ომეგა-3 პრემიუმი, არის ბალანსირებული და უნიკალური კომბინაცია, რომელიც შეიცავს მაღალი ხარისხის თევზის ქონს, სელენიუმს და ვიტამინებს.

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი 1000მგ (EPA – 18%, DHA 12%); ვიტამინი E – 5 მგ; ვიტამინი D3 - 3.33 მკგ; სელენიუმი – 50 მკგ

ფარმაკოლოგიური მოქმედაბა: ომეგა-3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში. იგი წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით. DHA შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსის გადაცემას.

ომეგა-3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, ასევე აუმჯობესებს კანის ტროფიკას.Aდადებითად მოქმედებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში, ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს. Aახორციელებს თრომბის წარმოქმნის პრევენციას.Uუზრუნველყოფს ორგნიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას, ახდენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.

ვიტ. E მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებასა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. ვიტ. E დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლძარღვის კედელზე.

ვიტ. D3  განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციისა და ზრდის პროცესს. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. 

სელენიუმი ხასიათდება ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული მოქმედებით. ხელს უწყობს მომწამლავი მეტალების ელიმინაციას ორგანიზმიდან, რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს.

ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა; ლიპიდური ცვლის დარღვევა; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები; მაკულოდისტროფიული პროცესები; დერმატიტები.

დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში ერთხელ წყლის მიყოლებით, მიიღება 3 წლიდან

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა: საკვები დანამატი. ჟელატინის რბილი კაფსულა პერორალური გამოყენებისთვის, #30.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია