საერთაშორისო დასახელება:
DROTAVERINE
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS
მოქმედი ნივთიერება: დროტავერინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ნო-შპა
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი ან ფლაკონში 100 ც.
1 ტაბ.
დროტავერინის ჰიდროქლორიდი ........ 40 მგ
ნო-შპა ფორტე
ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 ტაბ.
დროტავერინის ჰიდროქლორიდი .... 80 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მიეკუთვნება იზოქინოლინის წარმოებულ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გლუვი კუნთების მოდუნებას ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას IV-ის ბლოკირების, ცამფ-ის კონცენტრაციის გაზრდის და მიოზინის კინაზას მსუბუქი ჯაჭვების ინაქტივირებით.
ჩვენებები:
- კუჭისა და ნაწლავების სპაზმი;
- ნაღვლისა და თირკმლის კონკრემენტებით გამოწვეული სპაზმი;
- საშარდე გზების გლუვი კუნთების სპაზმი;
- მენსტრუალური სპაზმები;
- თავის ტკივილი გამოწვეული სისხლძარღვების სპაზმით.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატ ნო-შპას ჩვეულებრივი მისაღები დოზა:
კატეგორია | ერთჯერადი დოზა | დღეღამური დოზა |
მოზრდილებში | 1-2 ტაბ | 3-6 ტაბ. |
1-6 წლამდე ბავშვებში | 1/2-1 ტაბ | |
7-14 წლამდე ბავშვებში | 1 ტაბ. | 2-5 ტაბ. |
პრეპარატ ნო-შპა ფორტე-ს ჩვეულებრივი მისაღები დოზა:
კატეგორია | ერთჯერადი დოზა | დღეღამური დოზა |
მოზრდილებში | 1/2-1 ტაბ. | 1-3 ტაბ. |
ბავშვებში გამოიყენება პრეპარატი ნო-შპა.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია აღინიშნოს: თავის ტკივილი, უძილობა, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისრევა, არითმია, ყაბზობა.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძის შაქარის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა.
უკუჩვენებები:
* ღვიძლის, თირკმელებისა და გულის მძიმე დაავადებები, პრეპარატით გამოწვეული ალერგიული რეაქციები.
განსკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის უსაფრთხოებისა და ტოქსიკურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, ნო-შპასა და ანტიპარკინსონული საშუალების - ლევოდოპას ერთდროული გამოყენებისას მცირდება ლევოდოპას ეფექტი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.