ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიჰისტამინური ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ცეტირიზინი მიეკუთვნება ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტების ჯგუფს, ახდენს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკირებას, პრაქტიკულად არ გააჩნია ანტიქოლინერგიული და ანტისეროტონინული მოქმედება. გააჩნია გამოხატული ანტიალერგიული მოქმედება, ხელს უწყობს ალერგიული რეაქციების განვითარებას და ამსუბუქებს მათ. გააჩნია ქავილისა და ექსუდაციის საწინააღმდეგო ეფექტი. ზემოქმედებას ახდენს ალერგიული რეაქციების ადრეულ სტადიაზე და ასევე ამცირებს ანთების უჯრედების მიგრაციას; თრგუნავს დაყოვნებულ ალერგიულ რეაქციაში მონაწილე მედიატორების გამოყოფას. ამცირებს კაპილარების გამტარობას, ხელს უწყობს ქსოვილების შეშუპების განვითარების თავიდან აცილებას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმს. ხსნის კანის რეაქციას ჰისტამინის, სპეციფიკური ალერგენების შეყვანაზე, და ასევე გაცივებაზე (სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციების დროს). თერაპიულ დოზებში პრაქტიკულად არ გააჩნია სედატიური ეფექტი.
პრეპარატის მოქმედება იწყება 20 წუთის შემდეგ (ავადმყოფების 50%-ში), 1 საათში (ავადმყოფების 95%-ში) და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: შიგნით მიღების შემდეგ ცეტირიზინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30-60 წუთის შემდებ. საკვების მიღება მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ ახდენს რაოდენობრივ შეწოვაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში შეწოვა უმნიშვნელოდნ ბა.
განაწილება: ცეტირიზინი უკავშირდება პლაზმის პროტეინებს დაახლოებით 93%-ით. განაწილების სიდიდე, მოცულობა (Vძ) დაბალია (0,5 ლ/კგ), პრეპარატი არ აღწევს უჯრედებში. პრეპარატი არ აღწევს ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გავლით.
მეტაბოლიზმი: ცეტირიზინი სუსტად მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. 10 მგ ცეტირიზინის დანიშვნიდან 10 დღის შემდეგ მისი დაგროვება არ აღინიშნებოდა.
გამოყოფა: დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმლებით, ძირითადად უცვლელი სახით. სისტემური კლირენსის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 54 მლ/წთ. პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი ერთჯერადი დოზის ერთჯერადი შეყვანის დროს შეადგენს დაახლოებით 10 საათს. 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ნახევარდაშლის პერიოდი მცირდება 5-6 საათამდე. თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 11-31 მლ/წთ) და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 7 მლ/წთ-ზე ნაკლები) ნახევარდაშლის პერიოდი იზრდება 3 ჯერ, კლირენსი მცირდება 70%-ით.
ქრონიკული დაავადებების არსებობისას და ხანდაზმულ პაციენტებში ნახევარდაშლის პერიოდი იზრდება 50%-ით და კლირენსი მცირდება 40%-ით. ჰემოდიალიწზ არაეფექტიანია.
გამოყენების ჩვენებები:
- სეზონური და მთელი წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი;
- ქავილიანი ალერგიული დერმატოზები;
- პოლინოზი (თივის ცხელება);
- ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჩათვლით);
- ანგიონევროზული შეშუპება.
გამოყენების წესი და დოზხირება:
12 წელზე უფროსი ბავშვები და მოზრდილები: 1 ტაბლეტი (10 მგ
ცეტირიზინი) ყოველდღიურად დღე-ღამეში ერთხელ.
6-12 წლის ბავშვები:
1 ტაბლეტი (10მგ ცეტირიზინი) ყოველდღიურად ან 1/2 ტაბლეტი (5 მგ ცეტირიზინი) დღე-ღამეში ორჯერ დილით და საღამოს ან 10 მლ სიროფი (10 მგ ცეტირიზინი) დღეში ერთხელ ან 5 მლ სიროფი დღეში 2 ჯერ - დილით და საღამოს.
2-6 წლის ბავშვები: 5 მლ სიროფი დღეში ერთხელ ან 2,5 მლ სიროფი დღეში 2 ჯერ - დილით და საღამოს.
6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 2,5 მლ სიროფი დღეში ერთხელ ან ამ დოზის ნახევარი - დილით და საღამოს.
თირკმლის უკმარისობის დროს: რეკომენდებული დოზა უნდა შემცირდეს 2 ჯერ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: დოზა უნდა შერჩეულ იქნას ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის, განსაკუთრებით ღვიძლის უკმარისობის დროს. თირკმლის წორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის ცვლილება არ არის საჭირო.
გვერდითი ეფექტები:
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, აგზნება, შაკიკი.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი.
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. გვერდითი მოვლენები იშვიათად ჩნდება და წარმავალი ხასიათი გააჩნია.
უკუჩვენებები:
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
– 6 თვეზე უმცროსი ბავშვები;
- ორსულობა;
– ლაქტაცია.
სიფრთხილით: საშუალო სიმძიმის და მძიმე თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია), ხანდაზმული ასაკი (შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება).
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს:
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში
პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად შემცირებული დოზით.
გამოყენება თირკმლების ფუნქციის დარღვევების დროს თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ ინდივიდუალურად შემცირბული დოზით.
გამოყენება ბავშვებში:
6 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოყენებულ იქნას ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (შესაძლებელია გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება).
თირკმლის ნორმალური ფეუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს დოზის კორექცია არ ესაჭიროება.
განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ხანდამული ასაკის პირებში.
არ არის რეკომენდებული ცენტრალური წერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებების, ალკოჰოლის ერთდროული მიღება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება
მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი აარიდოთ საქმიანობის
პოტენციურად სახიფათო სახეებს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების
მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფი ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები. შესაძლებელია ძილიანობა, შენელებული რეაქციები, სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, მომატებული გაღიზიანებულობა), შარდის შეკავება.
მკურნალობა: ატარებენ სიმპტომურ თერაპიას. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის გამოვლენილი. ახორციელებენ კუჭის ამორეცხვას, ნიშნავენ აქტივირებულ ნახშირს.
სამკურნალ წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის დადგენილი ცეტირიზინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთემედებები.
შენახვის ვადა:
3 წელი, არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ (მითითებულია შეფუთვაზე).
აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30“C ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისგან და სინესტისგან.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.