საერთაშორისო დასახელება:
NATRII THIOSULFAS
მწარმოებელი: DARNITSA
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის თიოსულფატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდოტი; კომპლექსწარმომქნელი საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 30%: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
ნატრიუმის თიოსულფატი ......... 0.3 გ 1.5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორგანიზმში შეყვანისას ახდენს ანტიტოქსიკურ, ანთებსაწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას, უვნებელჰყოფს ჰალოიდების (იოდი) პრეპარატებს. მჟავე გარემოში იშლება გოგირდისა და გოგირდის ანჰიდრიდის გამოყოფით, რომლებიც ახდენენ ანტიპარაზიტარულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ინტრავენური გამოყენების შემდეგ ვრცელდება უჯრედგარე სითხეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.65 საათს.
ჩვენებები:
მოწამვლა დარიშხანით, ვერცხლის წყლით, ტყვიით (წარმოიქმნება არატოქსიკური სულფიტები), ციანიდმჟავით და მისი მარილებით, იოდისა და ბრომის მარილებით.
ალერგიული დაავადებები, ართრიტი, დიაბეტური პოლინეიროპათია.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინტრავენურად შეიყვანება 5-10 მლ 30% ხსნარი; ციანიდის ნაერთებით მოწამვლისას ერთჯერადი დოზა იზრდება 30% ხსნარის 50 მლ-მდე.
გვერდითი მოქმედება:
აღწერილი არ არის.
უკუჩვენებები:
დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კატეგორიულად არ დაიშვება ნეტრიუმის თიოსულფატის კონტაქტი ნიტრატებთან, კალიუმის პერმანგანატთან.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით.
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.