მწარმოებელი: HEEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ და 100 მლ.
100 მლ
| Nux vomica D2 ………………. | 0.2 მლ |
| Nux vomica D10 ……………… | 0.2 მლ |
| Nux vomica D15 …………….. | 0.2 მლ |
| Nux vomica D30 …………….. | 0.2 მლ |
| Nux vomica D200 ……………. | 0.2 მლ |
| Nux vomica D1000 ………….. | 0.2 მლ |
| Bryonia D2 …………………… | 0.2 მლ |
| Bryonia D6 Bryonia D10 ……. | 0.2 მლ |
| Bryonia D15 ………………….. | 0.2 მლ |
| Bryonia D30 ………………….. | 0.2 მლ |
| Bryonia D200 …………………. | 0.2 მლ |
| Bryonia D1000 ………………. | 0.2 მლ |
| Lycopodium D3 ……………… | 0.3 მლ |
| Lycopodium D10 …………….. | 0.3 მლ |
| Lycopodium D30 ……………. | 0.3 მლ |
| Lycopodium D200 …………… | 0.3 მლ |
| Lycopodium D1000 …………. | 0.3 მლ |
| Colocintis D3 …………………. | 0.3 მლ |
| Colocintis D10 ……………….. | 0.3 მლ |
| Colocintis D30 ……………….. | 0.3 მლ |
| Colocintis D200 ………………. | 0.3 მლ |
Spiritus 35 vol %
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ინიშნება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ფუნქციის გააქტივება, რათა ხელი შეეწყოს ორგანიზმიდან ჰომოტოქსინების გამოდევნას.
ჩვენებები:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის ფუნქციური დაზიანებები, მეტეორიზმი;
- ალკოჰოლის, ყავის და ნიკოტინის ჭარბი რაოდენობით მიღებით გამოწვეული დარღვევები;
- აგრეთვე სპასტიური გაუვალობა, ენტეროსპაზმი, წყლულოვანი კოლიტი და დივერტიკულიტი, ბუასილი, ანალური ხვრელის ნახეთქები და ეგზემები.
მიღების წესი და დოზირება:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:
ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი:
ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის შესწავლილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.







