ნეო პეკეს კალციუმ + გამი

neo peques K2ALCIUM+ GUMMIES

 

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი :  ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი, კალციუმის დეფიციტის შემავსებელი კომბინირებული შემადგენლობის პრეპარატები (ბადი)

შემადგენლობა: Ca ტრიფოსფატი Ca3(PO4)2 - 588,25 მგ, ვიტამინი D3, ქოლეკალციფეროლი  – 0,85მგ, მენაქინონი K2 – 6,25მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძლიერი ძვლებისა და ჯანსაღი კბილების  განვითარებაში პრეპარატის მონაწილეობას განაპირობებს შემადგენლობაში არსებული Ca3(PO4)2, რომელიც იდენტურია ძვალში არსებული Ca-სა.

Ca ტრიფოსფატი  Ca3(PO4)2:  

  • მნიშვნელოვანი კომპონენტია  ჩონჩხის ძვლებისა და კბილის ემალის მინერალიზაციისთვის
  • მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემის პროცესში
  • მნიშვნელოვანი კომპონენტია მიოკარდიუმის და გლუვი კუნთების აღგზნება შეკავების პროცესის რეგულირებაში
  • მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის

ვიტამინი K2(MK-7) (მენაქინონი) - ოსტეოკალცინის გააქტიურების ხარჯზე მიმართავს Ca ++ ძვლებში და კბილის ემალში, ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას და რეგენერაციას; მონაწილეობს პროტეინი GLA მატრიქსის ჩამოყალიბების პროცესში და განაპირობებს  სისხლძარღვებში და ნერწყვში  Ca ++ შებოჭვას, რაც იცავს სისხლძარღვის კედელს კალციფიკატების წარმოქმნისგან და კბილზე ნადების განვითარებას უშლის ხელს

ჩვენება:

  • Ca++ დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში
  • Ca ++ და ვიტამინი D3 დეფიციტი არაბალანსირებული კვების დროს
  • Ca ++, D3 და K2 დეფიციტი კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვის   შედეგად განპირობებული
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • კარიესის პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში
  • მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობა

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

  • 4 წლ - 10 წლ: 1 გამი 1 X დღეში
  • 10 წლ - 18 წლ: 1 გამი 2 X დღეში

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20 -30 დღე.  კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი           

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:

5გ. საღეჭი ტაბლეტი, კარამელის არომატით №30. 150 გ

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა, ესპანეთი      

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია