ნელადექსი
თვალის მალამო
(Neladex eye ointment)

შემცველობა:
მალამოს 1 გრამი შეიცავს: დექსამეტაზონი 1 მგ, ნეომიცინი სულფატის სახით 3.5 მგ ნეომიცინის ექვივალენტი, პოლიმიქსინი B- სულფატი – 6000 სე.

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი და რბილი პარაფინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნელადექსი თვალის მალამოს გააჩნია ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჩვენებები:
ნელადექსი თვალის მალამო გამოიყენება თვალების ანთებითი და ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:
ნელადექსი თვალის მალამო უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.

გვერდითი მოქმედება:
ნელადექსი თვალის მალამოს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გამოყენების წესი და დოზები:
ნელადექსის მალამოს მცირე რაოდენობა გამოიყენება 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და ძილის წინ), ან იწვეთებენ ნელადექსის თვალის წვეთებს მალამოს გამოყენებით მხოლოდ ძილის წინ.

სიფრთხილის ზომები:
ფრთხილად გამოიყენება გლაუკომით და კატარაქტით დაავადებულ პაციენტებში.

შენახვის პირობები:
ინახება ტემპერატურაზე 15º-30ºC, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:
მალამო 5 გ ტუბებში

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

მწარმოებელი:
“ე.ი.პ.ი.კო” ეგვიპტე, თენს ოვ რამადან სითი, პირველი საწარმოო ზონა B1, აბონენტის # 149 თენსი.
“ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც” (აშშ) – სათვის. USA. 400, West Apple Street, SD, Tea, 57064,
E-mail: wm@wmcorp.us, Web-Site: www.wmcorp. us.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია