საერთაშორისო დასახელება:
MOXIFLOXACIN
მწარმოებელი: GMP, საქართველო
მოქმედი ნივთიერება: მოქსიფლოქსაცინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 5 ც.
1 ტაბ.
მოქსიფლოქსაცინი ................ 400 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიის II და IV ტოპოიზომერების ინჰიბირებასთან, რაც მიკრობის დაღუპვას იწვევს.
მოქსიფლოქსაცინისა და პენიცილინებს, ცეფალოსპორინებს, ამინოგლიკოზიდებს, მაკროლიდებს, ტეტრაციკლინებს შორის ჯვარედინი მდგრადობა არ აღინიშნება. ჯვარედინი მდგრადობის შემთხვევები აღინიშნება ქინოლონის ჯგუფის პრეპარატებისადმი. მიუხედავად ამისა, ქინოლონებისადმი მდგრადი ზოგიერთი გრამდადებითი და ანაერობული მიკროორგანიზმი მგრძნობიარეა მოქსიფლოქსაცინისადმი. მოქსიფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა ვითარდება ნელა, მრავლობითი მუტაციის გზით.
მოქსიფლოქსაცინი In vitro აქტიურია გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ, ანაერობების, მჟავაგამძლე და ატიპიური ფორმის ბაქტერიების - Micoplasma, Clamidia, Legionella-ს მიმართ. ეფექტურია ბეტა-ლაქტამური და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების მიმართ.
მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიული სპექტრი მოიცავს შემდეგ მიკროორგანიზმებს:
გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Streptococcus pneumoniae (პენიცილინისა და მაკროლიდებისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes (А ჯგუფი), Streptococcus milled, Streptococcus mitis, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus aureus (მეტიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Straphylococcus cohnii, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphtheriae;
გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Haemophilus parainfluenza, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrahalis (ბეტა- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Enterobacter cloacae, Bordetella pertussis, Klebsiella oxytoca, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter intermedius, Enterobacter sakazaki, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii;
ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides distasonis, Bacteroides eggerthii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides uniformis, Fusobacterium spp., Porphyromonas spp. (მათ შორის: Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus), Prevotella spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Clostridium ramosum;
ასევე, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophilia, Coxiella burnettii.
მოქსიფლოქსაცინი ნაკლებად აქტიურია: Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Burkholderia cepacia, Stenotrophomonas maltophilia-ს მიმართ.
პერორალურად მიღებული მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მოქსიფლოქსაცინის 400 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 0.5-4 საათში. ფილტვის ქსოვილში (მათ შორის ალვეოლურ მაკროფაგებში), ბრონქების ლორწოვან გარსში, ცხვირის დანამატ ღრუებში, ინტერსტიციურ სითხესა და ნერწყვში, ანთების კერაში პრეპარატი უფრო მეტი კონცენტრაციით ხვდება, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ორგანიზმიდან გამოიდევნება როგორც შეუცვლელი, ასევე არააქტიური მეტაბოლიტების სახით შარდთან და ფეკალურ მასასთან ერთად. T1/2 დაახლოებით 12 საათს შეადგენს.
ჩვენება
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
- არაჰოსპიტალური პნევმონია;
- მწვავე სინუსიტი;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
- მკურნალობის ხანგრძლივობა ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს - 5 დღე;
- არაბრონქიტის გამწვავების დროს - 10 დღე;
- მწვავე სინუსიტისა და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციის დრო - 7 დღე.
პრეპარატით მკურნალობა დასაშვებია 14 დღემდე გაგრძელდეს.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით (როცა კრეტანინის კლირენსი მეტია 30 მლ/წთ-ზე) დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ტაბლეტები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად.
გვერდითი მოვლენები:
მოქსიფლოქსაცინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენების უმრავლესობა (90%) მსუბუქი ან საშუალო სიძიმისაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
გულისრევა, ღებინება, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა, სტომატიტი, გლოსიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
პაციენტებში ჰიპოკალიემიით QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, არტერიული წნევის მატება ან შემცირება, ტკივილი მკერდის არეში. პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ:
უძილობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, ძილიანობა, ტრემორი, პარესთეზიები, გონების დაბინდვა, დეპრესია, ემოციური ლაბილობა.
სასუნთქის სისტემის მხრივ:
ბროსნქოსპაზმი, დისპნოე.
ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ:
ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, მიალგია.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ:
ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი.
ალერგიული რეაქციები:
გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
უკუჩვენებები:
* ორსულობა;
* ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
* ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდთა ასაკი;
* მოქსიფლოქსაცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
* მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის, კრუნჩხვითი შეტევების მაპროვოცირებელი და კრუნჩხვითი განტვირთვითს მზადყოფნის ზღვრის შემამცირებელი დაავადებების, QT ინტერვალის გახანგრძლივების, ჰიპოკალიემიის, ბრადიკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე იშემიის, გულის გამტარობის შემაფერხებელი პრეპარატების (Iა, II და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები) ერთდროული გამოყენების, ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.
* მოქსიფლოქსაცინი არ ინიშნება ეპილეფსიის დროს.
* მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე დიარეის მძიმე ფორმა აღენიშნებათ. მოქსინით თერაპიის ფონზე დიარეის გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- მოქსიფლოქსაცინისა და კორტიკოსტეროიდების კომბინაცია დიდი სიფრთხილით ინიშნება.
- მოქსიფლოქსაცინის და ანტაციდური პრეპარატების, ასევე პოლივიტამინებისა და მინერალების შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მოქსიფლოქსაცინის აბსორბციის დარღვევა. ამიტომ, ანტაციდები და კალციუმის, მაგნიუმის, ალუმინის, რკინის შემცველი პრეპარატები ინიშნება მოქსიფლოქსაცინის მიღებამდე 4 სთ-ით ადრე ან მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
- მოქსიფლოქსაცინი უმნიშვნელოდ ცვლის დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს.
- მოქსიფლოქსაცინი გავლენას არ ახდენს გლიბლენკლამიდის, პრობენეციდის, ვარფარინის, პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციაზე.
- აქტივირებული ნახშირისა და 400 მგ მოქსიფლოქსაცინის ერთდროული მიღებისას, პრეპარატის აბსორბციის შეფერხების გამო, მისი ბიოშეღწევადობა 80%ით- მცირდება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით