მინამინი პრობიოტიკებით #30 კაფსულა
საკვები დანამატი
შემადგენლობა:
lactoferrin 40 მგ
Iodine 130 მკგ
Zinc 15 მგ
Folic acid 400 მკგ
Vitamin B12 20 მკგ
Vitamin D 200 IU 5 მკგ
Selenium 50 მკგ
Vitamin C 60 მგ
Iron 17 მგ
Biotin 0,6 მგ
Vitamin B1 1 მგ
Vitamin B2 1 მგ
Vitamin B6 2,6 მგ
Beta-carotene 300 მკგ
პრობიოტიკები: 2,5x10 9
Lactobacillus acidophilus
Lactobacillus rhamnosus
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მინამინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოფერინი, პროტეინი, რომელიც არის ძუძუმწოვართა რძეში, სისხლის პლაზმაში და ნეიტროფილებში და პრობიოტიკები.
მინამინი იცავს ორგანიზმს ანემიისგან. ლაქტოფერინის , რკინის, ვიტამინების C , B12 და ფოლის მჟავას ბალანსირებული შემცველობა უზრუნველყოფს ანემიის სრულფასოვან პროფილაქტიკას. ლაქტოფერინი - მულტიფუნქციური პროტეინია, რომელიც ხელს უწყობს რკინის შეწოვას, მის შემდგომ ტრანსპორტირებას ორგანიზმში, აკონტროლებს რკინის დონეს .
ლაქტოფერინი თრგუნავს ბაქტერიების მიერ რკინის ათვისებას და მათ ზრდა-განვითარებას, შესაბამისად აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, ანტიმიკრობული მოქმედებით უზრუნველყოფს ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებასორგანიზმში.
ლაქტოფერინი ასტიმულირებს ოსტეობლასტებს და ხელს უწყობს ძვლის ფორმაციას.
ლაქტოფერინი ხსენში მაღალი კონცენტრაციის შედეგად, იცავს ახალშობილს ინფექციებისგან.
რკინის შემბოჭველი და გადამტანი ფუნქციის გარდა, ლაქტოფერინი ავლენს ანტივირუსულ, ანტიპარაზიტულ, ანტისიმსივნურ, ანტიალერგიულ თვისებებს და ფუნქციებს. ფერმენტული აქტივობის შედეგად ის ზემოქმედებას ახდენს რძის პირიმიდინ სპეციფიურ რიბონუკლეაზებზე, რითაც ხელს უშლის ძუძუს კიბოს გამომწვევი რეტროვირუსების გამრავლებას.
ლაქტოფერინი ძვლის ფორმაციაზე დადებით ზაემოქმედებას ახდენს. კერძოდ აძლიერებს ფორმაციას და ასუსტებს ძვლის რეზორბციას.ეს ვლინდება რეზორბციის მარკერების (deoxypyridinoline და N-telopeptide) შემცირებით და ფორმაციის მარკერების (ოსტეოკალცინი და ტუტე ფოსფატაზა) მომატებით.
პრობიოტიკები აღადგენს მიკროფლორის ბალანსს ორგანიზმში.
მინამინის შემადგენლობაში ასევე შედის:
იოდი - თავის ტვინის, ნერვული სისტემის, ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის სრულფასოვანი ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
თუთია - აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის. მოქმედებს სქესობრივი ჰორმონების სინთეზზე, ამცირებს : ა) ნაადრევი მშობიარობის რისკს 14%-ით
ბ) მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების რისკს.
ფოლის მჟავა - მონაწილეობას იღებს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ახდენს ნერვული ღეროს განვითარების მანკების პრევენციას.
D ვიტამინი – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, მონაწილეობს ნაყოფის ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესში.
სელენი - მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორსულის ორგანიზმს არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებისგან, ნაადრევი მშობიარობისგან.
B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის და მიელინის სინთეზისათვის.
B1,B2,B6, მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან ცვლაში, ნეირომედიატორების და მიელინის სინთეზში.
ბიოტინი -ჯანმრთელი თმის, კანის და ფრჩხილების შენარჩუნებისთვის.
ჩვენებები :
- ორსულებში ანემიის პრევენცია
- ორსულობისათვის მზადების პერიოდი
-ორსულთა ტოქსიკოზები
- ნაადრევი მშობიარობის რისკი
- ნაყოფის ჰიპოტროფია
- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პრევენცია
- კლიმაქტერულ პერიოდი
დოზირება:
1 კაფსულა ერთხელ დღეში
გაფრთხილება: რეკომენდებულ დღიურ დოზას არ გადააჭარბოთ.
მიღების წესი და დოზირება: 1-2 კაფსულა ერთხელ დღეში.
გაფრთხილება : შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ° ტემპრერატურამდე, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
უკუჩვენება : მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა
მწარმოებელი: Aktif Farma, თურქეთი
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ჯორჯიან რემედი ლიმითედი
აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.