მცენარეული, ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატი
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
აქტიური იგრედიენტები:
ყავის მწვანე მარცვლების ექსტრაქტი-400 მგ
ჯინჯერის (ჯანჯაფილი,კოჭა) ფესვების მშრალი ექსტრაქტი-200 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
400 მგ მწვანე ყავის ექსტრაქტი შეიცავს 50% ქლოროგენ მჟავას და მრავალ ანტიოქსიდანტს.
კვლევებმა აჩვენა რომ ქლოროგენ მჟავა ხელს უწყობს სისხლში შაქრის გადამუშავებას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამით ხელს უწყობს ორგანიზმის წონის კლებას. მწვანე ყავის ექსტრაქტი აქვეითებს მადას. მის შემადგენლობაში შედის საკამოდ დიდი რაოდენობის კოფეინი, რაც ორგანიზმს ტონუსში ყოფნაში ეხმარება.
ჯინჯერის ექსტრაქტი აქვეითებს მადას, რადგან თრგუნავს გემოვნების რეცეპტორებს. აძლიერებს ნივთიერებათა ცლის პროცესებს,აჩქარებს მეტაბოლიზმს, აქვეითებს შაქრის და ქოლესტერინის დონეს სისხლში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. თრგუნავს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) პროდუქციას,რაც ამცირებს მუცლის არეში ზედმეტი ცხიმის დაგროვებას და წონის გაზრდას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია ჯინჯერის ექსტრაქტში ფიტოციდებსა და ეთერული ზეთების შემცველობით.

მწვანე ყავა ჯინჯერით უფრო ეფექტურად მოქმედებს ფიზიკური აქტივობის და რაციონალური კვების შემთხვევში.

რეკომენდირებული დოზა: 1 ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ინიშნება I ტიპის დიაბეტის დროს,
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში.
მეორადი შეფუთვა: 3 ბლისტერი თავსდება კოლოფში ანოტაციასთან ერთად.
შენახვის პირობები: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
არ მიიღოთ მედიკამენტი, ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას, და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.
მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. “გამა”
საქართველო.
ტელ: 2109916

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია