საერთაშორისო დასახელება: HYMECROMONE
მწარმოებელი: Pharmaceutical work POLFA in Pabianice, პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: ჰიმეკრონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატი ნაღველმდენი და სპაზმოლიზური მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
ჰიმეკრონი .................... 200 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოდესტონი წარმოადგენს ნაღველმდენ საშუალებას. იგი ოდის სფინქტერზე ავლენს სელექტიურ სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს ნაღვლის შეგუბების სიმპტომების კუპირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ჰიმეკრომონი ადვილად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 2-3 სთ-ის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს. ჰიმეკრომონი გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები:
- ვირუსული ჰეპატიტით, ქრონიკული ალკოჰოლიზმით და სხვა ქიმიური ნაერთებით მოწამვლის შედეგად გამოწვეული ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობა.
- სიმპტომური მკურნალობა: სანაღვლე გზების სპაზმის, დისკინეზიების, დისპეპსიური დარღვევების, ქრონიკლი ქოლეცისტიტის და ქოლანგიტის დროს.
- პრეპარატი ხელს უწყობს მადის გაძლიერებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას ღებინებისა და ყაბზობის დროს, რომელიც გამოწვეულია ნაღვლის სეკრეციის დაქვეითებით.
- ოდესტონი გამოიყენება გაურთულებელი ქოლელითიაზის, აგრეთვე როგორც ნაღვლის სეკრეციის მარეგულირებელი საშუალება ნაღვლის ბუშტსა და სანაღველე გზებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება ჭამამდე 30 წთ-ით ადრე 1-2 ტაბლეტის ოდენობით (200-400 მგ) 3-ჯერ დღეში, საშუალოდ 15-20 დღის განმავლობაში.
აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება შესაძლებელია 4 ტაბლეტის ოდენობით (800 მგ) 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში: 200 მგ/10 კგ წონაზე სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-600 მგ და ნაწილდება 1-3 მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია დიარეა, რომელიც დაკავშირებულია ნაღვლის სეკრეციის მომატებასთან.
უკუჩვენებები:
* ობტურაციული სიყვითლე, ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოებაზე მონაცემები არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- მორფინი ასუსტებს ჰიმეკრომონის მოქმედებას.
- ჰიმეკრომონისა და მეტოკლოპრამიდის ერთდროული მიღება ასუსტებს ორივე პრეპარატის მოქმედებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.