ვიტამინების, მინერალების, დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA), ომეგა -3 და ლუთეინის მაღალი შემცველობის კომპლექსი.

წითელი კაფსულა  „დღე“  შეიცავს  :

დოკოზაჰექსაენის მჟავა ((DHA)  315 მგ -  ამცირებს  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, ახდენს  ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.
აფერხებს თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნური სტატუსის სრულფასოვან ფუნქციონირებას, ახდენეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს.

ლუთეინი (Lutein)10 მგ - აბლოკირებენ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას.  მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, აბლოკირებს რა თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ თვალს და ამცირებენ მხედველობის ფუნქციას.

Bacillus coagulans BC 513 არანაკლებ 2 მილარდი შტამი- ხელს უწყობს ნაწლავის ნორმოფლორის ნორმალიზებას, თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას.

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიკატი, ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები: E171; E172;    E129.

 

იასამნისფერი კაფსულა „ღამე“ :

ვიტამინი C(Vitamin C) 100 მგ - ანტიოქსიდანტი,აძლიერებს რეპარაციულ პროცესებს,ზრდის ინფექციების მიმართ მდგრადობას.მნიშვნელოვანია პლაცენტის ნორმალური განვითარებისთვის.

ნიაცინი (Vitamin B3, PP) 22 მგ-  მონაწილეობს უჯრედში ძირითად ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ფერმენტების, ლიპიდების  და ნახშირწყლოვან ცვალში.

ვიტამინი E (Vitamin E) 12 მგ - ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე (ქალის სასქესო უჯრედების სინთეზის ნორმალიზება,ორსულობის ნორმალური მიმდინარეობა, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება)

პანთოტენის მჟავა (Vitamin B5)   6მგ - მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში, ასევე ნაღვლის მჟავებისა და ჰორმონების სინთეზში.  აქვს ანტისტრესული მოქმედება, ამცირებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ და გვერდით ეფექტებს.

ვიტამინი B2(Vitamin B2) -1,7მგ - უჯრედული სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორი, უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სინთეზში. ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს.

ვიტამინი B6  (Vitamin B6) -1,9 მგ - მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, ამსუბუქებს პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლინებას და ხსნის საჭმლის მომნელებელი სისტემის სპაზმს.

ვიტამინი B1 (Vitamin B1) -1,4 მგ- წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმში, ასევე დნმ/რნმ-ის, ნაღვლის მჟავებისა და ნეირომედიატორების სინთეზში. გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და კუნთების ტონუსზე, ასევე ხელს უწყობს მადის შენარჩუნებას.

ფოლიუმის მჟავა 400მგ (Folic acid) -  ახორციელებს  ორსულობის დროს ნერვული მილის დეფექტების და სხვა მალფორმაციების ჩამოყალიბების  პრევენციას.

ბიოტინი (Vitamin B7) -35 მკგ - მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას.

ვიტამინი D3 (Vitamin D3) - 15 მკგ  უზრუნველყოფს კალციუმ ფოსფატის ათვისებას ,ძვლის მინერალიზაციას ,ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ  ფუნქციონირებს .

ვიტამინი B12 (Vitamin B12)  -2,5 მკგ  - ფოლის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების,  ერითროციტების,ჰემოგლობინის  ფორმირებაში,  აუცილებელია მიელინის სინთეზისთვის ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ პოტენციალს.

რკინა (Iron) 27 მგ  -აუცილებელი ელემენტია ნაყოფის მოტორული ან მენტალური ფუნქციის ნორმალური განვითარებისათვის, რკინა-დეფიციტური ანემია ორსულობის პერიოდში ზრდის ნაყოფის ზრდის შეფერხების და ნაადრევი მშობიარობის რისკს.

თუთია ( Zinc)- 11 მგ  80-ზე მეტი ფერმენტის შემადგენელი ნაწილია,  წარმოადგენს უცილებელ ელემნეტს E ვიტამინის და ორგანიზმში რიგი ჰორმონების სინთეზში , მათ შორის ინსულინი, ტესტესტერონი და ზრდის ჰორმონი . აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, ამცირებს მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების საშიშროებას.

მანგანუმი (Manganese) -2,5 მგ აუცილებელია ცხიმის ნორმალური მეტაბოლიზმისათვის, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილების შენებისათვის, ქოლესტერინისა და ნუკლეოტიდების (დნმ) სინთეზისათვის.

სპილენძი (Copper)-1,2 მგ ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ანაბოლურ პროცესებს, კანის, თვალისა და თმების პიგმენტების, ჰემოგლობინის სინთეზში, ზეგავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციებზე.

იოდი(Iodine) - 220 მგ  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის - თიროქსინის წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაციაში  და აკონტროლებენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ენერგიის ცვლას, არეგულირებენ თავის ტვინის, ნერვული და გულ­სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო და სარძევე ჯირკვლების მუშაობას.

დამხმარე ნივთიერებები:  მზესუმზირის ზეთი, ჟელატინი, გლიცერინი, სორბიტოლი, საღებავები: E171; E129; E124; E133. 

 

არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას და სოიოს.

 

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა ;
  • ორსულობისათვის მზადების პერიოდი ;
  • ორსულთა ტოქსიკოზი ;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის და ჰორმონოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
  • ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი

პროფილაქტიკა და მკურნალობა ;

  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, კონცენტრირების უნარის დაკარგვა ;
  • მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ვიტამინებზე და მაკრო- და მიკროელემენტებზე (დაავადების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი, ქირურგიული ოპერაციები ან რადიოთერაპია, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის)
  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის  პროფილაქტიკა და მკურნალობა;

 

დოზირება და მიღების წესი:

1 წითელი კაფსულა მიიღება დილით და 1 იასამნისფერი კაპსულა საღამოს, ჭამის შემდეგ.

გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოშვების ფორმა:
 N 60კაფსულა ( 2 ბლისტერი, თითოეულ ბლისტერზე 15 წითელ კაფსულას +15 იასამნისფერი კაფსულა).

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი

მწარმოებელი - LJ Pharma, იტალია

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: Saf farma

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია