ნეფროვაისი / NEFROWISE
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
დინდგელი (Propolis) - 100 მგ
შტოში (Vaccinium macrocarpon) - 100 მგ
თირკმლის ჩაი (Ortosiphon stamineus) - 100 მგ
დათვის კენკრა (Arctostaphylos uva-ursi) - 100 მგ
სიმინდის ულვაში (poaceae zea mays I.) - 100 მგ
მაგნიუმის ციტრატი (Magnesium citrate) - 100 მგ
მინდვრის შვიტა (Equisetum arvense) - 50 მგ
სამკურნალო ბაბუაწვერა (Taraxacum officinale) - 50 მგ
მოცვი (Vaccinium myrtillus ) - 50 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროსეპტიური, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, დიურეზული, ნაღვლმდენი, საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ნეფროვაისი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. ის შარდში მნიშვნელოვნად ამცირებს კენჭების წარმომქმნელი ელემენტების კონცენტრაციას (კალციუმი, ჰიდროქსიპროლინი) და ამაღლებს კენჭების წარმოქმნის პროცესში მაინჰიბირებელი ელემენტების დონეს (კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი). შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების დროს ნეფროვაისი აძლიერებს ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას მარილების, ტოქსინების და მძიმე მეტალების მარილების გამოყოფას.
დინდგელი (პროპოლისი) - ახასიათებს იმუნომოდულაციური, ანტიმიკრობული, რეგენერაციის მასტიმულირებელი, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი და დეტოქსიკაციური თვისებები. დინდგელის ექსტრაქტი აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს, ახდენს უჯრედის მემბრანათა სტაბილიზაციას, აძლიერებს ფაგოციტების ფუნქციას.
შტოში - აქვს გამოხატული ბაქტერიციდული და შარდმდენი ეფექტი, გამოიყენება საშარდე ინფექციების სამკურნალოდ. შტოშის ექსტრაქტი იცავს შარდ-სასქესო სისტემას ინფექციებისაგან. ის შეიცავს პროანტოციანიდინის ელემენტებს, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების ზრდასა და განვითერებას შარდ-სასქესო სისტემის უჯრედებში. შტოში შეიცავს ანტიოქსიდანტებს, გააჩნია ანტიკანცეროგენული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. შტოშის ნაყოფის ერთ-ერთი კომპონენტი, ურსოლის მჟავა ხასიათდება შარდმდენი მოქმედებით, რაც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.
თირკმლის ჩაი - ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ ორთოსიფონინს (0.01%), ალკალოიდებს, ცხიმოვან ზეთებს (2.7%), ღვინის მჟავას (1.5%), ლიმონმჟავას, ეთეროვან ზეთებს (0.2-0.66%), საპონინებს, რომელთა გასაპვნის რეაქციების შემდეგ გამოიყოფა ამირინი, ფიტოსტერინი და ტანინი. მედიცინაში თირკმლის ჩაი გამოიყენება ძირითადად, როგორც შარდმდენი საშუალება
თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე ჰიპერტონული დაავადების (რომელსაც თან სდევს თირკმლის ფუნქციების დარღვევა), შეშუპების, აზოტის დაგროვების, ალბუმინურიის, თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს. გამოიყენება აგრეთვე ცისტიტების, ურეთრიტების, დიაბეტის, ქოლეცესტიტის, ნაღვლის კენჭოვანი დაავადების დროს. თირკმლის ჩაის მიღება რეკომენდირებულია საგულე გლიკოზიდებთან ერთად, გულის უკმარისობის II და III ხარისხის დროს.
დათვის კენკრა - გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და დეზინტოქსიკაციური თვისებები შარდის ბუშტის და შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროს. დათვის კენკრას ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება.
სიმინდის ულვაში - შეიცავს საპონინებს, გლიკოზიდებს, ფლავანოიდებს, ალკალოიდებს, ეთერზეთებს და სხვადასხვა მიკროელემენტებს. მას ახასიათებს დიურეზული და ნაღვლმდენი მოქმედება. გამოიყენება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტების, უროლოგიური დაავადებების (თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები,ნეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი) დროს, აგრეთვე ჰელმინთებით ინვაზიის დროს. სიმინდის ულვაში ზრდის ნაღვლის სეკრეციას, არეგულირებს მის სიბლანტეს. ამცირებს ბილირუბინის შემცველობას.
მაგნიუმის ციტრატი - ახასიათებს ანალგეზიური, დამამშვიდებელი, საძილე, ანტიარითმული, ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი და დიურეზული მოქმედება. მაგნიუმის უკმარისობა შარდში ოქსალატების მომატებას იწვევს. Mg²+-ის იონი უკავშირდება შარდში ოქსალატების კრისტალებს, ზრდის ოქსალატების ხსნადობას, თრგუნავს კრისტალიზაციას და თირკმელ-კენჭოვანი დაავადების განვითარებას.
მინდვრისშვიტა - აძლიერებს თირკმელებში გორგლოვან ფილტრაციას, აფერხებს კენჭების წარმოქმნას. შვიტას ექსტრაქტი ახდენს წყალ-მარილოვანი ბალანსის ოპტიმიზაციას და აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას შარდგამომყოფი სისტემის დაავადებების დროს. შარდმჟავა დიათეზის დროს მინდვრის შვიტას აქტიური ნივთიერებები ახდენენ შარდში კოლოიდურ და კრისტალურ ნივთიერებებს შორის წონასწორობის შენარჩუნებას, რაც აფერხებს შარდის კენჭების, განსაკუთრებით ოქსალატების წარმოქმნას. მცენარეში არსებული სილიციუმის ნაერთები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახსრების და სისხლძარღვთა კედლის შემაერთებელი ქსოვილის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
სამკურნალო ბაბუაწვერა - შეიცავს ფლავანოიდებს, ტერპენულ ნაერთებს, ინულინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასევე ვიტამინებსა და მინერალებს (თუთია, სელენი). სამკურნალო ბაბუაწვერა ხასიათდება შარდმდენი, ანთების საწინააღდეგო, ანტიმიკრობული, ანტიპარაზიტული მოქმედებით.
მოცვი - შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავანოიდებს და ფიტოესტროგენებს, რომლებსაც გააჩნიათ ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტისიმსივნური მოქმედება. მოცვი ცნობილია როგორც ორგანიზმის იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება, იგი ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესული სიტუაციების მიმართ. გამოიყენება როგორც შაქრის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლმბადი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება.
ჩვენებები: შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი; პიელონეფრიტი; ვაგინიტი, ვულვიტი; შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში) და პროფილაქტიკა; საშარდე სისტემაში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნის დროს; პოდაგრა; ნეფროზული სინდრომი; არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა; ქოლეცისტიტი; ასციტი; ჰელმინთური ინვაზიები.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატების კომპონენტების მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ნეფროვაისის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის II და III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება: ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, დილით და საღამოს ჭამის
შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობაა 2-8 კვირა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: გამოვლენილი არ არის.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N 30, ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, მზის სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე (food supplement).
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია: “ WISE PHARMA” S.R.L, დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი : „PRIMEA LIMITED” , ინგლისი.