მოტილიუმი 

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ( სად ) – დომპერიდონი

ქიმიური დასახელება  5- ქლორ -1-[1-[3-(2,3- დიჰიდრო -2- ოქსო - 1H - ბენზიმიდაზოლ -1- ილ ) პროპილ]-4- პიპერიდინილ ]-1,3- დიჰიდრო - 2H - ბენზიმიდაზოლ -2- ონ

წამლის ფორმები   გარსით დაფარული ტაბლეტები , სუსპენზია პერორალური მიღებისათვის

შემადგენლობა

გარსით დაფარული ტაბლეტები  : 

აქტიური ნივთიერება – დომპერიდონი , 10 მგ .

დამხმარე ნივთიერებები – ლაქტოზა , სიმინდის სახამებელი , მიკროკრისტალური ცელულოზა , წინასწარჟელატინიზირებული კარტოფილის სახამებელი , პოლივიდონი , მაგნიუმის სტეარატი , ჰიდრირებულიმცენარეული ცხიმი , ჰიპრომელოზა და ნატრიუმის ლაურილსულფატი .

სუსპენზია შიდა მიღებისათვის  :

აქტიური ნივთიერება – დომპერიდონი , 1 მგ /1 მლ .

დამხმარე ნივთიერებები – ნატრიუმის სახარინატი , მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმისკაბროქსიმეთილცელულოზა , სორბიტოლი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ,პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი , ნატრიუმის ჰიდროზეჟანგი , პოლისორბატი და გასუფთავებული  წყალი .

აღწერა:

გარსით დაფარული ტაბლეტები ,  

მრგვალი , ორმხრივ ამობურცული , გარსით დაფარული ტაბლეტები , თეთრიდან ღია კრემისფერამდე ,წარწერით “ Janssen ” ერთ მხარეს და “ M /10” მეორე მხარეს . ტაბლეტების ფერი გადატეხვისას – თეთრი.

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის :

ერთგვაროვანი თეთრი ფერის სუსპენზია 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება , დოფამინების რეცეპტორებისცენტრალური ბლოკატორი .

კოდი  ATX  – A03FA03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დომპერიდონი – დოფამინის ანტაგონისტი , რომელსაც მეტოკლოპრამიდისა და ზოგიერთინეიროლეფსიურის მსგავსად , გააჩნია პირღებინების საწინააღმდეგო თვისებები .   თუმცა , ამსამკურნალო პრეპარატებისაგან განსხვავებით , დომპერიდონი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურბარიერში . დომპერიდონის მიღებას იშვიათად ახლავს თან ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები ,განსაკუთრებით ზრდასრულებში , თუმცა დომპერიდონი ასტიმულირებს პროლაქტინის გამოყოფასჰიპოფიზიდან . მისი პირღებინების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა განპირობებულია დოფამინისრეცეპტორების მიმართ პერიფერიული ( გასტროკინეტიკური ) მოქმედებისა და ანტაგონიზმის შეთავსებითჰემორეცეპტორების ტრიგერულ ზონაში .  

პერორალური მიღებისას დომპერიდონი ზრდის ანთრალური და დუოდენალური შემცირებებისხანგრძლივობას , აჩქარებს კუჭის დაცლას – თხევადი და ნახევრადმყარი ფრაქციების გამოსვლასჯანმრთელ ადამიანებში და მყარი ფრაქციებისას იმ ავადმყოფებში , რომლებშიც ეს პროცესი იყოშენელებული .   ზრდის საყლაპავის ქვედა ნაწილის სპინქტერის წნევას ჯანმრთელ ადამიანებში .დომპერიდონი არ ახდენს გავლენას კუჭის სეკრეციაზე .

ფარმაკოკინეტიკა

დომპერიდონი სწრაფად აბსორბირდება პერორალური მიღებისას უზმოზე , მაქსიმალური კონცენტრაციებიპლაზმაში აღინიშნება დაახლოებით 30-60 წუთის მანძილზე . დომპერიდონის შეყვანის პერორალური გზისდაბალი აბსოლუტური ბიოლოგიური შეღწევადობა   ( დაახლოებით 15%) განპირობებულია ექსტენსიურიპირველადი მეტაბოლიზმით ღვიძლისა და კუჭ - ნაწლავის   კედელში .

თუმცა ჯანმრთელ ადამიანებში დომპერიდონის ბიოლოგიური შეღწევადობა იზრდება საკვების მიღებისშემდეგ , ავადმყოფებმა , რომლებსაც აღენიშნებათ ჩივილები კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ ,დომპერიდონი უნდა მიიღონ ჭამამდე 15-30 წუთით ადრე . კუჭის წვენის ჰიპოაციდურობა ამცირებსდომპერიდონის აბსორბციას .

პრეპარატის მიღებისას ჭამის შემდეგ მაქსიმალური აბსორბციის მისაღწევად საჭიროა მეტი დრო , ხოლომრუდქვეშა ფართობი ( AUC )   რამდენადმე იზრდება .  

პერორალური მიღებისას დომპერიდონი არ ახდენს საკუთარი გაცვლის კუმულირებასა და ინდუცირებას .მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეყვანიდან 90 წუთის შემდეგ , რაც ტოლია 21 ნგ / მლ მისიორკვირიანი პერორალური მიღებისა დღეში 30 მგ ოდენობით , იყო თითქმის ისეთივეა , როგორცპირველი დოზის მიღებისას (18 ნგ / მლ ). დომპერიდონი 91-93%- ით უერთდება პლაზმის ცილებს .

პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და N - დეზალკილირების გზით .   in vitroპრეპარატის მეტაბოლიზმის კვლევისას დიაგნოსტიკური ინჰიბიტორების გამოყენებით დადგენილი იქნა ,რომ CYP3A4 წარმოადგენს ფერმენტ ციტოქრომ -450- ის ძირითად ფორმას , რომელიც მონაწილეობსდომპერიდონის N - დეზალკილირებაში , მაშინ , როდესაც CYP3A4, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობენ  დომპერიდონის არომატული ჰიდროქსილირების პროცესში . შარდითა და განავლით მისი ელიმინაციაშეადგენს პერორალური დოზის 31 და 66% შესაბამისად . პრეპარატის   გამოყოფა უცვლელი სახითშეადგენს მცირე პროცენტს (10% განავალით და დაახლოებით 1% შარდით ). პლაზმიდანნახევრადგამოყოფის პერიოდი მისი ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეადგენს 7-9 საათს ჯანმრთელადამიანებში , მაგრამ ხანგრძლივდება მძიმე თირკმლების უკმარისობით დაავადებულ   ავადმყოფებში .

ჩვენებები

ზრდასრულებში :

ა ) დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი , რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულდაცლასთან , კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსთან , ეზოფაგიტთან :

- გადავსების შეგრძნება ეპიგასტრიუმში , მუცლის შებერილობის შეგრძნება , ტკივილი მუცლის ზედაარეში ;

- გულზიდვა , მეტეორიზმი ;

- გულისრევა , პირღებინება ,;

- გულისძმარვა , გულზიდვა .

ბ ) ფუნქციური , ორგანული , ინფექციური წარმოშობის გულისრევა და პირღებინება , რაც გამოწვეულიარადიოთერაპიით , სამკურნალო თერაპიით ან დიეტის დარღვევით .     მისი სპეციფიკური ჩვენებაა  გულისრევა და პირღებინება , რაც გამოწვეულია დოფამინის აგონისტებით მათი მიღების შემთხვევაშიპარკინსონის დაავადების დროს ( როგორიცაა L - დოპა და ბრომოკრიპტინი ).

პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი ნაჩვენებია გულისრევის სინდრომისას , ციკლური პირღებინებისას ,კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსისას და კუჭის მოტორიკის დარღვევის სხვა შემთხვევებში .

უკუჩვენებები

- პრეპარატისა და მისი კომპონენტების მიმართ დადგენილი აუტანლობა ;

- ჰიპოფიზის პროლაქტინ - მასეკრეტირებელი სიმსივნე ( პროლაქტინომა );

- კეტოკონაზოლის პერორალურ ფორმებთან   ერთდროული მიღება ( იხ . განყოფილება “ურთიერთქმედება ”);

-  უჭ - ნაწლავიდან სისხლდენები , მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია ( ე . ი . როდესაცკუჭის მამოძრავებელი ფუნქციის სტიმულაცია შესაძლოა იყოს სახიფათო ).

მიღების წესი და დოზები

1. ქრონიკული დისპეფსია

ზრდასრულები : 10 მგ (1 ტაბლეტი ან 10 მლ ) 3- ჯერ დღეში , ჭამამდე 15-30 წუთით ადრე ,  საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ . მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 80 მგ .

ბავშვები : 2, 5 მგ სუსპენზია პერორალური მიღებისათვის სხეულის მასის 10 კგ - ზე ( ე . ი .დომპერიდონის 0, 25 მგ სხეულის მასის 1 კგ - ზე ), 3- ჯერ დღეში ჭამის წინ , და საჭიროებისშემთხვევაში , ძილის წინ .

აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული დოზა შესაძლოა გაორმაგდეს ( გარდა 1 წლამდე ასაკისბავშვებისა ). დომპერიდონის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2,4 მგ სხეულის მასის 1 კგ - ზე ,მაგრამ არაუმეტეს 80 მგ - ისა .

2. გულისრევა და პირღებინება

ზრდასრულები : 20 მგ (2 ტაბლეტი ან 20 მლ ) 3-4- ჯერ დღეში , ჭამამდე და   ძილის წინ .მაქსმალური სადღეღამისო დოზა – 80 მგ .

ბავშვები : 5 მგ სუსპენზია პერორალური მიღებისათვის სხეულის მასის 10 კგ - ზე ( ე . ი .დომპერიდონის 0, 5 მგ სხეულის მასის 1 კგ - ზე ), 3-4- ჯერ დღეში ჭამის წინ , და ძილის წინ .

ეს დოზა მიიღწევა პიპეტის ორჯერ ავსებით . დომპერიდონის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2,4მგ სხეულის მასის 1 კგ - ზე , მაგრამ არაუმეტეს 80 მგ - ისა .

მოტილიუმის ტაბლეტები ნაჩვენებია მხოლოდ ზრდასრულებსა და ბავშვებში , რომელთა სხეულისმასაც აღემატება 35 კგ - ს , ბავშვებთან პრაქტიკაში ძირითადად გამოყენებული უნდა იყოსმოტილიუმის სუსპენზია .

თირკმლის უკმარისობისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება ( იხ .განყოფილება “ განსაკუთრებული მითითებები ”).

მითითებები მიღებისათვის

ფლაკონი

გამოყენების წინ უნდა შეანჯღრიოთ .

სუსპენზიის მიწოდება ხდება შეფუთვით , რომელიც დაცულია ბავშვების მიერ შემთხვევით გახსნისაგან. ფლაკონი უნდა გაიხსნას შემდეგნაირად :

-  ზევიდან დააჭირეთ ფლაკონის პლასტმასის სახურავს და ამავდროულად მოაბრუნეთ ისსაათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით .

-  მოხსენით სახურავი .

პიპეტი ( დაერთვის მხოლოდ 100 მლ - ლიან ფლაკონს )

ამოიღეთ პიპეტი შალითიდან და მოათავსეთ ფლაკონში .

ქვედა რგოლი დატოვეთ ადგილზე , ხოლო ზედა რგოლი ამოწიეთ იმ ნიშნულამდე , რომელიცშეესაბამება თქვენი ბავშვის წონას კგ - ებში .

ქვედა რგოლზე დაყრდნობით შეავსეთ პიპეტი ფლაკონში არსებული სუსპენზიით .

დაცალეთ პიპეტი და მოათავსეთ ის ისევ შალითაში .

დახურეთ ფლაკონი .

გვერდითი ეფექტები

-  კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ : კუჭ - ნაწლავის მოშლილობა ( იშვიათად ), ცალკეულშემთხვევებში   - კუჭ - ნაწლავის მოვლითი სპაზმები ;

-  ნერვული სისტემის მხრივ : ექსტრაპირამიდული მოვლენები ( ბავშვებში – მეტადიშვიათად , ზრდასრულებში – ერთეული შემთხვევები ); ეს მოვლენები სრულიად შექცევადია დაქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ .

-  იმუნური სისტემის მხრივ : ალერგიული რეაქციები ( ძალიან იშვიათად );

-  კანის საფარის მხრივ : ჭინჭრის ციება ;

-  ენდოკრინული სისტემის მხრივ : პროლაქტინის დონის აწევა პლაზმაში , რაცგანპირობებულია იმით , რომ ჰიპოფიზი მდებარეობს ჰემატოენცეფალური ბარიერის გარეთ ; იშვიათშემთხვევებში ამ ჰიპერპროლაქტინემიამ შესაძლოა მოახდინოს   ნეიროენდოკრინული მოვლენებისგაჩენის სტიმულირება , ისეთების , როგორიცაა გალაქტორეა , გინეკომასტია და ამენორეა .

ჭარბი დოზა

სიმპტომები

დოზის გადამეტების სიმპტომები შეიძლება იყოს : ძილიანობა , დეზორიენტაცია და ექსტრაპირამიდულირეაქციები , განსაკუთრებით ბავშვებში .

მკურნალობა

დოზის გადამეტების შემთხვევაში რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება და საგულდაგულოდაკვირვება . ანტიქოლინერგული საშუალებები , პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება პარკინსონიზმისმკურნალობისათვის , ან ანტიჰისტამინური პრეპარატები , შესაძლოა აღმოჩნდეს ეფექტურიექსტრაპირამიდული რეაქციების გაჩენისას .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ანტიქოლინერგულ პრეპარატებს შეუძლიათ მოტილიუმის მოქმედების განეიტრალება .

მოტილიუმის პერორალური ბიოლოგიური შეღწევადობა მცირდება მის წინ ციმეტიდინის ან ნატრიუმისბიკარბონატის მიღების შემთხვევაში . არ შეიძლება ანტაციდური და ანტისეკრეტორული პრეპარატებისმიღება მოტილიუმთან ერთად , რადგანაც ისინი აქვეითებენ მის ბიოლოგიურ შეღწევადობას პერორალურიმიღების შემდეგ ( იხ . ასევე განყოფილება “ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ”).

დომპერიდონის მეტაბოლური გარდაქმნების ძირითადი გზა – CYP3A4- ის გავლით . in vitro კვლევებისსაფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ , რომ იმ სამკურნალო საშუალებების მიღებამ დომპერიდონთანერთად , რომლებიც ახდენს ამ ფერმენტის მნიშვნელოვან ინჰიბირებას , შესაძლოა გამოიწვიოსდომპერიდონის დონის აწევა პლაზმაში . კვლევების ჩატარებისას ( ჯანმრთელ მოხალისეებზე )დოპმერიდონის ურთიერთქმედებაზე კეტოკონაზოლთან გამოვლენილია , რომ კეტიკონაზოლი ახდენსCYP3A4- ის ინჰიბირებას – დომპერიდონის დამოკიდებული პირველადი მეტაბოლიზმი , რის შედეგადაცმიიღწევა დომპერიდონის და AUC   მაქსიმალური კონცენტრაციის დაახლოებით სამჯერადი გაზრდაპლატოს ფაზაში .

CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორების მაგალითებად გვევლინება ასევე შემდეგი სამკურნალო საშუალებები :

-  აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ;

-  მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები ;

-  აივ - პროტეაზის ინჰიბიტორები ;

-  ნეფაზოდონი .

დომპერიდონისა და კეტოკონაზოლის ურთიერთქმედების კვლევისას ნაჩვენებია , რომ დომპერიდონისერთობლივი მიღებისას 10 მგ - იანი დოზით დღეში 4- ჯერ და კეტოკონაზოლისა 200 მგ - იანი დოზითდღეში 2 – ჯერ ცხადი ხდება QT ინტერვალის გახანგრძლივება  10-20 მწმ - ით .

დომპერიდონით მონოთერაპიისას როგორც ანალოგიური დოზებით , ისე სადღეღამისო დოზით 160 მგ (რაც 2- ჯერ აღემატება მაქსიმალურად დასაშვებ სადღეღამისო დოზას ) არ აღინიშნებოდა QT ინტერვალისკლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები . თეორიულად , რამდენადაც მოტილიუმს გააჩნიაგასტროკინეტიკური მოქმედება , მას შეეძლო გავლენა მოეხდინა ერთდროულად მიღებული პერორალურიპრეპარატების აბსორბციაზე , კერძოდ , პრეპარატებზე აქტიური ნივთიერების შენელებულიგამოთავისუფლებით , ან პრეპარატებზე , რომლებიც დაფარულია ენტეროხსნადი გარსით . თუმცადომპერიდონის მიღება ავადმყოფებში პარაცეტამოლის ან დიგოქსინით შერჩეული თერაპიის ფონზე არახდენდა გავლენას ამ პრეპარატების დონეზე სისხლში .

მოტილიუმის შეთავსება ხდება ასევე :

-  ნეიროლეფსიურებთან , რომელთა მოქმედებასაც ის არ აძლიერებს ;

-  დოფამინერგული რეცეპტორების აგონისტებთან ( ბრომოკრიპტინი , L – დოპა ) რომელთაპერიფერიულ ეფექტებსაც , ისეთებს , როგორიცაა საჭმლის მონელება , გულისრევა , პირღებინება ,იგი თრგუნავს , განეიტრალების გარეშე მათ ძირითად თვისებებს .

განსაკუთრებული მითითებები

მოტილიუმის გამოყენებისას ანტაციდურ ან ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან   ერთად ეს უკანასკნელებიუნდა მიიღოთ   მარტო ჭამის შემდეგ და არა ჭამამდე , ე . ი . მათი მიღება არ შეიძლება მოტილიუმთანერთად .

მიღება ჩვილ ბავშვებში

იმასთან დაკავშირებით , რომ მეტაბოლური და ჰემატოენცეფალური B ბარიერის ფუნქციები სიცოცხლისპირველ თვეებში სრულად არ არის განვითარებული , ჩვილ ბავშვებს ნებისმიერი პრეპარატი უნდა მიეცესძალიან დიდი სიფრთხილით და თანაც საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ . იმდენად ,რამდენადაც მოტილიუმისათვის ტიპიური ნევროლოგიური ქმედებების არარსებობა ძირითადად არისჰემატოენცეფალურ B ბარიერში სუსტი შეღწევადობის შედეგი , არ შეიძლება სრულიად გამოირიცხოსნევროლოგიური სიმპტომატიკის გაჩენა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში . დოზის გადამეტებამ შესაძლოაგამოიწვიოს ნევროლოგიური გვერდითი ეფექტები ბავშვებში .

მიღება ღვიძლის დაავადებების დროს

ღვიძლში დომპერიდონის მაღალი მეტაბოლიზმის გათვალისწინებით მოტილიუმი სიფრთხილით უნდადაინიშნოს ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში .

მიღება თირკმლების   დაავადებების დროს

პაციენტებში , რომლებიც დაავადებული არიან თირკმლის მძიმე უკმარისობით ( შრატის კრეატინინი > 6მგ /100 მლ , ე . ი . >0,6 მმოლ / ლ ), დომპერიდონის ნახევრადგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 7,4- დან20,8 საათამდე , მაგრამ პრეპარატის კონცენტრაციები პლაზმაში იყო ნაკლები , ვიდრე ჯანმრთელმოხალისეებში . რამდენადაც პრეპარატის ძალიან მცირე პროცენტი გამოიყოფა თირკმლებიდან უცვლელისახით , თითქმის არ არსებობს ერთჯერადი დოზის კორექციის აუცილებლობა თირკმლის უკმარისობითდაავადებულებში . თუმცა , განმეორებითი დანიშვნისას შეყვანის სიხშირე უნდა დაქვეითდეს დღე -ღამეში ერთ ან ორ ჯერამდე , უკმარისობის სიმძიმიდან გამომდინარე , აგრეთვე შესაძლოა გაჩნდეს დოზისშემცირების აუცილებლობა .  

ხანგრძლივი თერაპიისას ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ .

მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ოსრულობის დროს დომპერიდონის მიღების შესახებ მონაცემები არასაკმარისადაა . ამ დროისათვის არარსებობს მონაცემები ადამიანებში განვითარების ნაკლის     რისკის გაზრდის   შესახებ .   მიუხედავადამისა , მოტილიუმი უნდა დაინიშნოს ორსულებში მხოლოდ მაშინ , თუკი მისი მიღება გამართლებულიამოსალოდნელი თერაპიული სარგებლით .

ქალებში დომპერიდონის კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს პლაზმაში შესაბამისი კონცენტრაციის 10-დან 50 %- მდე და არ აღემატება 10 ნგ / მლ - ს . დედის რძეში ექსკრეტირებული დომპერიდონის საერთო  რაოდენობა – დღეში 7 მკგ - ზე ნაკლები დომპერიდონის მაქსიმალურად დაშვებული დოზის მიღებისას .არ არის ცნობილი , ახდენს თუ არა ეს დონე უარყოფით ზეგავლენას ახალშობილებზე . ამასთანდაკავშირებით , მოტილიუმის მიღებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება .

ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და ტექნიკასთან მუშაობაზე

მოტილიუმი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობებზე .

გამოშვების ფორმები

10 ან 30 ტაბლეტი სამფენოვანი გამჭვირვალე ფირფიტის ბლისტერში ( ПВХ / ПЭНП / ПВДХ ) დაალუმინის ფოლგაში . 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .

ფლაკონები 100 ან 200 მლ სუსპენზიით პერორალური მიღებისათვის 0,1%, გრადუირებული პიპეტით 5 მლან საზომი ხუფით 10 მლ .

შენახვის პირობები

შეინახეთ 15-დან 300C - მდე ტემპერატურაზე .

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე .

ვარგისიანობის ვადა

5 წელი . არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით .

მწარმოებელი

მოტილიუმის ტაბლეტები

იანსენ ფარმაცევტიკა H.B ,   წარმოებულია C.A. იანსენ - სილაგის საწარმოში , დომენ დე მეგრემონი , 27100, ვალ დე რეი , საფრანგეთი .

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის

იანსენ ფარმაცევტიკა H.B   ტურნჰაუტსევეგ , 30, 2340, ბეერსე , ბელგია

კომპანია იანსენ ფარმაცევტიკა H.B – ს წარმომადგენლობა რუსეთში :

მოსკოვი , 115191, ბოლშაია ტულსკაიას 43.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია