ნანომელი / Nanomel spray

 

სავაჭრო სახელწოდება:
ნანომელი / Nanomel spray

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
melatonin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი:
Euronatural

მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია

გამოშვების ფორმა
სპრეი 0,125 მლ

გაცემის რეჟიმი
III
ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

ნანომელის 1 სპრეი ­ 0,125 მლ, შეიცავს 0,5 მგ მელატონინს. ნანოტექნოლოგიური მეთოდი, რომლითაც დამზადებულია ნანომელი, თავიდან გვაცილებს აქტიური ნივთიერების ჰიდროლიზურ ოქსიდაციას , რაც განაპირობებს მელატონინის მაქსიმალურ შეწოვას

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს. აწესრიგებს ცირკადულ რიტმებს , არეგულირებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას, აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება ­განწყობას, დილით გამოღვიძებისას არ ახასიათებს მოთენთილობა და უგუნებობა . ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებებზე. გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები , არეგულირებს გონადოტროპინების სეკრეციას, აგრეთვე, ადენოჰიპოფიზის ზემოქმედებას ­ კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციაზე. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას .

 

ნანომელის სუბლინგვალური სპრეი:

  • არეგულირებს ძილ­ღვიძილის ციკლს, სხეულის ტემპერატურას
  • ასწორებს ძილის დარღვევებს (გადაფრენასთან დაკავშირებული სადღეღამისო ბიორიტმის დარღვევა , შეფერხებული ძილის ფაზის სინდრომი, სამუშაოსთან დაკავშირებული ძილის პრობლემები და ძილის ზოგიერთი დარღვევა ბავშვებში )
  • აჩქარებს ჩაძინების დროს, აუმჯობესებს საერთო ძილის დროსა და ხარისხს
  • წარმოადგენს ნეიროპროტექტორულ ნივთიერებას (ნეიროდეგენარაციული დარღვევებისას ამცირებს ტვინის ოქსიდაციურ დაზიანებას )
  • ამცირებს ბენზოდიაზეპინებისმოხსნის სინდრომის " სიმწვავეს
  • ამცირებს ნეიროლეპტიკების გვერდით მოვლენებს (გვიანი დისკინეზია, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერტენზია )
  • აქვს ონკოსტატიკური ეფექტი, განსაკუთრებით ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნეებზე
  • აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება (აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს, ასტიმულირებს ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს , რაც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისგან )
  • არეგულირებს ჰორმონების სეკრეციას ჩვენებები
  • სხვადასხვა დაავადებებით ან მდგომარეობებით გამოწვეული უძილობა მიღების წესი
  • დაძინებამდე 1 საათით ადრე 1-­2 შესხურება
  • როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას : ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-­5 დღის განმავლობაში 1-2 სპრეის შესხურება დაძინებამდე 1 საათით ადრე

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია