მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის საძილე და სედატიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ფლაკონში 30 ც.
ან ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.
1 ტაბ.
ნოვო-პასიტი მშრალი ექსტრაქტი .......157.5 მგ
(კატაბალახა სამკურნალო, ბარამბო სამკურნალო, კრაზანა ჩვეულებრივი, კუნელი, ინკარნატის პასიფლორა, დიდგულა, ჩვეულებრივი სვია).
გვაიფენეზინი ...............................200.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: კოლოიდური კაჟმიწა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კომპრიტოლი “888ATO” მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა “Fast fiow”.
გარსი: ოპადრა “AMV 80W 31115” მწვანე.
ხსნარი პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 100 მლ
1 ფლ.
სამკურნალო მცენარეების თხევადი ექსტრაქტი ....... 7.75 გ
(კატაბალახა სამკურნალო, ბარამბო სამკურნალო, კრაზანა ჩვეულებრივი, კუნელი, ინკარნატის პასიფლორა, დიდგულა, ჩვეულებრივი სვია).
გვაიფენეზინი ....................... 4 გ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციკლამატი, ქსანტუმის გუმფისი, ინვერტოზა 50%, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქაროზას მონოჰიდრატი, ეთანოლი 96%, ფორთოხლის არომატი, ნატრიუმის ციტრატის დეჰიდრატი, მალტოდექსტრინი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და გვაიფენეზინს. გააჩნია სედატიური და ანქსიოლიზური მოქმედება. ამცირებს განგაშის შეგრძნებასა და ფსიქიურ დაძაბულობას. ადუნებს გლუვ კუნთებს.
გვაიფენეზინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად შეიწოვება, მეტაბოლიზდება ღვიძლში, უკავშირდება გლუკურონის მჟავას და გამოიყოფა ინაქტიური მეტაბოლიტების სახით. გამოყოფა ძირითადად ხდება შარდთან ერთად. ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი მიახლოებით არის 1 საათი.
ჩვენებები:
- ნევრასთენია და ნევროზული რეაქციები, რომლებსაც თან ახლავს აგზნებადობა, განგაშის შეგრძნება, შიში, დაღლილობა, ყურადღების გაფანტვა;
- “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიური დაძაბულობის მდგომარეობა);
- უძილობა (მსუბუქი ფორმები);
- ნერვიული დაძაბულობით განპირობებული თავის ტკივილები;
- შაკიკი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური დაავადებები (დისპეფსიური სინდრომი, “გაღიზიანებული ნაწლავის’ სინდრომი);
- ნეიროცირკულატორული დისტონიისა და კლიმაქტერული სინდრომის დროს, როგორც სიმპტომატური საშუალება;
- დერმატოზები, რომელთაც თან ახლავს ქავილი (ატოპიური და სებორეული ეგზემა, ჭინჭრის ციება).
მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით: ჩვეულებრივ შემთხვევებში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დღე-ღამის დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე 3-ჯერ დღეში. არასასურველი დათრგუნვის წარმოშობის შემთხვევაში, საჭიროა დილისა და დღის დოზის შემცირება - 1/2 ტაბლეტის მიღება, ხოლო საღამოს დოზა - 1 ტაბლეტი.
დოზის შეცვლა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის მიხედვით. პრეპარატის მიღებათა შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სასმელებთან ერთად (ჩაი, წვენი - გარდა გრეიფრუტის წვენისა). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის ან ღებინების შეგრძნების შემთხვევაში პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.
ხსნარი
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით: ჩვეულებრივ შემთხვევებში ნოვო-პასიტი მიიღება 5 მლ 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დღე-ღამის დოზის გაზრდა 10 მლ-მდე 3-ჯერ დღეში. არასასურველი დათრგუნვის წარმოშობის შემთხვევაში, დილისა და დღის დოზას ამცირებენ ნახევრამდე და იღებენ 2.5 მლ, ხოლო საღამოს - 5 მლ.
დოზის შეცვლა შესაძლებელია პაციენტის რეაქციის მიხედვით. პრეპარატის მიღებათაშორის ინტერვალი უნდა იყოს 4-6 საათი.
პრეპარატი მიიღება პირდაპირ მენზურიდან ან სასმელებთან ერთად (ჩაი, ხილის წვენი და სხვა). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტის ან ღებინების შეგრძნების შემთხვევაში პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები:
პაციენტები ჩვეულებრივ კარგად იტანენ პრეპარატს. მაგრამ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, ეგზანთემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა (გულისრევა, ღებინება სპაზმები, წვა, შეკრულობა), ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, რომლებიც სწრაფად გადის პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, განსაკუთრებით გვაიფენეზინის მიმართ, მიასთენია, ეპილეფსია.
* პრეპარატი ნოვო-პასიტი უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის 12 წლის ასაკამდე.
* გადაწყვეტილებას პრეპარატის მიღებისა შაქრიანი დიაბეტითა და ღვიძლის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებში, ასევე ორსულობის პერიოდსა და მეძუძურებში იღებს მკურნალი ექიმი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (მეძუძურ დედებში) ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შესაძლებელია ნოვო-პასიტის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები:
* სხვა სამკურნალო საშუალებებისა და ნოვო-პასიტის ერთდროული მიღება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
* სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების დროს.
* პრეპარატის გამოყენებისას დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელების მიღება.
* 7 დღის განმავლობაში მდგომარეობა თუ არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა, გამოვლინდა გვერდითი მოვლენები ანდა სხვა არადამახასიათებელი რეაქციები, პრეპარატის შემდგომში მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
* პრეპარატის თითოეული დოზა შეიცავს 0.703 გ-მდე ეთანოლს, რომელიც მავნებელია ბავშვებისათვის, პაციენტებისათვის ღვიძლის დაავადებით, ალკოჰოლიკების, ეპილეპტიკების, ორსულებისა და მეძუძურებისათვის. ეთანოლს შეუძლია შეცვალოს ან გააძლიეროს სხვა პრეპარატების მოქმედება.
* პრეპარატი შეიცავს 13.3-15.1 გ გლუკოზას და 13.3-15.1 გ ფრუქტოზას. პრეპარატის რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში თითოეული დოზა შეიცავს 1.5 გ-მდე გლუკოზასა და 1.5 გ-მდე ფრუქტოზას.
ზემოქმედება მანქანის და მექანიზმების მართვის შესაძლებლობებზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავის შეკავება პოტენციურად საშიში საქმიანობის სახეობებისგან, რომლებიც საჭიროებს ყურადღების ძლიერ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები - 3 წელი, ხსნარი - 4 წელი.