შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს : 100 მგ პასიფლორას (Passiflora incarnata) მშრალ ექსტრაქტს , 100 მგ სვიის (Humulus lupulus ) მშრალ ექსტრაქტს , 6 0 მგ კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალ ექსტრაქტს .
დამხმარე ნივთიერებები :
სორბიტოლი , მაგნიუმის სტეარატი .
გამოშვების ფორმა :
კომბინირებული ტაბლეტი , ოვალური ფორმის .
მოქმედების მექანიზმი:
ნევროზალი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია , რომელსაც ახასიათებს ზომიერი სედატიური მოქმედება . პრეპარატი ამცირებს დაძაბულობას , შფოთვას , გაღიზიანებადობას , ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას , ძილის გაუმჯობესებას , არეგულირებს გულის მუშაობას , აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები , აძლიერებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას .
ნევროზალის ეფექტს განაპირობებს მცენარეული ექტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება :
პასიფლორა ( ვნების ყვავილი ) ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას , ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი , გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე.
სვია დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე , ამცირებს ტკივილს , კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას , ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი .
კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას . დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილურია .
ნევროზალს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი .
ჩვენება:
- მოუსვენრობა , შფოთვა ;
- ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები , სტრესის შემდგომი მდგომარეობა , შიში , თანმხლები დაძაბულობით , ტაქიკარდიით და ქოშინით ;
- მომატებული აგზნებადობა , გაღიზიანებადობა ;
- ემოციური დაძაბულობა ან დათრგუნვა ;
- კონცენტრაციის დაქვეითება ;
- ძილის მოშლა ;
- ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში );
- კლიმაქტერული სინდრომი ;
- "მენეჯერის სინდრომი " ( მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
- ანგიონევროზი ( გულ - სისხლძარღვთა სისტემის ) და ვეგეტონევროზი ( ვეგეტო - სისხლძარღვოვანი დისტონია ).
უკუჩვენება:
* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა .
უსაფრთხოების ზომები:
ორსულობის და ლაქტაციის ( ძუძუთი კვების ) პერიოდში პრეპარატის მიღება ჩვენების მიხედვით .
ნევროზალი აძლიერებს საძილე , სედატიური და სპაზმოლიზური საშუალებების მოქმედებას .
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი ორ - სამჯერ დღეში ხანგრძლივად მისაღებად . უფროსი ასაკის ბავშვებისათვის 1 ტაბლეტი ერთხელ - სამჯერ დღეში .
ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად , მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად .
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად მომატებული მგრძნობელობის გამოვლინებები .
ვარგისიანობა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. ინახება 15-250C ტემპერატურაზე , ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
2 ბლისტერი. თითოეულზე 15 ტაბლეტი. მეორადი შეფუთვა მუყაოს კოლოფში .
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ) .
მწარმოებელი:
წარმოებულია სს "ჯი პი სი"-ს დაკვეთით ,
Ponroy Vitarmonyl Industrie -ს მიერ; Parc d’activité Sud Loire, 85612 Montaigu Cedex, France