შემადგენლობა:
ბეგქონდარას ბალახი - 15,6 გ; ნატრიუმის ან კალიუმის ბრომიდი - 1,3 გ;
სორბინის მჟავა; ეთილის სპირტი; შაქრის სიროფი - 130 გ - მდე ;
ბეგქონდარას სითხოვანი ექსტრაქტი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთს ( რომლის ძირითადი კომპონენტებია თიმოლი, კარვაკროლი, ლინალოოლი), ფლავონოიდებს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ხველების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტისეპტიკური, დამამშვიდებელი მოქმედება.
ჩვენება:
- ზედა სასუნთქი გზების კატარი; ბრონქიტი; ტრაქეიტი; ყივანახველა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ბრომიდების მიმართ; გულის უკმარისობა; ჰიპოტენზია; ანემია; შაქრიანი დიაბეტი;
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად .
მოზრდილებში თითო სუფრის კოვზი სიროფი 3-4- ჯერ დღეში საკვების მიღების წინ ;
ბავშვებში : 1- დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი სიროფი 2-3- ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.
3- დან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი სიროფი საკვების მიღების წინ;
6- დან 12 წლამდე 1 დესერტის კოვზი სიროფი 2-3- ჯერ დღეში საკვების მიღების წინ.
გამოშვების ფორმა: 130 გ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში მზომ ჭიქასთან ერთად;
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.