ნანო მელატონინი / Nano Melatonin
  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): melatonin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ჰერბალ პრეპარატი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 5 მგ ტაბლეტი №90
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

1 ტაბ. შეიცავს 5 მგ მელატონინს - აქტიური ნივთიერება.

დამხმარე ნივთიერებები: დექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს.  

პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს

აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება

 

ჩვენება:  

ნანო მელატონინი  მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში

უძილობა, ძილის რითმის დარღვევა

ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა 

საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი

ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა

 

მიღების წესი და დოზირება:

ნანო მელატონინი  მიიღება მოზრდილებში

პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე

სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე

ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი

ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:

მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტა-ბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება

სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს სასურველი ეფექტის დაქვეითებას.

 

ჭარბი დოზირება:

არ არის დაფიქსირებული

 

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები

პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.

 

შენახვის პირობები

გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25c- მდე ტემპერატურის პირობებში

 

ვარგისანობის ვადა

3 წელი.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.

 

გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია