა დოზირება, მიკო პლუსის ერთი სუპოზიტური სანთელი თავსდება ვაგინაში ძილის წინ . მკურნალობის კურსი არის 10 დღე
გვერდითი მოვლენები :
ძალიან იშვიათია ( არა უმეტეს 1-6% შემთხვევისა ) საშოს ქავილი , კუჭის არეში სპაზმები , ლითონისებური გემოს არსებობა პირში , პირის სიმშრალე , ყაბზობა , ფაღარათი , პირღებინება , გულისრევა , წყურვილის შეგრძნება , სისუსტე , თავის ტკივილი , დეპრესია , კანზე გამონაყარი , ალერგიული რეაქციები .
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან :
მეტრონიდაზოლის შეწოვისას ორგანიზმში შესაძლებელია გამოვლინდეს ურთიერთქმედება ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებზე :
ალკოჰოლი :
ალკოჰოლის მიღება მეტრონიდაზოლთან ერთობლივად შესაძლებელია გამოვლენილი იქნეს დისულფირამის მაგვარი რეაქცია .
პერორალური ანტიკოაგულანტები :
შესაძლებელია არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების ეფექტების გაძლიერება .
ფენიტოინი :
იმატებს ფენიტოინის დონე სისხლის პლაზმაში , ხოლო მეტრონიდაზოლის დონე სისხლში ქვეითდება .
ფენობარბიტალი :
აქვეითებს მეტრონიდაზოლის კონცეტრაციის დონეს სისხლის პლაზმაში .
დისულფირამი :
შესაძლებელია გამოვლენილი იქნეს ცვლილებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან ( ფსიქიური რეაქციები ).
ციმეტიდინი :
შესაძლებელია მომატება მეტრონიდაზოლის კონცეტრაციის დონის სისხლის პლაზმაში , რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ნერვოლოგიური გვერდითი ეფექტების რისკი .
ლითიუმი :
აღენიშნება ლითიუმის ტოქსიურობის მომატება .
ასტემიზოლი და ტერფენადინი :
მეტრონიდაზოლი და მიკონაზოლი ახდენენ ამ პრეპარატების მეტაბოლიზმის ინჰიბირებას რაც იწვევს სისხლის პლაზმაში კონცეტრაციის მომატებას .
ასევე სისხლის პლაზმაში აღინიშნება გლუკოზის (ჰექსოკინაზის მეთოდის განსაზღვრისას) თეოფილინის და პროკაინამიდის დონის ცვლილება .
ძირითადი გაფრთხილება :
ორსულობა და ლაქტაცია .
მიკო პლუსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის I ტრიმესტრში მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ .
მიკო პლუსით მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება , რადგან მეტრონიდაზოლი აღწევს დედის რძეში . ძუძუთი კვება შესაძლებელია განახლდეს მკურნალობის დამთავრების 24-48 საათის შემდეგ .
ზემოქმედება მანქანა - დანადგარების გამოყენებისას :
ზეგავლენა არ არის გამორიცხული , მაგრამ ეს ეფექტები ძალზედ იშვიათია .
მიკო პლუსის მცირე ბიოშეღწევადობის გამო არ მოქმედებს კონცეტრაციასა და რეაქციის დროზე .
შენახვის პირობები :
არაუმეტეს 250 C ტემპერატურის პირობებში .
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
შენახვის ვადა : 3 წელი
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაცემის წესი რეცეპტით )