ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიკეტამიდი წარმოადგენს ანალეფსიურ საშუალებას. იგი ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ააგზნებს ვაზომოტორულ და სუნთქვით ცენტრებს. სუნთქვის ცენტრის აგზნება ნაწილობრივ დაკავშირებულია კაროტიდული სინუსის ქემორეცეპტორების რეფლექსურ სტიმულირებასთან; პრეპარატს არ ახასიათებს გულზე უშუალო ზეგავლენა და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება.
ჩვენებები
- მწვავე კოლაფსი და ასფიქსია;
- შოკური მდგომარეობა ქირურგიული ოპერაციების დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში;
- სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა;
- სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითება;
- სუნთქვის შესუსტება სხვადასხვა ინფექციური დაავადებით შეპყრობილ პირებსა და რეკონვალესცენტებში, ახალშობილთა ასფიქსია;
- ნარკოტიკებით, საძილე საშუალებებით და ალკოჰოლით მოწამვლა.
დოზირების რეჟიმი
- პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთებში და ვენაში.
- მოზრდილებს კანქვეშ, კუნთებში და ვენაში შესაყვანად ენიშნებათ 1-2 მლ დღეში, 1-3-ჯერ;
- ბავშვებს კანქვეშ შესაყვანად ასაკის მიხედვით ენიშნებათ 0.1-0.75 მლ.
- პრეპარატის ვენაში ინექცია მიმდინარეობს ნელა.
- ნარკოტიკებით, ანალგეტიკებით და საძილე საშუალებებით ინტოქსიკაციის დროს მოზრდილებში ვენაში ნელა შეყავთ 3-5 მლ პრეპარატი (შესაძლებელია აგრეთვე პრეპარატის შეყვანა კანქვეშ და კუნთებში).
- რადგან პრეპარატის კანქვეშა და კუნთებში ინექციები მტკივნეულია, ტკივილების შემცირების მიზნით მდგომარეობისდა მიხედვით ინექციის ადგილას წინასწარ შეყავთ ნოვოკაინი (მოზრდილებში - 1 მლ 0.5% ხსნარი, ბავშვებში - ასაკის შესაბამისად).
- მოზრდილებში, პრეპარატის კანქვეშა ინექციის უმაღლესი დოზები: ერთჯერადი - 2 მლ, სადღეღამისო - 6 მლ, ნარკოტიკებით მოწამვლისას პრეპარატის უმაღლესი ერთჯერადი დოზა კანქვეშ და ვენაში ინექციისათვის შეადგენს 5 მლ.
გვერდითი მოვლენები
ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.
უკუჩვენებები
კრუნჩვებისადმი მიდრეკილება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- კროდიამინის და რეზერპინის კომბინაცია იწვევს კრუნჩხვების გაძლიერებას.
- სუნთქვის ცენტრის აგზნების კუპირება შესაძლებელია ზოგადი სანარკოზო საშუალებების გამოყენებით.
- პასკი და სალუზიდი ამცირებენ პრეპარატის მოქმედების ეფექტს.
- ამინაზინი და ფენოთიაზინის სხვა წარმოებულები იწვევენ პრეპარატის ანალეფსიური ეფექტის და მისი კრუნჩხვითი მოქმედების შესუსტებას.