საერთაშორისო დასახელება: NAPHAZOLINE; CHLORPHENIRAMINE
მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი
მოქმედი ნივთიერება: ნაფაზოლინი+ქლორფენირამინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვების შემავიწროვებელი და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის/ცხვირის წვეთები: საწვეთურიან ფლაკონში 15 მლ.
1 მლ
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი ....... 0.5 მგ
ქლორფენირამინის მალეატი............ 0.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ციტრატი, ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი - ალფაადრენომიმეტური საშუალებაა, რომელიც ახდენს სწრაფ, გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ მოქმედებას, ცხვირის გაჭედვისა და ცხვირიდან გამონადენის რაოდენობის შემცირებას.
ქლორფენირამინის მალეატი - ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორია. ახდენს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს სურდოს, ცემინებას, ცრემლდენას, თვალისა და ცხვირის ქავილს.
ჩვენებები:
ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები გამოიყენება:
- თვალის ალერგიული დაავადებებისას;
- სურდოს;
- ალერგიული რინიტის;
- სინუსიტის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ცხვირში: 2 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში თითოეულ ნესტოში.
თვალებში: 1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.
უკუჩვენებები:
ნოზეილინი თვალის/ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია:
* ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს;
* 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.