მწარმოებელი: ALFA WASSERMANN, იტალია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
2.4-დიქლორბენზილის სპირტი ......... 1.2 მგ
ასკორბინის მჟავა .......................... 70 მგ
დახმარე ნივთიერებები:
საქაროზა, ლიმონის შემავსებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო-ბოროჩილინა წარმოადგენს 2.4-დიქლორბენზილის სპირტისა და ასკორბინის მჟავას შემცველ კომბინირებულ პრეპარატს, რომელსაც იყენებენ პირის ღრუს და ხახის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
2.4-დიქლორბენზილის სპირტის 2% კონცენტრაცია ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედებით პირის ღრუს დაავადების გამომწვევი მრავალრიცხოვანი მიკროორგანიზმების მიმართ.
ასკორბინის მჟავა აძლიერებს 2.4-დიქლორბენზილის სპირტის ანტისეპტიკურ მოქმედებას. იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ და კარგად ნაწილდება ორგანოებსა და ქსოვილებში. ასკორბინის მჟავას ნორმალური კონცენტრაცია პლაზმაში და ლეიკოციტებში შეადგენს 5-12 მკგ/მლ და 250 მკგ/მლ-ს იზოლირებული ლეიკოციტების შემთხვევაში. გაცივების დროს, როდესაც ასკორბინის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაქვეითებულია, 1 გ პრეპარატის მიღების დროს მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღწევს 5-10 მკგ/მლ-ში 1-5 სთ-ის განმავლობაში.
ჩვენებები:
- გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუს, ხახისა და ღრძილების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
- პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კბილების ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე,
მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8 ტაბლეტს. რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
იმისათვის, რომ ტაბლეტების მოქმედების ეფექტი ლორწოვან გარსზე გახანგრძლივდეს, საჭიროა მათი დიდხანს გაჩერება პირის ღრუში.
გვერდითი მოვლენები:
არ ახასიათებს.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების ან ქიმიური სტრუქტურით მისი მონათესავე ნივთიერებების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები:
* ნეო-ბოროჩილინა შეიცავს საქაროზას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფ პაციენტებში.
* ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. მკურნალობის მოკლე კურსით (არა უმეტეს 7 დღე), სასურველი შედეგის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ან მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა.
* არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები :
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.