ნეოქონდრის ტაბლეტები
Tabulettae Neoqondri
ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
შემადგენლობა: ნეოქონდრის სქელი ექსტრაქტი, რომელიც მზადდება წყლის მარწყვაბალახას ფესურებისა და ფესვების; ოროვანდის ფესვების; შავი მოცხარის ფოთლების საფუძველზე;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის კარბონატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი მოქმედება. ხსნის სახსრების ტკივილსა და შეშუპებას, აწესრიგებს მინერალურ ცვლას, ახდენს მასენსიბილიზებელ და ზოგადგამაძლიერებელ მოქმედებას.
ჩვენება: ართრიტები (ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული), პოდაგრა, რევმატიზმი, ართრიტი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ძვლებისა და სახსრების დაზიანებები და ტრავმები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკა (მუდმივი ფიზიკური დატვირთვის მქონე პირებში და სპორტსმენებში), მინერალური ცვლის დარღვევა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება: გამოხატული ეფექტი მიიღება მხოლოდ მკურნალობის კურსის ჩატარებისას. მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 25-30 დღე.
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე. 3 ბლისტერი კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, მშრალ, გრილ ადგილას.