საერთაშორისო დასახელება: NIMORAZOLE
მწარმოებელი: PHARMACIA & UPJOHN, იტალია
მოქმედი ნივთიერება:
ნიმორაზოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები შეფუთვაში 6 ც.
1 ტაბ.
ნიმორაზოლი ............ 500 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ანტიპროტოზოულ საშუალებას, რომელსაც Trichomonas vaginalis-ის, ასევე Ciardia intestinalis და Entamoeba histolytica-ს მიმართ გააჩნია მაღალი აქტივობა. ამავე დროს, პრეპარატი აქტიურია გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიების, მათ შორის Bacteroides fragillis-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 500 მგ-ს 3-ჯერ მიღების შემდეგ ყოველ 12 საათში პლაზმაში მისი კონცენტრაცია პირველი მიღებიდან 3 საათის შემდეგ შეადგენს 16 მკგ/მლ, პირველი მიღებიდან 25 საათის შემდეგ - 25 მკგ/მლ და 7.5 მკგ/მლ-ში შემდგომი მიღებიდან 12 საათის შემდეგ.
1 გ პრეპარატის ყოველ 12 სთ-ში 3-ჯერ მიღებისას ნიმორაზოლის კონცენტრაცია ვაგინალურ სეკრეტში 24 სთ-ის, 48 სთ-ის და 72 სთ-ის შემდეგ შეადგენდა შესაბამისად 129 მგკ/გ; 95 მკგ/გ და 4 მკგ/გ. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით. შარდში მისი კონცენტრაცია ტრიქომონაციდულზე მაღალია. მინიმალური ტრიქომონაციდული კონცენტრაცია ვარირებს 0.3-3 მკგ/მლ საზღვრებში.
ჩვეებები:
- Trichomonas vaginalis -ით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება 2-ჯერ დღე-ღამეში 500 მგ-ის ოდენობით 6 დღის განმავლობაში.
შესაძლებელია დოზირების სხვა რეჟიმი: ერთხლე დღე-ღამეში 2 გ-ის ოდენობით 1-2 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა.
ალერგიული რეაქცეიბი: კანზე გამონაყარი.
უკუჩვენებები:
* ცნს-ის დაავადებები;
* მწვავე ნევროლოგიური დაავადებები;
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
* ორსულებში პრეპარატი არ გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები:
* მოსალოდნელი რეინფექციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სექსუალური პარტნიორების ერთდროულად მკურნალობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთ პარტნიორთაგანს არ აღენიშნება დაავადების სიმპტომები.
* მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.
* მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ანთების სიმპტომების არსებობა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.